მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > მათთვის, ვინც ეკლესიაში ღვთისმოშიშებით არ იქცევა
მათთვის, ვინც ეკლესიაში ღვთისმოშიშებით არ იქცევა6-06-2014, 00:01 |
სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორი ღვთისმოშიშებით უნდა ვიდგეთ ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს
სვინაქსარის ერთ-ერთ სწავლებაში, თუ როგორი ღვთისმოშიშებით უნდა ვიდგეთ ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს, ვკითხულობთ: „საყვარელო ძმებო და შვილებო, როდესაც ეკლესიაში მიხვალთ, დი-დი ღვთისმოშიშებითა და მოწიწებით უსმინეთ საღვთო ლიტურგიის დროს აღვლენილ გალობას და ეკლესიაში ყოფით საკითხებზე ნუ ისაუბრებთ, ტაძარში ცათა მეუფის წინაშე შიშით დავდგეთ, რათა უზენაესის რისხვა არ დავიმსახუროთ. ადამიანებს ამქვეყნიურ ხელმ-წიფეთა წინაშე ერთმანეთის შეხედვისაც კი ეშინიათ, რათა მისთვის სასჯელი არ მიიღონ. და როდესაც უზენაესი ღმერთის წინაშე ვდგე-ვართ, რამდენად მეტად გვმართებს ზრუნვა იმაზე, რომ არა მარტო ვდუმდეთ, არამედ გონებით ვუღრმავდებოდეთ გალობისა და ლოც-ვის სიტყვებს? საუბრით, სიცილითა და ჩურჩულით ნუ შეუშლით ხელს ღვთისმსახურებას, ყურადღებით ისმინეთ, რას გალობენ, ყოვე-ლგვარი ცხოვრებისეული დაივიწყეთ და ამაღლდით უფალთან. ისი-ნი, ვისაც ცხონება სურთ, განსაკუთრებით უნდა ზრუნავდნენ სულ-იერ სიწმინდეზე ლოცვის დროს, არ ცდუნდნენ ეშმაკის მანქანე-ბისაგან და არ გადაეშვან ფუჭსიტყვაობაში. ასე გვასწავლის ეკლესია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბევრ ადამიანს შევხვდებით, რომლებიც ლიტურგიის დროს გონებაგაფანტული დგა-ნან, ლოცვისა და გალობის სიტყვებს ყურს არ უგდებენ, ზოგი იცინის და ლაპარაკობს, ყველაზე უარესი ის არის, რომ ზოგიერთი, საკუთარი საქციელით სხვის ყურადღებასაც განაშორებს ღვთის სიტყვისაგან და ეშმაკს ბაძავს. რა ვუთხრათ ასეთებს? წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ეკლესია რაღაც სავაჭრო დახლი კი არ არის, ანგელოზების სავანეა, უფლისა და მთავარანგელოზების სავანეა, ღვთის სამეუფოა, თავად ზეცაა. ვთქვათ და, გაიხსნა ზეციური კარიბჭე, ვინმემ წაგიყვანა იქ და შენ, თუნდაც შენი მამა ან ძმა დაინახო, ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავ, ასევე უნდა მოიქცე აქაც. სულიერების გარდა რაიმეზე ფიქრი და ლაპარაკი არ შეიძლება, ვინაიდან აქაც ზეცაა... სხვათაშორის, როდე-საც ლაზღანდარა სიცილს იწვევს ან თავაშვებული ქალი უნამუსოდ იქცევა, ხალხი გასუსული ისმენს მათ სიტყვებს და ეს ხდება მაშინ, როდესაც მათ დუმილს არავინ ავალდებულებს. ამ დროს ხმაურს და ყვირილს ვერ გაიგებთ, არ ისმის გაფაჩუნების ხმა, ხოლო, როდესაც უფალი ზეციდან გვაუწყებს საშინელი სამსჯავროს შესახებ, ისე ვკადნიერდებით, ისეთი უსინდისოები ვხდებით, რომ უფალს იმის ნახევარ პატივსაც კი არ მივაგებთ, როგორსაც ლაზღანდარა და თა-ვაშვებულ ქალს. შეძრწუნდით ამის მოსმენის გამო? მითუმეტეს უნდა ძრწოდეთ და გეშინოდეთ ამგვარი მოქცევისას". ჭეშმარიტად, მათ, ვინც ტაძარში უფლისათვის არ დაიარება, უფ-ლის შიში და ძრწოლა უნდა ჰქონდეთ! ის, ვინც შეუფერებლად იქცევა ეკლესიაში, დააყენე თუნდაც თანამდებობის პირის წინაშე და იხილავთ, როგორ იმდაბლებს თავს, თრთის და ცახცახებს, ხოლო უფლის განსაკუთრებულ სავანეში მისი დიდების ნაცვლად, იგივე ადამიანი შეურაცხმყოფელად და თავისუფლად იქცევა, ლაპარაკობს და მთელ თავის უსინდისობას ავლენს. სად არის აქ რწმენა? სად არის უფლის მიმართ სიყვარული? სად იგრძნობა შიში უფლისა? ყოველივე ამის შემდეგ როგორ არ უნდა შევცბეთ, როდესაც იგივე კაცი ამბობს: „სად არის ღმერთი? რატომ არ ისმენს ჩემს ვედრებას? ასე რისთვის ვიტანჯები?" იმისთვის იტანჯები, რომ შენ არა მარტო ბედნიერების ჟამს არ სცნობდი უფალს, არამედ უფლის სახლში სხვათა საცდუ-ნებლად მიდიოდი და ლაზღანდარობდი. გეშინოდეს უფლის საში-ნელი სამსჯავროსი! თუკი მიდიხართ ეკლესიაში, მაშინ შედით იქ მოწიწებით, ტაძრის კარებთან დატოვეთ ყოველგვარი ყოფითი პრობ-ლემა, იდექით შიშით, როგორც ზეციური მეუფის წინაშე; ილოცეთ სინანულით აღვსილებმა, როგორც მონანიე ცოდვილებმა. დაე, სხვა მლოცველებმაც აიღონ თქვენგან სიყვარულისა და ღვთისმოსავობის მაგალითი და არა პირიქით-თქვენ გახდეთ მათი ცდუნების მიზეზნი. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |