მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სევდით დამძიმებულ სულს (ნაწილი მეორე)

სევდით დამძიმებულ სულს (ნაწილი მეორე)


13-03-2014, 18:01

სევდით დამძიმებულ სულს (ნაწილი მეორე)

 

   სულიერი საზრდო კი დღეს ძნელი მოსაპოვებელია. ადამიანი სულიერ შთაბეჭდილებებს ძირითადად ტაძარში ღებულობს, ღვთის-მსახურების  დროს. მაგრამ ჩვენს ტაძრებშიც  იშვიათად შეხვდები კარგ ხატებსა და ფრესკებს. ცუდად არის დაყენებული მედავით-ნეობისა და გალობის საკითხი. მრევლიც  ცივად და უგულოდ დგას ლოცვის   დროს. იშვიათად თუ შეხვდები ღრმად მორწმუნე სულიერ მასწავლებლებს, რომლებიც მთელი გულით მიილტვიან მარადიუ-ლობისკენ და შესწევთ ძალა, ეს მხურვალე სარწმუნოება გადასცენ სხვას, ნათლად გვიჩვენონ თავის უარყოფის ცხოვრებისეული მაგალითი. გვრჩება მხოლოდ წიგნები, თუმცა სულისთვის სასარგებლო წიგნთა უმრავლესობა ჩვენთვის ნაკლებად გასაგებია. არ შეგვიძლია ამ წიგნების ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენება. ასე რომ, ჯანსაღი ქრისტიანული სულისკვეთების შესანარჩუნებლად აუცილებელია ბევრი შრომა. გონებასა და გულში უნდა განვა-ცოცხლოთ ის სულის აღმაფრენელი ჭეშმარიტებანი, რომელთაც ძალუძთ უზრუნველყონ ჩვენი ამასოფლის ქაოსისა და უაზრობის ზღვიდან აღმოყვანება.

   შეუძლებელია სულმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, – ამბობდა სტარეცი სილუანი, – თუ დღისით და ღამით არ განისწავლება საღმრთო სჯულში, ვინაიდან სჯული დაწერილია სული წმინდის მიერ. სული წმინდა კი წმ. წერილის საშუალებით გადმოდის ადამიანის სულში. სული გრძნობს რა ღმერთთან მიახლებისას სიტკბოებასა და ნეტა-რებას, უკვე აღარ ეძებს კმაყოფილებას ამქვეყნიურ სიამეებში.

   ჩვენი თანამედროვე მამის ალექსანდრე ელჩანინოვის სიტყვებით: „საჭიროა სისტემატიური კითხვა სულის სასარგებლო ნაშრომებისა. აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ერთადერთი მიზანი ჩვენი ცხოვრე-ბისა, აქ საჭიროა ერთგვარი ასკეტიზმი, თავშეკავება, თავის დაძალება. ყოველი ქრისტიანი მოღვაწეა–დაიმახსოვრე ეს! კაცობრივი ბუნება იმდენად დაზიანებულია, რომ საჭიროებს მკაცრ ზეწოლას ყოველ დღე და ყოველ საათს, რათა საკუთარ თავზე ძალდატანებით ჩვენი ცხოვრება სახარებისეულ ფასეულობათა შესატყვისი იყოს."

   მაგრამ ჩვენ მეტისმეტად გართულნი  ვართ ირგვლივ მყოფ წარმართთა ცხოვრაბის წესით. ვცხოვრობთ თითქმის იგივე ცხოვ-რებით. განსხვავება მხოლოდ ზოგიერთ განყენებულ შეხედულებებ-შია, მხოლოდ ზოგიერთ საქციელში თუ რელიგიური რიტუალის შესრულებაში. ჩვენ იგივე ინტერესები გვამოძრავებს, ისევე ვაფასებთ მიწიერ ფასეულობებს, იგივე მანერით ვესაუბრებით ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ისეთივე გართობა გვახასიათებს, როგორც წარმართებს, მაშინ როდესაც ჩვენი ურთიერთკავშირი, ინტერესები, გემოვნება, მანერა, საუბრის ტონი, ჟესტები, აღარაფერს ვამბობ ურთიერთობაზე პოლიტიკურ და კულტურულ ფასეულობებთან უნდა იყოს სრულიად განსხვავებული მათგან.

   წარმართათვის მიწიერი ცხოვრებით მთავრდება ყველაფერი, მეტს ისინი არ ელიან. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სიკვდილი ყველაფრის დასასრულია. ამა ქვეყნის სიამეებით ტკბობა  არის ერთა-დერთი მიზანი მათი არსებობისა.

   მაგრამ, ჩვენ, ქრისტიანებმა, ხომ ვიცით, რომ ადამიანში მთავარია არა სხეული, არამედ სული, რომ მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრება არაფერია, თუ არა მარადისობისათვის მზადება: რომ სიკვდილის შემდეგ სული არ ქრება, არამედ მხოლოდ სხეულს ტოვებს, და თუ ამქვეყნად ღვთის მცნებებით ვიცხოვრებთ, აღვდგებით განახლე-ბული  სხეულით საშინელი სამსჯავროს დადგომამდე  და მარადიულ სიხარულს დავიმკვიდრებთ. ის კი, ვინც განეშორა ღმერთს და არ შეინანა საკუთარი ცოდვები, საუკუნო სატანჯველს ვერ ასცილდება.

   მაშ, უკეთუ ყოველივე ისე გვწამს, როგორც გვასწავლის ეკლესიური სწავლება, შეიძლება განა, ჩვენი ცხუვრება ჰგავდეს ურწმუნოთა ცხოვრებას და გვქონდეს იგივე ინტერესები, გემოვნება თუ განწყობა? რა თქმა უნდა ეს იმას  არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა არაეკლესიურ ადამიანს ვუყურებთ ცერად, ან ფარისეველივით გვძულს მათთან შეხებაც კი. მაგრამ სულიერი თვალსაზრისით ჩვენ უნდა გვეშინოდეს და ვერიდებოდეთ მათ ემოციებს, გემოვნებებს, ინტერესებს, სხვა-დასხვა ავადმყოფურ გამოვლინებებს, მათი სულისკვეთებით ცხოვრებასთან ახლოს შეხებას. ჩვენ კიდეც უნდა გვიყვარდეს, გვეცოდებოდეს, პატივს ვცემდეთ მათ, უნდა გვსურდეს გზააბნეული წარმართების ქრისტიანულ გზაზე მოქცევა, თუ ეს შესაძლებელია. მაგრამ უნდა ვიყოთ მეტისმეტად ფრთხილად, რათა ჩვენ არ გავებათ ბადეში.

   ასე რომ, ვფიქრობთ, უკეთუ ხშირად გავიაზრებთ, რა გველოდება უახლოეს მომავალში–სიკვდილის ჟამს და საშინელ სამსჯავროზე, შემდეგ კი მარადისობაში. თუკი საღად გავაცნობიერებთ ამა სოფლის საქმეების ამაობას, მაშინ უთუოდ მოვერიდებით მათთან მეგობ-რობას, აღარ განვეწყობით სიმპატიით, ცოდვიანი გართობებისა და  მაცდუნებელი სიკეთეების მიმართ, რის შედეგადაც ცოტათი მაინც აღვენთებით მოშურნეობითა  და სიყვარულით ღვთისადმი, შრომითა და ღვაწლით გავძლიერდებით, რათა გავხდეთ ზიარნი ჭეშმარიტი კეთილდღეობისა საუკუნო ცხოვრებაში.

                                                                                                          

 

 

 

 

 არქიმანდრიტი ლაზარე  (აბაშიძე) 

 

 


 


უკან დაბრუნება