მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შეუნანებელ ცოდვილთათვის - წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვა ცოდვამოუნანიებელთა და ურწმუნოთათვის

შეუნანებელ ცოდვილთათვის - წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვა ცოდვამოუნანიებელთა და ურწმუნოთათვის


15-08-2023, 11:18

 

წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვა, ცოდვამოუნანიებელთა და ურწმუნოთათვის

 

   ყველაზე დიდი საშინელება ჩვენ ყოფაში ურწმუნოებაა, რამაც ყოველი კაცი მოიცვა და ახლა გასაკვირი აღარაა, შეგხვდეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც გკითხავს:

   -შენ რა, ნახე უფალი?! არა?! ე.ი. არ არსებობს. ღმერთი სამღვდელოებამ გამოიგონა, თავის სასარგებლოდ.

   რა უნდა ვთქვა, ძმებო, ასეთ ბიწიერ ადამიანზე? უფალი ამბობს: ნუ დაუყრით მარგალიტთ ღორთა. გესმით? უფალმა ტყუილად არ თქვა ეს სიტყვები. ამით ყველა ურწმუნო და უსამართლო ღორებთან გააიგივა, რადგან ასეთნი ყოვლად უღირსნი არიან უფლის სიტყვის მოსმენისა. ასეთებს ღვთიურის აღქმა არ შეუძლიათ. როგორც ღორმა არ იცის მარგალიტის ფასი, ასევე მათ არ იციან, რა არის სიწმინდე, ფეხით ქელავენ ყოველგვარ კეთილს და მის წინააღმდეგ აღიძვირან. ისინი თვალთმაქცობენ და ცდილობენ, სხვებს თავი მორჩილ ადამიანებად მოაჩვენონ. როდესაც ამაში კარგად გაიწაფებიან, ცილს სწამებენ მორწმუნეებს და დასცინიან, როგორც პატარა ბავშვებს. პავლე მოციქული ამის შესახებ სწერს ტიმოთეს: - ბევრი ვერაგად ეკიდება სარწმუნოებას, უფრთხილდი ასეთებს, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგებიან ღვთის სიტყვას, ჩვენს სწავლებასო.

   თვალთმაქცებს და ურწმუნოებს სასტიკი სასჯელი ელით. ყველა, ვინც სულს ვერ გადაირჩენს, ჯოჯოხეთში ჩავარდება.

   ეს სიტყვები ჩვენ არ გვეკუთვნის, იგი წმ. იოანე ოქროპირისაა და როგორც გავიგეთ, დაღუპვა ელით ურწმუნოებს. როგორი დაღუპვა? მათ ელოდებათ ადგილი: (მარკ. 9,46) და (მათ. 25,30). ღმერთმა გვაშოროს ეს ყველა ჩვენგანს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  

 


უკან დაბრუნება