მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > საით მივყავართ სხვის ხარჯზე ცხოვრებას

საით მივყავართ სხვის ხარჯზე ცხოვრებას


3-06-2014, 00:01

საით მივყავართ სხვის ხარჯზე ცხოვრებას

 

წმინდა ბასილი დიდის სიტყვა

 

   წმინდა ბასილი დიდი ამბობს: ის, ვინც ბევრის მოხვეჭას ეცდება, იმასაც დაკარგავს, რაც აქვს. ეს ჭეშმარიტება მაგალითებით დავამოწ-მოთ.

   როდესაც ელისე წინასწარმეტყველმან კეთრისაგან განკურნა სირიელი დიდებული ნეემანი, ელისეს მსახურმა გიეზამ ჩაიფიქრა, განკურნებული მოეტყუებინა და მისთვის ფული გამოეძალა. მსახური შინ მიმავალ ნეემანს დაეწია და წინასწარმეტყველის სახელით ვერ-ცხლის ტალანტი და ორი ხელი ტანსაცმელი მოსთხოვა. ნეემიამ ერ-თის ნაცვლად ორი ტალანტი უბოძა. მაგრამ სიხარბისა და ტყუილის გამო უფალმა გიეზია დასაჯა და ნეემანის კეთრი მას შეეყარა. შინ დაბრუნებისთანავე იგი დაავადდა და კეთრისაგან თოვლივით გათე-თრდა. რა თქმა უნდა, მსახური ყველაფერს დათმობდა, ოღონდაც გან-კურნებულიყო, მაგრამ გვიანი იყო.

   ხანდახან უფრო ცუდიც ხდება. ერთ ღვთისმოსავ ისრაიტელს, რომელსაც ნაბეუფია ერქვა, ვენახი ჰქონდა. ისრაელის მეფეს შეშურდა მისი ქონება და ვენახის მითვისება გადაწყვიტა. თავის ავ ცოლს იეზაბელს ნება დართო მევენახე მოეკლა და მისი სიკვდილის შემდეგ ვენახს დაეპატრონა. ელია წინასწარმეტყველმა ამხილა მათი შემაძრ-წუნებელი საქციელი და დამნაშავეებს უფლის რისხვით დაემუქრა. წინასწარმეტყველის მუქარა ახდა. აქაბი სასიკვდილოდ დაიჭრა სირი-ელებთან ბრძოლის დროს და თავის დედაქალაქ სამარიაში მკვდარი ჩამოასვენეს, იეზაბელი ფანჯრიდან გადააგდეს და მისი სხეული ძაღ-ლების ლუკმად იქცა. ამრიგად, ჭეშმარიტია წმინდა მამის სიტყვები, ვინც სხვისი ქონების მიტაცებას მოინდომებს, საკუთარსაც დაკარგავს და უკანონოდ მითვისებულსაც. შეიძლება, უარესიც დაემართოთ; ყოველ შემთხვევაში, უფლის რისხვას ვერ გაექცევიან. განა ჩვენს თვალწინ მტვრად არ ქცეულა უსამართლობით აშენებული სახლები?! ცუდია ყოველგვარი კეთილისგან გაცლილმა იცხოვრო სააქაოს. როგორ ფიქრობ, რა გელის ამისთვის სიკვდილის შემდეგ? ჰოი, რა თქმა უნდა-უარესი. აჰა ესერა, სასყიდელი მოქმედთაჲ მათ, რომელთა განლეწეს ყანჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან ღაღადებს და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ მათ ყურთა უფ-ლისა საბაოთისათა მიიწევის (იაკ. 5,4). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება