მთავარი > თანამედროვე მამები > სევდით დამძიმებულ სულს (პირველი ნაწილი)
სევდით დამძიმებულ სულს (პირველი ნაწილი)10-03-2014, 18:15 |
ჩვენ მოწყენილნი ვართ და დაღვრემილნი, გვაქვს დაღლილი და ტანჯული სახე, ჩვენ გვიჭირს ქრისტიანული ცხოვრება... რის გამოა ეს? იქნებ იმის გამო, რომ, როგორც არასდროს, ბობოქრობს უსაზღვროდ მომრავლებული ცოდვის საცდური, რომელნიც განსაკუთრებული თავხედობით, უსინდისოდ მიძვრებიან ადამიანის სულში. აფორიაქე-ბენ, სტანჯავენ და საბოლოოდ წამლავენ მას. დღეს თითქმის მთელი სამყარო შეიშალა. ყველას და ყველგან სწყურია და ეძებს მხოლოდ უაზრობას, აბსურდს, გარყვნილებას, სულიერ განადგურებას და გაცარიელებას. დღეს ამა სოფლის სული, მის უკან კი ეშმაკი, ეძებს ჯანსაღ წერტილს ადამიანში, რათა საბოლოოდ გახრწნას, შებილწოს და დაამციროს იგი. კაცობრიობის მტერი ყველა ღონეს ხმარობს ცოდვათა ახალი ფორმების გასავრცელებლად, ადამიანის ცხოველურ ვნებებისათვის დასამონებლად. ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ ამ მონობაში, ამიტომაც ამა სოფლის საცდური ესოდენ მოგვწონს ყველას, გვართობს, გვიმხიარულებს დაავადებულ გულს. ჩვენში, ასე ვთქვათ, გავრცელდა სულიერი ტოქსიკომანია, გვიყვარს და გვსურს ის, რაც ჩვენ გვკლავს... შხამი, რა თქმა უნდა ძლიერია! მაგრამ, განა ჩვენ, ქრისტიანებს, მო-ცემული არა გვაქვს ძალა, რათა წინ აღვუდგეთ ამა სოფლის საცდურს? უფალმა იესო ქრისტემ თქვა: ”მე მიძლევიეს სოფელსა!’’ (იოანე 16,33). ჩვენ მოცემული გვაქვს ძალები. თუკი ვირწმუნებთ, მაცხოვრის სიტყვისამებრ, მთებსაც კი გადავაადგილებთ, მაგრამ ვიყენებთ კი ამ დიდ იარაღს? მაშ რაშია საქმე? რატომ არ გვახარებს ჩვენ ქრისტიანობა? რა დავ-კარგეთ, რა შეცდომა დავუშვით, რომ ღვთიურმა ძალამ მიგვატოვა? იქნებ საქმე შემდეგშია: ადამიანთა უმრავლესობა მთელი გულის-ყურით მიჩერებულია ნივთიერ სამყაროს, უმცირესობას კი მზერა ღვთისკენ აქვს მიმართული და მასთან მიახლებას ცდილობს. ნივთიერი სამყარო წააგავს თავხედ, ღვინით გაბრუებულ მეძავს, რომელიც თავისკენ იზიდავს ადამიანს და ცდილობს დაათროს, შემდეგ კი სიძვითა და მრუშობით დასცეს იგი. აი, აქ კი ყველაფერი ქრისტიანის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, თავის უარყოფაზე, თავგან-წირვასა და არჩეული გზის ერთგულებაზეა დამოკიდებული. შენ მხოლოდ გადაწყვიტე და ნუ შეორგულდები, ღმერთი კი გამოგიჩენს თავის შემწეობას. ვერავინ იტყვის, არ მქონდა მოცემული რწმენის ძალა ან თავისუფალი არჩევანი, რათა ავრიდებოდი ცოდვათა მორევს და ცხონების გზაზე მევლოო. ჩვენ გვაქვს მოცემული სრული თავისუფლება, ავირჩიოთ და მივიღოთ მხოლოდ ის რაც ჩვენთვის სასურველია და სასარგებლო. არავინ, ჩვენი თავის გარდა, არ არის დამნაშავე, რომ უკუვაგდებთ სიკეთესა და ვირჩევთ ბოროტებას. განა, ჩვენ არ ვიცით, არ ვგრძნობთ რა დაცემულია, რა ამაზრზენი და მატყუარაა ცოდვა?! განა, არ გვესმის კეთილგონიერი ცხოვრების მიმზიდველობა და დიდებულება, არ გვსურს რწმენაში გამტკიცება, ქრისტესადმი შედგომა და ცხოვრება? გვსურს და ძალიანაც და ხშირადაც ვწუხვართ, ვითხოვთ რწმენას. მაგრამ რატომ არ გვეძელევა მტკიცე სარწმუნოება? უფრო სწორედ, სარწმუნოება კი გვეძლევა, მაგრამ ჩვენ თვითონ არ ვღებულობთ მას, უმალვე ვკარგავთ ყოფიერი პრობლემების სიმრავლეში. ჩვენ თითქოს ვთხოვთ სულიერებას, ხოლო როდესაც იგი შეეხება ჩვენს გულებს, მაშინ ვერ ვცნობთ, უკუვაგდებთ, რადგანაც ძირითადი ყურადღება მიწიერისაკენ გვაქვ მიმართული. ორგულობა – აი ჩვენი ძირითადი მტერი. სულმოკლეობის გამო სისტემატურად ვმერყეობთ რა მეტად გვიყ-ვარს–ცოდვა თუ ღმერთი? ჩვენ აღფრთოვანებით ვუყურებთ ქრის-ტიანულ ღვაწლს, მზად ვართ ჩვენი საუბარი შევამკოთ ბრძნული ქრისტიანული გამონათქვამებით, მოგვწონს მართმადიდებლური ღვრთისმსახურება, მაგრამ, ამავე დროს, თავს უფლებას ვაძლევთ, თაყვანი ვცეთ ამა სოფლის წარმართულ მუსიკას, ლიტერატურას, პოეზიას, გავერთოთ სპორტული ვნებების აღმძვრელი და აზარტული თამაშებით, დავესწროთ სხვადასხვა სანახაობებსა და ასპარეზობებს, რითაც თავს ინუგეშებს უღმერთო სამყარო. თანავუგრძნობთ არაქრის-ტიანული სწავლებით გაჟღენთილ თანამედროვე მკვლევარებს, ფილოსოფოსებს. გვეშინია არ ჩამოვრჩეთ ამა სოფლის უაზრო თამაშებს, მოდას. გვსურს ფეხდაფეხ მივყვეთ ამ საზოგადოებას, შევინარჩუნოთ იგივე რიტმი და პულსი, ვცხოვრობთ მისი ცხოვ-რებით. თუკი წინ აღვუდექით ამა სოფლის სულისკვეთებას, განვაგდეთ მისი ინტერესები, გართობა, მისი გემოვნება, მაშინ ჩვენს გადაწყვეტილებას (მათ შორის ჩვენი ქრისტიანი ძმები) აღიქვამენ, როგორც „რეალობისაგან გაქცევას", დაგვაბრალებენ „დროის სულის-კვეთების" არ ცოდნას და „ხიბლს". გეტყვიან: „ძმაო,დღეს სხვა დროა, ახლა უფრო მარტივად უნა იცხოვრო, მთავარია არ ჩავარდე დიდ ცოდვებში. იმასთან შედარებით კი, რაც ხდება მსოფლიოში, პატარა ცოდვები სავსებით უმწიკვლოა’’. მაგრამ, განა, ამ უმწიკვლო, წვრილ-მან ცოდვებს არ მოსდევს შემდეგ სერიოზული დაცემა? ამა სოფელთან თბილი დამოკიდებულება, მისი ფასეულობების თა-ყვანისცემა, ურწმუნოებით აავადებს ადამიანს. თანამედროვე მუსიკა, სხვადასხვა სანახაობები, რეკლამები, ტელევიზორი ბადებს ადამიანში ათასგვარ ვნებებს.
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) უკან დაბრუნება |