მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ვისაც ღარიბებისათვის გაღებული წყალობა დაენანება, ღვთის მადლს დაკარგავს

ვისაც ღარიბებისათვის გაღებული წყალობა დაენანება, ღვთის მადლს დაკარგავს


31-05-2014, 00:01

ვისაც ღარიბებისათვის გაღებული წყალობა დაენანება, ღვთის მადლს დაკარგავს

 

ღატაკთა მწყალობლის ქება

 

   როდესაც ღარიბს ერთ-ორ კაპიკს გავუწვდით, არ გვენანება და ამას სრულიად დამშვიდებულები ვაკეთებთ. მაგრამ, თუ უფრო მეტის გაღებაა საჭირო, ხშირად გვტანჯავს ეს, მსხვერპლად მივიჩნევთ და ბუზღუნით გავცემთ, ხან ვაყვედრით კიდეც. ამ შემთხვევაში, ორმაგ გასაჭირში ვართ: გაღებული ფული გვენანება და ამ წყალობისთვის უფალი არ დაგვასაჩუქრებს; ან, სხვა შემთხვევაში, წყალობის მადლი იკარგება და შესაძლოა, უფლის რსიხვაც დავიმსახუროთ.

   სვინაქსარში ნათქვამია: „მოწყალებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც სიყვარულითა და კეთილი ნებით გაიღებ. უკეთესია სიკე-თე არ გააკეთო, ვიდრე მისი ჩადენის შემდეგ იდარდო... გაცემული თანხის რაოდენობით კი არ ფასდება ქველმოქმედება, არამედ გულიდან გამოსული სიყვარულით... და თუ მდიდრები სიყვა-რულით არ გაიღებენ მოწყალებას, ტანჯვას ვერ აცდებიან. უფლის თვალში ქველმოქმედება მაშინ არის დაფასებული, როდესაც სიყ-ვარულით აკეთებ ამას. უფასურდება მაშინ, როდესაც გაცემულ წყალობაზე ასე წუხარ და ჭმუნავ, როგორც დანაკარგზე. ეს ყვე-ლაფერი შემდეგი მაგალითიდან ჩანს:

   ალექსანდრიის პატრიარქის იოანე მოწყალის დროს ცხოვრობდა ძუნწი ეპისკოპოსი ტროილი. ერთხელ იოანემ იგი საავადმყოფოში მიიწვია, სადაც ღარიბები იწვნენ და უთხრა:

   -აი, მამაო, შენ მოგეცა მშვენიერი  შემთხვევა ღარიბთა დასახმა-რებლად: გაიღე მოწყალება.

   ტროილს შერცხვა და ყველა ავადმყოფს თითო ოქრო მისცა. მაგრამ სახლში მისვლისთანავე ისე იდარდა გაცემული ოქროს გამო, რომ ლოგინად ჩავარდა. იოანემ შეიტყო ტროილის ავადმყოფობის მიზე-ზი, მივიდა მასთან და შესთავაზა:

   -მამაო, მე დაგიბრუნებ ფულს, მხოლოდ დამიწერე, რომ მოწყალე-ბისთვის ძღვენი უფლისაგან მე მეკუთვნის და არა შენ.

   ძუნწი ეპისკოპოსი დათანხმდა, აიღო ფული და ის დაწერა, რაც იოანემ სთხოვა, მაგრამ უფალმა მალე გონს მოაგო.

   მეორე ღამეს მან სიზმრად ნახა ულამაზესი სახლი, რომელზედაც ეწერა: „ეპისკოპოს ტროილის სამუდამო განსასვენებელი". ეპისკო-პოსს გაეხარდა, მაგრამ სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. გამოჩნდა ვიღაც კაცი და იქ მყოფ მოსამსახურეებს უთხრა:

   -უფალი ბრძანებს, შევცვალოთ წარწერა და ტროილის ნაცვლად, ალექსანდრიის პატრიარქის, იოანეს სახელი დააწეროთ, რომელმაც ეს სახლი 30 ოქროდ შეიძინა.

   ასეც მოიქცნენ. ალბათ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ უბედური ტროილის სინანული და ძრწოლა.

   ახლა მეორე მაგალითს მოგიტანთ: ერთი კონსტანტინეპოლელი კაცი მძიმე ავადმყოფი იყო. ეშინოდა სიკვდილის და ტროილივით 30 ოქრო უწყალობა ღატაკებს. მაგრამ, როცა გამოჯანმრთელდა, ინანა და ერთ ნაცნობს თავისი სადარდებელი გაანდო. ნაცნობი უფლის სასჯელით აშინებდა, მაგრამ კაცი გამუდმებით დარდობდა ფულზე და წუწუნებდა. მაშინ ახლობელმა უთხრა:

   -თუ ჩემი არ გჯერა, წავიდეთ ეკლესიაში და თქვი: „უფალო, მე არ გამიცია მოწყალება, არამედ ამ კაცმა გაიღო". და მე იმ წუთში გადა-გიხდი ფულს.

   უბედური ვერცხლისმოყვარე სიხარულით დათანხმდა. როგორც კი წარმოსთქვა ზემონათქვამი სიტყვები და ფული აიღო, უსულოდ და-ეცა და მოკვდა.

   როგორც ხედავთ, გაღებული წყალობის გამო სინანული ისეთი მძიმე ცოდვაა, რომ თქვენი საქციელი ქველმოქმედებად აღარ ჩაით-ვლება. ეს უფრო საკუთარი ძუნწობისა და უგულობის გამოხა-ტულებაა, მცირედმორწმუნეობაა. თქვენ უნდა გწამდეთ, რომ გაღე-ბულ მოწყალებას ღატაკის და უქონელის ხელით თვით ქრისტე-ღმერთს მიუძღვნით, რომ ქველმოქმედების საფასური საიქიო ცხოვ-რებაში ასმაგად დაგიბრუნდებათ უფლისაგან. მაშ, რატომღა უნდა ვინანო, თუკი ვიცი, რომ ვთესავ სიკეთეს და მოსავალს უხვად მოვიმკი? როდესაც არ გვაქვს მყარი სარწმუნოება, ჩვენი გონება და გული მერყეობას იწყებს და ამბობს: -რა ტანჯვით ვიშოვე ფული, რა-ღა დამრჩა, როდისღა დავაგროვებ?! და ასე შემდეგ.

   არა ძმებო, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაშინ ქრისტიანულადაც უნდა მოვიქცეთ, ჩავიდინოთ ქველმოქმედება უფლისადმი სიყვა-რულით, წრფელი გულით და მუდამ ვიმედოვნებდეთ, რომ ასწილად მოგვეზღვება სამაგიერო. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება