მთავარი > ქრისტიანული ოჯახი > მდაბიოთათვის

მდაბიოთათვის


28-05-2014, 00:01

მდაბიოთათვის

 

სიტყვა მეხამლეზე, რომელიც შუაღამისას ევედრებოდა ღვთისმშობელ მარიამს

 

   თქვენ მოგმართავთ, მდაბიონო და აი, რას გეტყვით: ჩვენს გვსურს, შეგაცვლევინოთ აზრი, რომ ხსნა მხოლოდ უდაბნოსა და მონასტერშია შესაძლებელი. დღეს გთავაზობთ ამბავს, რომელიც ერთ კაცს შე-ემთხვა სამეფო ქალაქში.

   ერთი კაცი ჰყვებოდა: ერთხელ ღამით ეკლესიაში სალოცავად წავედი. შუაღამისას ეკლესიის კარიბჭესთან ვიხილე ადამიანი, რო-მელიც ატირებული ლოცულობდა და მის წინ უეცრად ეკლესიის კარი თავისთავად გაიღო. მლოცველი შიგნით შევიდა, გულდასმით ილოცა და ტაძრის კარი კვლავ თავისით დაიკეტა მის ზურგას უკან. ძალიან გამიკვირდა; უცნობს ჩუმად ავედევნე და გავიგე, სად ცხოვრობდა. რამდენიმე დღის შემდეგ მასთან შევიარე და ვუთხარი:

   -პარასკევს დაგინახე, როგორ ლოცულობდი ეკლესიაში. ისიც ვი-ხილე, თუ როგორ გაიღო ეკლესიის კარი და როგორ დაიკეტა. გთხოვ, გამიმხილე შენი კეთილი საქმენი, მსურს, მოგბაძო და ცოდვები მოვინანიო. ღვთისმოშიში ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ მიპასუხა:

   -ჩემო ბატონო, არანაირი კეთილი საქმე არ ჩამიდენია, მაგრამ რადგან გსურს, მოგითხრობ ჩემს ცხოვრებას, მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩემს სიკვდილამდე აქ მოსმენილს არავის გაუმხელ. აი, ვხედავ, რომ ხელოსანი ვარ და ფეხსაცმელს ვკერავ. რასაც შრომით ვიღებ, სამ ნაწილად ვყოფ. ერთ ნაწილს საჭიროებისამებრ ვხარჯავ, მეორეს ღარიბებს ვურიგებ, მესამე ნაწილით სამუშაო მასალას ვყიდულობ. ცოლთან ერთად მთელი დღე ვმარხულობ, ხოლო საღამოს ლოცვაში ვატარებთ. ჩემი მეუღლე დღემდე ქალწულია, 27 წელია მკაცრად ვიცავთ უმანკოებას; უფალი აქამდე გვიცავს ცოდვისაგან.

   ამბის მოსმენისთანავე შინ დავბრუნდი. ახლა, ამ ღვთისმოშიში კაცის გარდაცვალების შემდეგ გიამბობთ მის მონათხრობს.

   რას გავსწავლის ეს მონათხრობი, მდაბიონო? პირველ რიგში, გულ-მოდგინე ლოცვისაკენ გვიბიძგებს, უწიგნური ცოლ-ქმარი დღედაღამ ლოცულობდა. თქვენც ასე მოიქეცით, დღემუდამ მადლობდეთ უფალს და პავლე მოციქულის თანახმად, მოუკლებელად ილო-ცევდეთ. ეს ამბავი ასევე მოგვიწოდებს მოწყალებისკენ. ცოლ-ქმარი თავიანთი შემოსავლის ერთ მესამედს ღარიბებს ურიგებდნენ, მცირე წყალობა თქვენც გაიღეთ მათთვის, თქვენი ოფლით ნაშოვნი გროშების გაღება უფრო დიდი მსხვერპლი იქნება უფლის თვალში და, რაღა თქმა უნდა, თქვენს ცხონებასაც წაადგება და ბოლოს, მესამე: მოსმენილი ამბავი გვასწავლის, რომ წმინდად შეინახოთ ცოლ-ქმრული სარეცელი, მოვუფრთხილდეთ მას, საუფლო დღეებში თავი შეიკავეთ სარეცლის გაზიარებისაგან. ეს ყველაფერი ცოლ-ქმრის აუცილებელი მოვალეობაა. დაიმახსოვრეთ ზემოთქმული; ისე მოიქე-ცით, როგორც მდაბიო ცოლ-ქმარი იქცეოდა და მაშინ თქვენც შეიქ-მნებით ცათა სასუფეველის მემკვიდრენი. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება