მთავარი > საცდურები > არაწესიერი გზით გამდიდრებული ბედნიერი ვერ იქნება
არაწესიერი გზით გამდიდრებული ბედნიერი ვერ იქნება27-05-2014, 06:14 |
წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა მათ შესახებ, ვინც ობლებს ლუკმას ართმევს
ხალხი, რომელიც სიმდიდრის მოხვეჭაზე ფიქრობს, ვეღარ არჩევს, ცოდვაა თუ არა ის გზა, რითაც სიმდიდრეს მოიპოვებენ. მათი მიზანი მხოლოდ ფულის დაგროვებაა, დანარჩენი აღარაფერი ანაღვლებთ. ხშირად მათი მიზეზით ქვრივ-ობლები მშივრები რჩებიან; მევა-ლეებისაგან შეჭირვებულები და გაძარცვულები, ტირიან და მოთქ-ვამენ; გასასტიკებული მდიდრები ამას ყურადღებას არ აქცევენ და ავ საქმიანობას განაგრძობენ. როგორ ფიქრობთ, ძმებო, დაუსჯელად დარჩება მათი ავი საქმეები? არ აზღვევინებს მათ უფალი უბედური ადამიანების ცრემლებს? წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: -როდემდე იქნებით გაუმაძღარნი, საკუთარ თავზე ცეცხლის დამკრებნო მევახშენო. ის, რაც მოციქულებმა თავიანთ წიგნებში დაგმეს, მევახშეები სიხარულით აკეთებენ. ისინი შედიან უდანა-შაულოთა მამულებში, ძარცვავენ ქვრივ-ობლებს, თავგზას უბნევენ უმწეოებს. ვაი თქვენ, სხვის ქონებაზე მონადირენო, ამის გამო უკურნებელი სენით დაავადდებით, უფლის რისხვა უგზო-უკვლოდ გადაგკარგავთ, ადგილს ვეღარ მოძებნით, თავი რომ შეაფაროთ. ცუდად და ამაოდ შრომობენ უსამართლოდ გამდიდრებულნი, ისინი ვერ შეინარჩუნებენ სიმდიდრეს, რადგან ამისთვის მრავალი უმწეოს ოჯახი დაანგრიეს. როდესაც იმედი მიეცემათ, რომ უფრო მეტად გაზრდიან ქონებას, სწორედ მაშინ მოკვდებიან უცაბედი სიკვდილით, სრული უბედურება დაატყდებათ თავს და საკუთარი სიავის საზ-ღაურს მიიღებენ იმიტომ, რომ უკანასკნელი სამოსელი გახადეს ღატაკებს, მწყურვალს წყალი არ ასვეს, მშივრებს ლუკმაპური არ უწილადეს, ქვრივებს დახმარება არ აღმოუჩინეს, ობლები ცხარე ცრემლით ატირეს. ასეთნი ცეცხლში გაეხვევიან, შფოთი ეწვევათ, ყოველი მათი უსამართლობა შეიმუსრება. სიმწარე და ვაი-უბედუ-რება ელით ამგვართ, რადგან უფალი ხედავს მათ უკანონობას და პასუხს აუცილებლად მოსთხოვს". ამრიგად, ძმებო, არცერთი ავი საქმე-ჩვენს მიერ ჩადენილი-დაუს-ჯელად არ დარჩება. უბედურთა ცრემლების, ქვრივ-ობოლთა ოხვრა-კვნესის, ძარცვა-გლეჯის გამო, სათანადოდ მიეზღვებათ ანგარები-ანებს. გაიგეთ, რას ამბობს იოანე ოქროპირი? შეიძლება, ასეთი ადა-მიანები უეცრად დაიხოცონ, სრულიად გაუბედურდნენ, და თუკი ასე მოხდება, ღირსეულად მიეზღვებათ ბოროტი საქმეების გამო. წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს წმინდა წერილი ამოწმებს: არცა მპა-რავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცე-ბელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ (1 კორ. 6,10). ამას ჩვენ დავუმატებთ თვით მაცხოვრის სიტყვებს: ეგრეცა რომელი იუნჯებდეს თავისა თჳსისა და არა ღმრთისა მიერ განმდიდრდებოდის (ლუკ. 12,21).
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |