მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ღვთისმსახურების დასრულებამდე ეკლესიიდან არ უნდა გამოხვიდეთ

ღვთისმსახურების დასრულებამდე ეკლესიიდან არ უნდა გამოხვიდეთ


26-05-2014, 00:01

ღვთისმსახურების დასრულებამდე ეკლესიიდან არ უნდა გამოხვიდეთ

 

თქმული იმის შესახებ, თუ როგორ აიძულებს ეშმაკი ადამიანს, მიატოვოს ღვთისმსახურება

 

   ზოგიერთი სიზარმაცის გამო გამოდის ეკლესიიდან და ფიქრობს, რომ ამით არაფერი დაშავდება. სინამდვილეში ეს ძალიან ცუდია, ძმებო, რადგან ეკლესიის დატოვებას ამ დროს ეშმაკი გვაიძულებს. ჩვენ ვემორჩილებით მას და ამგვარად მტერს ვახარებთ.

   პეჩორის მონასტერში წინასწარმჭვრეტელი ბერი, სახელად მათე ცხოვრობდა. ერთხელ, როდესაც ეკლესიაში იდგა, გადახედა სამგა-ლობლოში მდგარ საძმოს და უცნაურ ტანსაცმელში გამოწყობილი ეშმაკი იხილა. მას კალათაში რაღაც უცნაური ყვავილები ეყარა. ეშმაკი გარს უვლიდა ბერებს და თითოეულ მათგანს ერთ ყვავილს ესროდა. ვისაც ყვავილი მიეკვრებოდა, მისი გონება სუსტდებოდა და რაღაც უსუსურ მიზეზს ეძებდა, რათა ეკლესიიდან წასულიყო. შემდეგ ტოვებდა ტაძარს და სენაკში შესვლისთანავე იძინებდა. ვისაც ყვა-ვილი არ ეკროდა, ის მყარად იდგა სამგალობლოში და გალობდა. ხილვის შესახებ ბერმა ძმებს უამბო, რის შემდეგაც ყველამ ერთად გადაწყვიტა, რომ არასდროს დაეტოვებინათ ეკლესია ლიტურგიკის დამთავრებამდე.

   ამიტომ, გახსოვდეთ, ძმებო, როდესაც ეკლესიის დატოვება ღვთის-მსახურების დამთავრებამდე გვსურს და ამ სურვილს ვემორჩილებით, მტერს ვახარებთ. ეშმაკს არასდროს სძინავს და ყველანაირად ცდი-ლობს, ცოდვაში ჩაგვყაროს. შეეწინააღმდეგეთ მას, როდესაც გვაი-ძულებს ტაძრიდან გასვლას. უთხარით იგივე სიტყვები, რაც ერთხელ ბერმა ისააკმა უთხრა:

   -მე შენი არ ვარ, ეშმაკო, არამედ ღმერთს ვეკუთვნი!

   უფლის ტაძარში ბოლომდე დარჩით, მხნედ და მოწიწებით მიეახ-ლეთ უფალს, ეზიარეთ ზეციურს, მარადიულსა და საღვთოს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება