მთავარი > ქრისტიანული ოჯახი > ჩვენი არყოფნის ჟამს ოჯახის წევრები ღვთისმშობელს შევავედროთ და მას მივანდოთ

ჩვენი არყოფნის ჟამს ოჯახის წევრები ღვთისმშობელს შევავედროთ და მას მივანდოთ


25-05-2014, 00:01

ჩვენი არყოფნის ჟამს ოჯახის წევრები ღვთისმშობელს შევავედროთ და მას მივანდოთ

 

სიტყვა ლიმონარიდან, თუ როგორ მიანდო ქმარმა თავისი მეუღლე დედა ღვთისას

 

   ზოგიერთი ღვთისმოშიში ქრისტიანი, სახლიდან გამგზავრებისას ახლობლების თავს ღვთისმშობელს ავედრებს და მათ ბედს მიან-დობს. კარგია თუ არა მათი ამგვარი  საქციელი?

   ალექსანდრიაში, ოდესღაც ერთი ქრისტესმოყვარე კაცი ცხოვრობდა, ღვთისმოშიში და მოწყალე, რომელიც მწირებს მასპინძლობდა, ბერ-მონაზვნებს ფეხთ ბანდა. მას ჰყავდა მორჩილი და მმარხველი მე-უღლე და 6 წლის გოგონა. ერთხელ, როდესაც კონსტანტინეპოლში სავაჭროდ წავიდა, წასვლის წინ ცოლმა ჰკითხა:

   -ვის აბარებ ჩვენს თავს, ჩემო ბატონი, შენს აქ არ ყოფნაში?

   -ჩვენს დედა ღვთისმშობელს!-მიუგო ქმარმა.

   სახლში ერთი მონა დატოვა და გაემგზავრა. ამ დროს ეშმაკმა მონას ბოროტი აზრი შთააგონა. მონამ გადაწყვიტა, დაეხოცა ბატონის ცოლ-შვილი, მოეპარა ქონება და ნაძარცვით გაქცეულიყო. აიღო დანა და იქ მივიდა, სადაც ბატონის ცოლი ხელსაქმობდა. როდესაც კარს მიუახ-ლოვდა, უცებ თვალისჩინი დაკარგა, ვეღარაფერს ხედავდა და ად-გილიდან ვერ იძვროდა. დიდხანს იწვალა მონამ, რომ კარი ეპოვა, მაგრამ ვერ შეძლო. მაშინ თავის ქალბატონს უხმო. ქალბატონმა დაინახა კარში მდგარი მონა, მან არაფერი იცოდა მისი სიბრმავის შესახებ და ჰკითხა:

   -მე რატომ უნდა მოვიდე, მე ხომ შენი ქალბატონი ვარ, შენ უნდა მეახლო.

   მაშინ მონამ ვედრება დაუწყო, რომ მასთან მისულიყო. ქალი მაინც არ მიეკარა.

   -შენი გოგონა მაინც გამოუშვი!-იყვირა მონამ.

   დედამ შვილიც არ გაუშვა. ეშმაკეული მონა მიხვდა, რომ ჩანაფიქრს ვერ აღასრულებდა და სასოწარკვეთილმა დანა თავად დაირტყა. ქალმა ყვირილი დაიწყო. შეიკრიბნენ მოსამართლენი და ხალხი. მონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მან ყველას უამბო თავისი გადაწყვე-ტილებისა და იმის შესახებ, თუ როგორ გაწბილდა. მაშინ კი ყველამ ერთხმად ადიდა ღმერთი.

   ამ ამბიდან აშკარად ნათელია, რომ თუკი დედაღვთისას მივან-დობთ ჩვენი ოჯახისა და ახლობლების ბედს, აუცილებლად მფარ-ველობას გაუწევს მათ. ზეციურმა დედოფალმა თავად გამოსცადა მრავალგვარი ტანჯვა, ამიტომ, საკუთარი გამოცდილებით იცის, თუ როგორი დახმარება სჭირდება ადამიანს და ყოველთვის მზად არის განსაკუთრებულად შეეწიოს მათ, ვინც თავისი ახლობლების სიცო-ცხლე დასაცავად მიაბარა.

   ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი ზეციური დედოფალი ჩვენი ჭეშმარიტი მფარველი და დამცველია. გვახსოვდეს, რომ იგი ყოველ-თვის თავისი მფარველობის კალთას გადაგვაფარებს, დაგვიცავს ხი-ლული თუ უხილავი მტერისგან და განსაცდელის ჟამს დაგვეხმარება. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება