მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > მართალია თუ არა, რასაც ამბობენ მოუნანიებელი ცოდვილნი, თითქოს არც სამუდამო ნეტარება არსებობს ღვთისმოსავთათვის რა არც სამუდამო სატანჯველი ცოდვილთათვის

მართალია თუ არა, რასაც ამბობენ მოუნანიებელი ცოდვილნი, თითქოს არც სამუდამო ნეტარება არსებობს ღვთისმოსავთათვის რა არც სამუდამო სატანჯველი ცოდვილთათვის


23-05-2014, 00:01

მართალია თუ არა, რასაც ამბობენ მოუნანიებელი ცოდვილნი, თითქოს არც სამუდამო ნეტარება არსებობს ღვთისმოსავთათვის რა არც სამუდამო სატანჯველი ცოდვილთათვის

 

გრიგოლ მქადაგებლის სიტყვა

 

   ცოდვილები ამბობენ, რომ არც სამუდამო ნეტარებაა ღვთისმო-სავთათვის და არც სამუდამო სატანჯველი-ცოდვილთათვის. მართ-ლა ასეა, თუ არა?

   გრიგოლ მქადაგებელი მოგვითხრობს: ერთი მეომარი ქარიშხლის დროს ღელვისას დაიღუპა. მისი უსულო სხეული სანაპიროზე ეგდო, მაგრამ მალე, უფლის შემწეობით, მას სული დაუბრუნდა და მკვდრეთით აღდგა. თუ რა მოხდა მისი სულისა და სხეულის გაყრის დროს, მეომარი შემდეგს მოჰყვა:

   -ვიხილე ხიდი, რომლის ქვეშ წყვდიადი სუფევდა, იქ მოედი-ნებოდა მდინარე, საიდანაც აუტანელი სიმყრალე ამოდიოდა, ირგვ-ლივ ყველაფერი შავი ნისლით იყო დაფარული. იქვე, ხიდის წინ, ულამაზესი გაშენებული ბაღები ვნახე. არე-მარე დაფარული იყო კეთილსურნელოვანი ხეხილით, უცხო ყვავილებით და უამრავი თეთრით შემოსილი კაცი ტკბებოდა ამ არაჩვეულებრივი სურნელით. იქვე ვიხილე სხვადასხვა დიდებული სავანე, საოცარი შუქით გაბრწყინებული. ერთგან მშვენიერი სახლი შენდებოდა, მაგრამ ვისთვის იყო განკუთვნილი, ვერ გავიგე. მდინარის პირას სხვა მრავალი საცხოვრისიც იყო, ზოგიერთი მათგანიდან სიმყრალე გამო-დიოდა და ბურუსი უახლოვდებოდა. ზოგიერთი კი თავისუფალი იყო ყოველგვარი ბიწიერებისაგან. აღნიშნული ადგილი ადამიანთა გამოსაცდელი გახლდათ. ხიდზე გადასვლისას ცოდვილებს მყრალ მდინარეში, წყვდიადში აგდებდნენ, ხოლო ღვთისმოსავები უდარ-დელად, თავისუფალი ნაბიჯით გადადიოდნენ ხიდზე.

   ამრიგად, შეუნანიებელი ცოდვილნი ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ არ არსებობს საიქიო ნეტარება ღვთისმოშიშთათვის და არც სამუდამო სატანჯველი ცოდვილთათვის. არსებობს ერთიც და მეო-რეც. ცოდვილებს მყრალი მდინარე და შავი ბურუსი შთანთქავთ. უფალთან განშორება, უნაყოფო სინანული, მარადიული ცეცხლი და კბილთა ღრჭენა ელით ამგვარებს. და მაშინ, გოდებით შეღაღადებენ მთებს: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ! (ლუკ. 23,30). მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იქნება. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება