მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > აუცილებელია პატარაობიდანვე თვალ-ყური მივადევნოთ ბავშვების ქცევას

აუცილებელია პატარაობიდანვე თვალ-ყური მივადევნოთ ბავშვების ქცევას


21-05-2014, 00:01

 

 

წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა ბავშვების აღზრდის შესახებ

 

   ზოგიერთი უგუნური მშობელი ვერ ხვდება, რომ საკუთარი შვი-ლების აღზრდას პატარაობიდანვე უნდა მიაქციონ ყურადღება. ზოგი-ერთი, თუ მისი შვილი ცუდად მოიქცა, ამბობს:

   -ეს არაფერია, ჯერ ბავშვია, ვერ ხვდება, გაიზრდება და აღარ გა-აკეთებს.

   ბავშვი კი ისე იზრდება, როგორც ველური მაჟალო ტყეში. თუკი ამ ხის ნაყოფს ვიგემებთ, ისეთი მჟავე და მწკლარტეა, გარწმუნებთ, არ მოგეწონებათ. პატარაც, თუ იგი დაუბრკოლებლად, დაუსჯელად და დარიგების გარეშე იზრდება, თავაშვებული, საკუთარი უწესო მიდ-რეკილებების მონა გახდება. ბავშვობისდროინდელი ცუდი ზნე ჩვეულებად გადაექცევა, იქნება საზოგადოების უსარგებლო წევრი, ჩხუბისთავი, მაცდური, მშობლისათვის ვაებისა და უბედურების მომტანი.

   წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „არაფერია იმაზე ცუდი, როცა ბავშური დანაშაული დაუსჯელი რჩება. ამის გამო პატარებს ცუდი ზნე-ჩვეულება უყალიბდებათ. დაუსჯელობა აფუჭებს ბავშვს და შედეგად იმას ვიღებთ, რომ შემდგომში ვერანაირი სასჯელით ვეღარ შევძლებთ მის გამოსწორებას. ასეთ ბავშვებს ეშმაკი ისე მართავს, როგორც ტყვეებს, როცა უნდა და სადაც უნდა იქ დაეუფლება, სრულად იმორჩილებს, მათი ბოროტი მბრძანებელი ხდება და დამღუპველ დარიგებებს აძლევს; ეს საბრალოები კი ბოროტს ემორ-ჩილებიან, სიხარულით ასრულებენ მის ნება-სურვილს და ვერც ხვდებიან, რომ სრული დაღუპვისკენ მიექანებიან.

   რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? ის, რომ მშობელმა ბავშვის სულ მცირე დანაშაულიც კი არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „თუ მცირედი დანაშაული დროულად არ აღიკვეთა, საბოლოოდ დიდი გახდება. ჭეშმარიტად, განა იშვიათია, როცა ყველაზე დიდი დანაშაული სათავეს ადრეულ ასაკში ჩადენილი მცირედიდან იღებს? რა არის იმაში განსაკუთ-რებული, თუკი ბავშვმა უნებართვოდ მოწყვიტა ვაშლი? სხვათაშორის, შემდეგში ის ქურდი შეიძლება გახდეს. ხშირად პატარა შინაურ ცხოველებს აწამებს; რა მოხდა, თუკი ბავშვი ძაღლს ან კატას სცემს? მაგრამ გაიხედავ და ზრდასრული არაადამიანად, სასტიკ ტირანად მოევლინება ოჯახს. ვთქვათ, ქალიშვილი შუაღამემდე ვინმესთან ერთად სეირნობს. ხშირად ამბობენ: რა მოხდა, ახალგაზრდაა, დაე, ისიამოვნოს! მაგრამ ასეთი სეირნობის შედეგად პატივაყრილი შვილის გამო დედ-მამა თმებს იგლეჯს, თუმცა უკვე გვიანაა.

   მაშ, დაიმახსოვრეთ მშობლებო და ნუ დაივიწყებთ: არ დატოვოთ დაუსჯელად შვილის დანაშაული. თუ ბავშვი ერთხელ მაინც ცუდად მოიქცევა და ამაზე არ მიუთითებთ, იგი მეორედაც შესცოდავს. ბავშვი უფრო და უფრო ხშირად მოიქცევა ცუდად და მას დაუ-სუსტდება ბოროტის შეწინააღმდეგების უნარი. საბოლოოდ კი ცუდი საქციელი ჩვევად ჩამოუყალიბდება და როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს: ერთნი ღარიბ-ღატაკს ავიწროებენ და მდიდრდებიან, სხვანი მდიდარს აძლევენ და თავად ღატაკდებიან (იგავ. 22,16). ამიტომ, იზრუნეთ შვილებზე, ფხიზელი სიყვარული იქონიეთ მათ მიმართ, რათა ბრმა სიყვარულმა არ დაიმკვიდროს თქვენს გულში. ამგვარი სიყვარულის მოსაპოვებლად კი ხშირად გაიხსენეთ ბრძენთაბრძენის დარიგება: ვისაც შვილი უყვარს, გაწკეპვლას მოუხშირებს, რათა საბოლოოდ მისით გაიხაროს. შვილის გამწვრთნელი შეწევნას მიიღებს მისგან, ნაცნობთა შორის თავს მოიწონებს (ზირ. 30. 1,2). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  

 

 


 

 


უკან დაბრუნება