მთავარი > საცდურები > როგორ უნდა ვებრძოლოთ ავ ფიქრებსა და ვნებებს

როგორ უნდა ვებრძოლოთ ავ ფიქრებსა და ვნებებს


18-05-2014, 00:01

როგორ უნდა ვებრძოლოთ ავ ფიქრებსა და ვნებებს

 

სიტყვა წმინდა ეფრემისა, როგორ უნდა აღვიჭურვოთ წმინდა წერილით ყოველგვარი ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად

 

   წმინდა წერილი ამბობს, რომ ადამიანის გულის ზრახვანი ბორო-ტებისაკენაა მიდრეკილი მისი სიყრმიდანვე (დაბ. 8,21). ჭეშმარიტად, არაფერი ისე არ გვაწვალებს მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორც ავი ზრახვანი. გადაწყვეტ თუ არა კეთილი საქმის გაკეთებას, მაშინვე გეწვევა ბიწიერი ფიქრები: ლოცვად დადგები და ხშირად მაცდური აზრებისაგან ვეღარ თავისუფლდები; როგორც კი უფალზე საუბარი დაიწყება, იმავწუთს ჩნდება უკეთური აზრები, კითხვები, ისეთი ფიქრი ამოგიტივტივდება გონებაში, რომელიც ქრისტიანულ სწავლე-ბას საერთოდ არ შეესაბამება. 

   ბიწიერ და ცოდვილ გულისთქმასთან გულგრილი დამოკიდე-ბულება არ შეიძლება. თავიდან საღვთო წერილი ამბობს: უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია (იგავ. 15,26) და უფლის სასუფეველში, არა შევიდეს ერთი წყლისა ცხოველისაჲ ბრწყინვალე, ვითარცა ბროლ, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა (გამოცხ. 21,27). ე.ი. ცოდვილი ზრახვები არცთუ ისე უმნიშვნელოა; მის გამო უფლის სასჯელი გველოდება. ამიტომ, გამუდმებით უნდა ვებრძოლოთ და მთელი სულიერი ძალებით შევეწინააღმდეგოთ მას. წარმატებული ბრძოლისათვის საჭიროა საიმედო საშუალებები. წმინდა ეფრემი ამის შესახებ ამბობს: „ჩემო მეგობარო, როდესაც ურიგო აზრი გეწვევა, ამოიღე ხმალი, რომელსაც ღვთისმოშიშება ჰქვია და მთელი ძალით განკვეთე მტერი, საომარი შეძახილების ნაცვლად საღვთო წიგნებით აღიჭურვე. ჩვენს მიერ წაკითხული წმინდა წერილი გონებას მოგვიკრებს, კეთილ ფიქრს აღგვიძრავს, ისევე გაგვამყარებს ვნებების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც საბრძოლო საყვირი და გამამხნევებელი შეძახილები ბრძოლაში. ამიტომ ხშირად უნდა წაიკითხო ამგვარი ფიქრები, რათა მარად მღვიძარებდე და შენი მტერი-ავი გულისთქმანი განაგდო. აღსდეგ, საყვარელო, კეთილი ინებე და ეცადე, გამუდმებით იკითხო საღვთო წერილი, რათა იცოდე, როგორ გაექცე მტრის მახეს და სამუდამოდ ცხონდები. საღვთო წიგნების კითხვა ტვინს სულელური ფიქრებისგან ათავი-სუფლებს, იძულებულს ხდის უფალზე იფიქროს. ნუ იზარმაცებ, იხსენი შენი სული, ევედრე უფალს, რათა გაგინათოს გონება და დაგიცვას ბოროტი გულისთქმისაგან. როგორც მწყურვალე ირემი ნატრობს წყაროსთან მისვლას, ასევე უნდა ვნატრობდეთ და ვჩქა-რობდეთ საღვთო წიგნების კითხვას, რათა მისი სწავლების ძალით ვნებებს ვძლიოთ".

   და მართლაც, საღვთო წიგნები, ჩვენი გადარჩენის მუზარადი და სულიერი მახვილია, რომელთაც ძალა შესწევთ, ჩვენში ჩაბუდებული ბოროტი დაამარცხონ და გაანადგურონ.

   ყურადღებით ისმინეთ, ახლა გეტყვით, თუ რა არის ნათქვამი ფსალმუნთა შესახებ: „ფსალმუნთა გალობა ეშმაკებს აფრთხობს, წყვდიადს აქრობს, ცოდვილთა გონებას ამყარებს, თითქოს წმინდა წყლით განბანს და ცეცხლში აწრთობს, მძვინვარებას განაგდებს და ყოველგვარ მრისხანებას აცხრობს, ცოდვას გვაშორებს, ბაგეებს უბიწოებას ანიჭებს, ყოველგვარ ბოროტს კლავს". ამას აკეთებს მხოლოდ ერთი საღვთო წიგნი. რაღა უნდა ვთქვათ სხვა დანარჩენზე და უპირველესად სახარებაზე? ნუთუ გგონიათ, რომ უფლის სიტყვები ჩვენი ცხოვრების მტრისათვის საშიში არ არის? სახარება ძალუმად ანათებს ჩვენს გონებას, განწმედს ჩვენს ზრახვას ბოროტი და ურიგო გულისთქმისაგან. იცით, რამდენი საბრძოლო საშუალებაა მითითებული საეკლესიო წიგნებში? ბოროტთან ბრძოლის რამდენი მაგალითია მოტანილი? ბოროტის დამარცხების რამდენი ფაქტი არსებობს წმინდანთა ცხოვრებაში? მაშ, გახსოვდეთ, წმინდა წიგნები ჭეშმარიტად საიმედო იარაღია ბოროტი გულისზრახვების დასამარ-ცხებლად; ვინაიდან, როგორც ჩვენ ვნახეთ და რაც წმინდა მამებმა გამოცდილებით შეიცნეს: „იგი ეშმაკებს განდევნის, ხორციელ სურ-ვილებს აცხრობს, ყოველგვარ ცოდვას ამარცხებს, ბაგეებს უბიწოს ხდის და ბოროტს კლავს". ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება