მთავარი > წმიდათა ცხოვრება > წმ. ამბროსი აღმსარებელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
წმ. ამბროსი აღმსარებელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი5-08-2012, 17:18 |
წმინდა ამბროსიმ 1901 წელს სწავლა დაამთავრა, იმავე წელს ბერად აღიკვეცა და საქრთველოში დაბრუნდა.
სამშობლოში დაბრუნებული ღირსი მამა, ერის სხვა საუკეთესო შვილებთან ერთ-ად დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავ-ტოკეფალიის აღდგენისათვის. ამის გამო 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს. სამშობლოში კვლავ დაბრუნების შემდეგ მას ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობა დაევალა. მამა ამბროსიმ ბევრი იღვაწა ოდესღაც უმდიდრესი ჭელიშური ხელნაწერების მოსაძიებლად და აღსადგენად. ერთხელ ეკლესიის ეზოში არგნით გამოსული წინამძღვრის ყურადღება მიიპყრო ყრუ ხმამ, რომელიც მიწის სიღრმიდან ამოდიოდა, გაათხრევინა ის ადგილი და უძველესი სახარება აღმოაჩინა.
1907 წელს მამა ამბროსის საშინელი ცილი დასწამეს: ბრალად დასდეს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობა და რუსეთში გადაასახლეს. მას მღვდელმსახურება აუკრძალეს და გაგზავნეს რიაზანის სამების მონასტერში, სადაც ერთ წელზე მეტი სასტიკი რეჟიმის ქვეშ გაატარა. აი, რას ამბობს თავად წმ. ამბროსი მისი დევნის შესახებ: "ჩემი 87 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა დევნილობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები. ორჯერ განვიცადე სამშობლოდან ექსორიობა. ორჯერ ვიყავი გადასახლებული რუსეთში და ორჯერვე სამშობლოში დამაბრუნა რევოლუციამ (1905- 1907 წ.წ) განსაკუთრებით სასტიკი იყო ჩემთვის მეორე გადასახლება, რომელიც მოხდა 1907 წლის იანვარში: წართმეული მქონდა ზოგიერთი უფლებები არ მქონდა ნება წირვა-ლოცვის და მღვდელმსახურებისა. ისევე, როგორც ახლა ამ ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ უფლება წამართვა სათანადო მთავრობამ. ხოლო ახლა საერო მთავრობამ, რომელსაც ამის უფლება არ უნდა ჰქონოდა.”
სრულიად რუსეთის წმინდა სინოდი უგულებე-ლსყოფდა არქიმანდრიტის ყოველ თხოვნას სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ბოლოს, 1917 წელს, წმინდა ამბროსი დაბრუნდა საქართველოში და კვლავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის ერთ-ერთ აქტიური მონაწილე გახდა.
1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარმა გლო-ბალურმა ცვლილებებმა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ხელსაყრელი მომენტი შექმნა.
1917 წლის 12(25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 16 მარტს შედგა სასულიერო მოღვაწეთა კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთიმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო.
წმინდა ამბროსი ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი აფხაზეთის მიტროპოლიტად გაამწესეს.
1921 წელს იგი საქრთველოს კათალიკოს-პატრი-არქია. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს კვლავ დაედგა მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი. საბჭოთა ხელისუფლებამ ჩვენს სამშობლოში ფეხის შემოდგმის დღიდანვე დაიწყო სარწმუნოების დევნა. მთავრობა ცეცხ-ლითა და მახვილით მოედო ეკლესიებს, დაანგრია და გააუქმა 1200 ტაძარი, დაატუსაღა და დახვრიტა მრავალი სასულიერო მოღვაწე.
ერის სულიერმა მამამ და მწყემსმა 1922 წლის 7 თებერვალს გენუის კონფერენციის წარმომადგენლებს გაუგზავნა მემორანდუმი, რომლის თითოეული სიტყვა არა მხოლოდ სამშობლოს სიყვარულითა და ჭირი-სუფლებით არის განმსჭვალული, არამედ მასში წინას-წარმეტყველურად არის დანახული ქრისტიანული სათ-ნოების გარეშე დარჩენილი ერისა და სახელმწიფოს ბედი, მისი უნუგეშო მომავალი: "1921 წლის 25 თებერ-ვალს, უთანასწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში...… ერს ართმევენ მამა-პაპათა ეროვნულ კულტურას, და-სასრულ უბღალავენ წმიდათა წმიდას სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება, მისი სამღვდელოება უკიდუ-რესად დევნილია, მისი ეკლესია დღეს უფლება აყრილია, ერთი სიტყვით, ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არა აქვს ხმის ამოღებისა” (გენიუს კონფერენციაზე გაგზავნილი მიმართ-ვიდან)
კათალიკოს პატრიარქის ამბროსის და საკათალიკოსო საბჭოს წევრების დიდი ნაწილის საბჭოთა ხელისუფლებისადმი შეურიგებელი პოზიციის გამო ახალი ხელისუფლება ცდილობდა საქართველოს მართლმა-დიდებელ ეკლესიაში თავისი მომხრეების მომძლავრებას. მრავლად გამოჩნდნენ ისეთი სასულიერო პირები, რომელნიც არ იზიარებდნენ გენიუს კონფერენციაზე წარგზავნილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის მემორანდუმის შინაარსსა და შეფა-სებას. თბილისში შეიქმნა "განახლების და რეფორმების” მიმდევართა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ურბ-ნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე ციცქიშვილი, ეპარქიებში ყველაზე მეტად აქტიურობდა ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე)
ე. წ. "რეფორმატორებმა” დაავალეს ეპისკოპოს დავითსა და დეკანოზ პლატონ ცქიტიშვილს თბილისში წასვლა და უწმინდეს და უნეტარეს ამბროსისთან მო-ლაპარაკება გადადგომის შესახებ. ამ მოთხოვნაზე წმ. ამბროსის პასუხი მოკლე და მრავლისმთქმელი იყო: "თუ საჭიროა ჩვენი ეკლესიისათვის, მე იძულებით უნდა ვიქნე გადაყენებული” ბუნებრივია მოვლენების ასეთი განვი-თარება მათ არ აწყობდათ, ასეთ შემთხვევაში მორწმუნე ქართველობის თვალში ე. წ. "რეფორმატორები” თავისი ნამდვილი სახით წარმოჩნდებოდნენ.
კომუნისტური დესპოტიზმის პერიოდში სამართლის დაცვა ხშირად საკუთარ სიცოცხლეზე უარის თქმას ან თავისუფლების დაკარგვას ნიშნავდა.
გენიუს კონფერენციაზე მემორანდუმის გაგზავნა უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ამ ფაქტს მთავრობა გულ-ხელდაკრეფილი არ შეხვედრია და მალე წმინდა ამბროსი დააპატიმრეს.
სასამართლო პროცესზე პატრიარქთან ერთად საკათალიკოსო საბჭოს წევრებიც განისჯებოდნენ. მათ ბრალად დასდეს: გენიუს კონფერენციისადმი მემო-რანდუმის გაგზავნა, საქართველოს ეკლესია-მონასტრის საგანძურის გადამალვა და სხვა.
სამსჯავროზე წმინდა ამბროსის სიტყვები და მხილება ყველას მოაგონებდა ძველ ქრისტიანთა თავდადებასა და შეუპოვრობას. ის თამამად ამხელდა მთავრობას ბოროტებაში, უსამართლობაში, მკრეხელობაში. აი, რამოდენიმე ნაწყვეტი სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვისა:
"უმთავრესი ბრალდება ჩემს საწინააღმდეგოდ წა-მოყენებული, როგორც საბრალდებულო ოქმიდან სჩანს და როგორც პროკურატორის სიტყვებიდანაც მესმა, არის კონტრრევოლუცია. ჩემი კონტრრევოლუციონერობა გამოიხატება გენიუს კონფერენციაზე ჩემს მიერ წერილის გაგზავნაში, მაგრამ არ მესმის რა იყო კონტრრევოლუციონერული ჩემს წერილში. ნუთუ ის ერთადერთი ძირითადი დებულება, რომ თითეულმა ერმა თავისი საქმეები მოიწყოს ისე, როგორც ეს მას უნდა, მაგრამ ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის?”
"სახელმწიფო და ეკლესია ორი სხვდასხვა დაწესებულებაა, მათ აქვთ სხვადასხვა სფერო მოქმედებისა. სახარების დევიზია: "კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა!” სახელმწიფო ეკლესიის შინაურ ცხოვრებაში არ ერევა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილია. დაე, გამოყოფილ ეკლესიას წაართვან ყველა უფლებები იურიდიულ პიროვნებისა, მას მაინც დარჩება ერთი სფერო თავისუფალი მოქმედებისა, ერთი კუთხე თავისი წმიდათა წმინდა, რომელშიაც სახელმწიფო არ უნდა შეიჭრას. ეს არის მისი შინაური რელიგიური ცხოვრება, რომელიც ექვემდებარება ღვთი-საგან დაწესებულ ნორმებს. ვინც ეკლესიის მსახურ-თაგანი ამას გადაუხვევს, ის მოღალატეა სარწმუნოებისა.”
"მეუბნებიან, რომ ჩემს უფლებებს გადავამატე, რომ მე არ მქონდა უფლება გავრეოდი პოლოტიკაში და ამომეღო ხმა... ჩვენ თვითონ ვცდილობთ ცხოვრებაში გავატაროთ პრინციპი: "კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა”- ამის გამო არ ვერევით სახელმწიფო წყობი-ლების და მართვა გამგეობის საქმეში... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და არ ვსთ-ქვათ რა, როდესაც ვხედავთ უსამარლობას, გარეშე ძალების მოძალებას, ხალხის შევიწროებას, მისი ინტერესების დაცვას... ყველა ამას ქრისტიანული მოძღვრება არ გვიკრძალავს. ქრისტეს ებრალებოდა ერი, მას ემსახურებოდა და მასზე ზრუნავდა, ამბობდა, ხშირად: "მეწყალის მე ერი ესე” (მარკ. 8.2) "ნუ დაიდუმებთ ერისთვისა”, გვეუბ-ნება ჩვენი მოძღვარი და ამის აღსრულებას პირნათლად მისდევდა სამღვდელოება. გადაათვალიერეთ ისტორია და თქვენ იქ დაინახავთ ამის აუარებელ მაგალითებს. მოიგო-ნეთ ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი და მათი გამოსარჩლება ხალხის კეთილდღეობისათვის, მათი ბრძოლა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან, მის უსამართლობასთან მოიგონეთ ამბროსი მედიოლანელი, რომელმაც მრისხანე იმპერატორი თადეოსი არ შეუშვა ეკლესიაში მისგან თესალიაში მოხდენილი სისხლისღვრის გამო და მრავალი სხვა. გა-დახედეთ საქართველოს ისტორიას და აქაც დაინახავთ უამრავ მაგალითს, სამღვდელოების ბრძოლას არსებული წყობისა და ერის ინტერესების დასაცავად. ამას შემდეგი მაგალითი გვიჩვენებს. იმერეთის მეფე სოლომონ დიდის მემკვიდრე, ალექსანდრე, ურწმუნოების და სხვა დანაშაულებებისათვის სამღვდელო კრებამ განკვეთა ეკლესიიდან და, როდესაც ის მიიცვალა, აუკრძალა მისი ქრისტიანული დამარხვა. თვალცრემლიანი მეფე სოლომონ დიდის მუდარებამ და თხოვნამ ვერ გაჭრა, ვერ შეაშინა მღვდელმთავართა კრებული...
ამნაირად, როგორც სარწმუნოებრივი, ისე ისტორი-ული მაგალითები მაძლევდნენ მე უფლებას ხმის ამოღებისას. არა, ეს უფლება არ არის, ეს არის მოვალეობა, და მისი აუსრულებლობა გამხდიდა მე უღირ-სად ჩემი თანამდებობისა-პასუხისმგებლად ღვთისა, ეკლესიისა და ერის წინაშე.”
"სარწმუნოება არის ხალხის სულიერი მოთხოვ-ნილება დევნულობა ამ მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებული ძალით. ასე იყო ყველგან, ასე იქნება ჩვენშიც, საქართველო არ იქნება გამონაკლისი საზოგადო კანონებიდან”. სასამართლო პროცესის ბოლ-ოს, მსჯავდებულის საბოლოო სიტყვაში წმინდა ამბროსიმ ჯალათებს უთხრა: "სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული საქართველოს, გვამს კი, რაც გნებავთ, ის უყავით.”
სასამართლომ სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს შვიდი წლით ცხრა თვით და ოცდარვა დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საკათალიკოზო საბჭოს წევრებმა და კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ 1925 წლის მარტში საპატიმროდან განთავისუფლების შემდეგ, გადაწყვიტეს მიეღოთ ზომები საქართველოს ეკლესიაში შექმნილი რთული ვითარების გამოსასწორებლად. დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და იმავე Dდღეს მიებოძა მიტროპოლიტობა, იგი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყ-დრედ. წმინდა ამბროსის აზრით, იგი შეძლებდა შექმნილ ვითარებაში საქართველოს ეკლესიის მთლიანობის დაცვას ე. წ. "რეფორმატორთა” უსაფუძვლო ბრალდებე-ბის გაქარწყლებას და საკათალიკოზო საბჭოს მთლი-ანობის შენარჩუნებას. "დიდია შენგან მიღებული ღირსება და პატივი მიმართავდა უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ეპისკოპოს კალისტრატეს. მაგრამ კიდევ უფრო დიდია ის იწროება, შრომა, ვაება და წყენა, რომელიც შენ მოგელის, აქ საჭიროა მოთმინებით ატანა ყველა იმისა, სიხარულად ჩარიცხვა ყველა იმისა, რაც ეკლესიის კეთილდღეობისთვის შეგხვდება ცხოვრებაში, რამდენადაც ამაღლდები, იმდენად უფრო მეტად უნდა დამდაბლდე, აქ არის ნამდვილი სულიერი სიმაღლე.”
ეკლესიაში შექმნილი საგანგაშო ვითარების განსახილველად უწმინდესმა ამბროსიმ შემდეგი განცხადება გააკეთა:” მივიღე ინფორმაცია, რომ ქუთაისში ეპისკოპოს დავითის მიერ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ნებართვის გარეშე მოწვეულია საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ სხვა ეპარქიიდან ზოგიერთი მღვდელმთავარი და საეკლესიო პირი. საბჭომ მიიღო რა მხედველობაში რომ ამნაირი კრება არ არის გათვალისწინებული საქართველოს ეკლესიის დებულებით, განაჩინა: ქუთაისში ჩატარებული კრება გამოცხადდეს უკანონოდ”.
1927 წლის 4 იანვარს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბრძანებით უწმინდეს ამბროსის ჩამოართვეს საკათალიკოზო და საეპარქიო კანცელარია, რომელიც გადაეცა საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობას.
მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ ქუთაისის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით გულმოცემულმა 1927 წლის თებერვლის დასაწყისში უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ფაქტიურად ჩამოაშორა საეკლესიო მართვა-გამგეობის საქმეს. ხოლო ამავე წლის 22 მარტს უწმინდესი ამბროსის გამოუცხადა, რომ იგი განთავისუ-ფლებულია საქმის წარმოებისაგან. ე.ი საქართვლოს ეკლესიის მართველობიდან." ამის გამოცხადების მეორე დღეს 23 მარტს მან დაკარგა მეტყველების უნარი, 27 მარტს გონება, 29 მარტს დილის 3 საათზე იგი გარდაიცვალა.”
დავით ჯინჭარაძე
მიხეილ თოფურია
ნიკოლოზ დარდაგანიძე უკან დაბრუნება |