მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კიდევ ერთხელ აბორტის შესახებ

კიდევ ერთხელ აბორტის შესახებ


4-03-2014, 21:57

კიდევ ერთხელ აბორტის შესახებ

 

   დაახლოებით ათი წლის წინ, მესტუმრა უცნობი ქალი იმ ოჯახის სარეკომენდაციო წერილით, რომელიც ჩემთანაც და მასთანაც მეგობრობდა. ეს ადამიანი მაშინ დაფეხმძიმდა, როდესაც მისი მეუღლე რადიოაქტიური იოდით მკურნალობის კურს გადიოადა. ექიმებმა იგი პირდაპირ დაზაფრეს; უთხრეს, თუ როგორ აისახება  ნაყოფზე  მკურნალობის ასეთი კურსი და დაარწმუნეს, „შეეწყვიტა ორსულობა" (რა დახვეწილი გამოთქმაა! ჩვენ ვსაუბრობთ კაცის კვლაზე ისე, თითქოს ლაპარაკი იყოს შვებულების შეწყვეტაზე. ჩვენი ეპოქა ევფემიზმებში–მოვლენის შერბილებული დახასიათება, წარე-მატება!).

   აი, ასეთ მდგომარეობაში მყოფი მეწვია ეს ქალი, რომელსაც, მართა-ლია, ექიმები არწმუნებდნენ, მაგრამ, როგორც მივხვდი, თავად მაინც ყოყმანობდა.

   –რატომ მოხვედით ჩემთან? – ვკითხე მას, – გინდათ, ცნობა მოგ-ცეთ, რომ მშვიდად აღასრულოთ მკვლელობა?

   –მაგრამ, მამაო, მე ხომ ხეიბარი ბავშვი გამიჩნდება, – მიპასუხა მან.

  –რატომ ხართ ასე დარწმუნებული? ექიმთა აზრი მათემატიკა არ არის, სადაც ორჯერ ორი ყოველთვის ოთხია. რამდენჯერ შემცდარან ისინი!... მე ვთვლი, რომ სრულიად შესაძლებელია, თქვენს შემთხვევაშიც მოტყუვდნენ. მაგრამ დავუშვათ, ისინი მართლები არიან, ნუთუ გგონიათ, რომ ამით რაიმე იცვლება? განა ინვალიდი ბავშვის მკვლელობა კაცისკვლად არ ითვლება? თუ უფალი უშვებს თქვენზე ასეთ გამოცდას თქვენს გადასარჩენად, ჩათვალეთ იგი ღმერთის ნებად. უდრტვინველად აიღეთ თქვენი ჯვარი და გვირგვინ-საც მიიღებთ. დაფიქრდით! რაკი ღმერთმა საჭიროდ მიიჩნია, თქვენ ასეთი ჯვარი ზიდოთ, მისი ტვირთვა მაინც მოგიწევთ! თუ ზუსტად ამისი არა, მაშინ სხვისა, მსგავსისა, მაგრამ ამ მეორე ჯვრის ტარება მოგიწევთ უკვე იძულებით, მაშინ, როცა პირველს ნებაყოფლობით იტვირთავდით, რასაც ღვთის წინაშე უდიდესი ფასი აქვს. შესაძლოა, ღმერთის დაშვებით კიდე უფრო მძიმე ჯვარი გერგოთ, ვიდრე ის, რომლისგან თავის არიდებასაც ცდილობთ. შეინარჩუნეთ შვილი! რადაც უნდა დაგიჯდეთ, შეინარჩუნეთ! ექიმებს ზემოდან ღმერთი დაჰყურებს... თქვენ სხვა შვილი გყავთ?

   –დიახ, ორნახევარი წლის ბიჭუნა.

  –თუ ის დაეცემა და დაიმტვრევა, ან მანქანა დაეჯახება და სრული-ად დასახიჩრდება, მოკლავთ მას?

   –არა, მამაო, ჩემს შვილს როგორ მოვკლავ?!

   –მაგრამ განა ის, ვისაც მუცლით ატარებთ, ასევე თქვენი შვილი არ არის? თუ აქამდე არ დაგინახავთ, ძუძუ არ გიწოვებიათ, არ მოჰფე-რებიხართ, გულში არ ჩაგიკრავთ, ამიტომ არ არის თქვენი შვილი? და კლავთ მარტოოდენ ვარაუდის გამო, რომ იგი ხეიბარი დაიბადება?! მეორეს ხომ ასე არ მოექცეოდით მართლა რომ დაინვალიდებუ-ლიყო?!...

   დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, როდესაც სრულიად დამავიწყდა ეს შემთხვევა, გაისმა ტელეფონის ზარი. ზემოხსენებული ქალი მირეკავდა კლინიკიდან, სადაც ცოტა ხნის წინ იმშობიარა:

   –მამაო, მეყოლა მშვენიერი, ჯანმრთელი ბიჭი. როდესაც მას ვუყუ-რებ და ვაცნობიერებ, რომ ცოტა ხნის წინ ეს ბავშვი შეიძლებოდა მე, დედამისს, საკანალიზაციო მილში ჩამეგდო, ძრწოლა მიპყობს. რისგან გადამარჩინა ღმერთმა!

პატივისცემითა და უფლისმიერი სიყვარულით...

                                                        „ორთოდოქსოს ტიპოსი’’

                                                             11.04.1986

                      წიგნიდან : „რჩევები თანამედროვე ქრისტიანს’’


უკან დაბრუნება