მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა მოიქცეს ბერ-მონაზონი
როგორ უნდა მოიქცეს ბერ-მონაზონი13-05-2014, 00:01 |
სიტყვა თქმული კეთილი და ბოროტი საქციელის შესახებ
არაერთხელ გვითქვამს თქვენთვის, ბერ-მონაზონნო, თუ როგორ უნდა იღვაწოთ. მაპატიეთ, მაგრამ ვფიქრობ, ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ წმინდა მამათა სწავლებებიდან, რადგან მათი სიტყვები, თუნდაც გამეორებული, ყოველთვის სასარ-გებლო და მაცხოვნებელია. მაშ, როგორ უნდა იქცეოდეს ბერ-მონაზონი? საეკლესიო სწავლებით, მონაზონმა სხვათა ბოროტი საქმეების განსჯა უნდა დაუტევოს, საკუთარ ცოდვებს ჩაუღრმავდეს და ცრემლებითა და აღსარებით მოინანიოს ისინი. მონაზონმა არ უნდა იმზვაობროს კეთილი საქმეებით, ამპარტავნება უდიდესი ბოროტე-ბაა, რადგან სატანა სწორედ ამპარტავნების გამო მოაკლდა უფლის დიდებაში ყოფნას. მონაზონი უნდა ეკრძალებოდეს ლოთობას, საერო პირთა სახლებში საჭიროების გარეშე ხშირად სიარულს, ცუდია ზედმეტი ძილი და ა.შ. რადგან ყოველივე ეს მონაზვნისათვის უდიდესი სირცხვილის მომტანია. უკეთესია, ბერ-მონაზონი დაემორ-ჩილოს მოძღვარს, ყველა ცოდვილი ფიქრი აღიაროს თავისი სული-ერი მამის წინაშე. გულში მარად ჰქონდეს უფლის შიში და თვალთა წინაშე-სიკვდილი. დაბოლოს, შენ, ბერ-მონაზონო, ყველაფერი, რასაც თვალით დაინახავ და ყურით მოისმენ, გულში დაიმარხე და ასე თქვი: „რატომ უნდა განვსაჯო ჩემი ძმა, როცა მე ყველაზე უარესი ვარ?". ასევე დავამატებთ: მონაზონი ვალდებულია დაიმორჩილოს გონება, დაიდუმოს ენა, უყვარდეს უპოვარება, იყოს ყველას მიმართ მწყალობელი, იქონიოს მოთმინება, ყოველ საათს უფლის მიმართ ლოცულობდეს, დაიცხროს მრისხანება. დაბოლოს, მონაზონმა უნდა იშრომოს, შეისწავლოს წმინდა წერი-ლი, ემორჩილებოდეს ყველას და დუმდეს. ამ სწავლებას, ძმებო, ფილადელფიის მიტროპოლიტის, თეოლიფ-ტას სიტყვებით დავასრულებთ: „ვინც იღვწის ყოველივე იმის აღსასრულებლად, რაც გვესწავლა, მარად ლოცულობს და გონებით ახლოსაა უფალთან, ღმერთი მას ათავისუფლებს ხორციელი ტკბობის სიყვარულისგან, ყოველივე სურვილის აღძვრისა და წარმოსახვები-საგან. და როდესაც შეიქმნება იგი მკვდარი ვნებებისა და ცოდვე-ბისათვის, თანამონაწილე გახდება ღვთაებრივი ცხოვრებისა, ვინაი-დან, როგორც მძინარე წააგავს მიცვალებულს და ამ დროს ცოცხალია, ასევე მრავალი ხორციელი მკვდარი ამქვეყნისათვის მხოლოდ სულიერი ძალებით განაგრძობს ცხოვრებას. ამინ".
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |