მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ღვთივსათნო წმინდანნი განსაკუთრებულ წყალობას იჩენენ მათი თაყვანისმცემლების მიმართ

ღვთივსათნო წმინდანნი განსაკუთრებულ წყალობას იჩენენ მათი თაყვანისმცემლების მიმართ


9-05-2014, 00:01

ღვთივსათნო წმინდანნი განსაკუთრებულ წყალობას იჩენენ მათი თაყვანისმცემლების მიმართ

 

წმინდა ნიკოლოზის სასწაული ხალიჩასთან დაკავშირებით

 

   ყველას კარგად მოგვეხსენება, ძმებო, თუ რაოდენ ახლოს არიან წმინდა მოწამენი უფალთან. ისინი საწუთროს დატოვების შემდეგაც არ წყვეტენ ჩვენთვის შუამავლობას ღვთის წინაშე და წყალობას და შემწეობას გამოითხოვენ ყოველი ჩვენთაგანისათის. უფლის შუქით გაბრწყინებული მოწამეები გვიყურებენ ჩვენ, კარგად იციან, რა გრძნობით ვართ მათთან დაკავშირებულნი, რა გვიჭირს, რა გვსურს და ხდებიან ჩვენი მწყალობელი მფარველები. წმინდანები ეხმარებიან და ესარჩლებიან განსაკუთრებით მათ, რომლებიც განსაკუთრებული სიყვარულით არიან მათ მიმართ აღვსილნი, განსაკუთრებული გულ-მხურვალობით ლოცულობენ მათ წინაშე და აღნიშნავენ მათი სახელობის დღეს. ამის დამტკიცება ძნელი არ არის, ვინაიდან უამრა-ვი ასეთი მაგალითია წმინდანთა ცხოვრებაში. ჩვენს სასწავლებლად ავიღოთ ერთ-ერთი მათგანი.

   ერთ სამეფო ქალაქში ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ხელო-სანი, სახელად ნიკოლოზი, რომელსაც ძლიერ უყვარდა წმინდა ნიკოლოზი და განსაკუთრებული პატივით აღნიშნავდა მისი ხსენების დღეს. როცა ამ კაცს სიბერე მოუახლოვდა, მას უკვე აღარ შესწევდა ძველებურად შრომის ძალა და გაღატაკდა. ერთხელაც, როცა უკვე ახლოვდებოდა წმინდა ნიკოლოზს დღესასწაული, მოხუცი ღრმად ჩაფიქრდა: როგორ აღენიშნა დღესასწაული, როცა არაფერი გააჩნდა? და თავისი დარდი მეუღლეს გაანდო. მეუღლემ უპასუხა:

   -შენ იცი, ჩემო ბატონო, რომ ორივენი მოვხუცდით და სიკვდილი გვიახლოვდება; მაშ, რატომ არ უნდა აღვნიშნოთ, შესაძლებელია უკანასკნელად, წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული? აი, მე მაქვს ხალიჩა, რაში მჭირდება იგი? წადი, გაყიდე და სანოვაგე იყიდე დღესასწაულისათის. ნიკოლოზს გაეხარდა ცოლის წინადადება, აიღო ხალიჩა და ბაზარში წაიღო გასაყიდად. იქ უცნობი მოხუცი შეხვდა და ჰკითხა:

   -საით გაგიწევია, მეგობარო?

   -ბაზრობაზე,-უპასუხა ნიკოლოზმა-ამ ხალიჩის გაყიდვა მინდა.

   მოხუცმა ხალიჩის ფასი იკითხა. ნიკოლოზმა უთხრა:

   -ადრე რვა ოქრო ღირდა, ახლა რასაც მომცემენ, ისე გავყიდი.

   -გინდა 6 ოქრო?-შეეკითხა მოხუცი.

   ნიკოლოზი სიხარულით დათანხმდა, რადგან ხალიჩა ამდენი აღარ ღირდა. მოხუცს ხალიჩა მისცა, აიღო თანხა და ერთმანეთს დაშორდ-ნენ. მაგრამ, ვიდრე ნიკოლოზი სახლში მივიდოდა, უცნობი მოხუცი, რომელმაც მისგან ხალიჩა იყიდა მივიდა მის ცოლთან, გადასცა და უთხრა:

   -შენმა ქმარმა, რომელიც ჩემი ძველი მეგობარია, მთხოვა ეს ხალიჩა შენთვის მომეტანა; აი, აიღე.

   უცნობმა ხალიჩა დატოვა და გაუჩინარდა. ქალს ეგონა, რომ ქმარს ხალიჩა გასაყიდად დაენანა, გაბრაზდა და სახლში დაბრუნებული მეუღლე საყვედურებით აავსო. მან წმინდა ნიკოლოზს მოღალატე და მატყუარა უწოდა. როდესაც მოხუცმა ცოლის ხელში ხალიჩა დაინახა, ისე გაოცდა, რომ ხმას ვეღარ იღებდა. ბოლოს, როდესაც გონება მოიკრიბა, მას თავში ასეთმა აზრმა გაუელვა: ნუთუ წმინდა ნიკო-ლოზმა სასწაული მომივლინა? მოხუცმა ზემოთ აღაპყრო ხელი და შესძახა:

   -დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელიც შენი წმინდანების ხე-ლით სასწაულებს აღასრულებ.

   შემდეგ ცოლს მოუბრუნდა და ჰკითხა:

   -ვინ მოიტანა ხალიჩა?

   ქალმა უპასუხა:

   -ერთმა კეთილსახიერმა მოხუცმა, რომელსაც ნათელი ფერის სამოსი ეცვა და მითხრა, რომ შენ სთხოვე ამის გაკეთება.

   მაშინ ქმარმა ცოლს აჩვენა ოქრო, რაც ხალიჩის საფასურიდან დარჩა და ნაყიდი სანოვაგე: ღვინო, სეფისკვერი, სანთლები, ყველაფერი, რაც დღესასწაულისთვის სჭირდებოდათ და თქვა:

   -კურთხეულია უფალი! მწამს, რომ ხალიჩა თავად წმინდა ნიკო-ლოზმა იყიდა. როდესაც ხალიჩას ვყიდდი, აღმოჩნდა, რომ ვერავინ დაინახა მყიდველი, ამიტომ ხალხს ეგონა, რომ მოჩვენებას ვესაუბ-რებოდი.

   მაშინ კი ირწმუნა ცოლმა, რომ მათ წმინდა ნიკოლოზმა სასწაული მოუვლინა და ორივენი ერთი პირით მადლობდნენ და ადიდებდნენ წმინდანის სახელს.

   უეჭველია, ძმებო, წმინდანები გვხედავენ, იციან ჩვენი გრძნობები მათ მიმართ და სიყვარულის წილ-სიყვარულს მოგვაგებენ. განსაკუთ-რებით მაშინ, როდესაც მათი სახელობის დღესასწაულებზე რაიმე კეთილ საქმეს აღვასრულებთ, მაგალითად, მოვიტანთ შესაწირს ეკლესიაში ან წყალობას გავიღებთ ღარიბებისთვის. ეს ყველაფერი იმას გვასწავლის, რომ ლოცვით უნდა მივეახლოთ წმინდანებს, წრფელი სიყვარული გვქონდეს მათ მიმართ, აღვნიშნოთ მათი ხსენების დღეები და კეთილის ქმნაში მივბაძოთ. ვადიდოთ ღმერთი ასეთი დიდებული შემწეების მოვლინებისათვის. გვახსოვდეს, რომ ისინი მუდამ მზად არიან უფლისაგან წყალობა გამოითხოვონ ყოველი ჩვენთაგანისათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, რომლებ-საც უყვართ და რომლებიც თაყვანს სცემენ მათ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება