მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > არ უნდა ითხოვდეთ დევნულებას

არ უნდა ითხოვდეთ დევნულებას


8-05-2014, 00:01

არ უნდა ითხოვდეთ დევნულებას

 

ა. სიტყვა წმინდა პეტრე ალექსანდრიელისა; ბ. სიტყვა პატერიკიდან

 

   უხასიათო და სულიერად ამპარტავანი ადამიანები ვერ ეგუებიან გარშემომყოფებს, რადგან თავს ხშირად წამებულად წარმოიდგენენ და ფიქრობენ, რომ მოწამის გვირგვინის ღირსნი არიან. ეს სამწუხარო შეცდომაა! ადამიანი, რომელიც მუდმივად ანაწყენებს ახლობლებს, დაეძებს უსიამოვნებას და, რა თქმა უნდა, თავადაც ითმენს გასაჭირს, ვინ არის ამაში დამნაშავე, თუ არა თავადვე? ასეთი ადამიანი ყველას ეუბნება: „საცხოვნებლად საჭიროა იტანჯო და მეც ვიტანჯები, მოწამე ვარ". იგი ყველგან შუღლსა და უთანხმოებას თესავს, რაც სხვებისთ-ვისაც არასასიამოვნოა და თავადაც არ ულხინს. რის გამოც თავადაც და სხვებსაც მუდმივი განსაცდელი აქვთ. არის რაიმე გონივრული ტანჯვის ძიებაში? მისაღებია ეს ღვთისთვის? ფასეულია ასეთი ტანჯ-ვა? რაღა თქმა უნდა, არა!

   წმინდა პეტრე ალექსანდრიელი ამბობს: „ყველა, ვინც საკუთარ თავზე ამპარტავნებით იღებს თავისი ძალებისთვის შეუფერებელ ღვაწლს, მტრობით აღძრული თავად მიდის მასთან, ვისაც მისი სატანჯველად მიცემა შეუძლია-ცოდვილთა ხვედრი ელის, ვინაიდან ყურად არ იღებს უფლის სიტყვებს: იღჳძებდეთ და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა. სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ (მარკ. 14,38), და სხვაგან ნათქვამია: ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან (ლუკ. 11,4). როდესაც უფალმა საქადაგებლად გაუშვა მოციქულები, მან ის კი არ ბრძანა, რომ მტრები გაეჩინათ, პირიქით, განშორდებოდნენ მათ. როდესაც მისი წამების დრო დადგა, თავად კი არ მისცა საკუთარი თავი, არამედ დაელოდა, როდის მივიდოდნენ მასთან იარაღითა და კეტებით (მათ. 26,47). აქედან გამომდინარე, არაგონივრულად იქცევიან ისინი, ვინც ეძიებენ დევნულებას. უფალი მოციქულებთან საუბრის დროს მათი მომავალი ტანჯვის შესახებ ამბობს: ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ (მათ. 10,17). უფალი გაფრთხილებთ, თქვენ მიგცემენ სატანჯველად, მაგრამ საკუთარ თავს ნუ მისცემთ ამისთვის, საკუ-თარი ფეხით ნუ მიხვალთ მოსამართლეებთან და მეფებთან. უფალი გვიბრძანებს, განვერიდოთ დევნულებას, მას არ სურს, რომ თავადვე მივეახლოთ ჩვენს დამსჯელებს და თანაშემწე ვექმნეთ მკვლელო-ბაში; ის მხოლოდ და მხოლოდ შეგვაგონებს: მზად ვიყოთ ყველაფ-რისთვის.

   როგორც ხედავთ, საკუთარი თავის დევნულების ძიება კეთილ-გონიერი საქციელი არ არის, ეს მავნებელია ჩვენთვისაც და სხვისთ-ვისაც. შენთვის იმიტომ, რომ ხსნის ნაცვლად, სასჯელს მიიღებ; სხვებისთვის იმიტომ, რომ მათაც უნებურად უბიძგებთ ცოდვისაკენ და მრისხანებისა და შურისძიების სურვილს აღუძრავთ.

   ალბათ ბევრი იტყვის: „მე მსურს ვეწამო და წამებულის გვირგვინი შევიმკო". შესაძლებელია! მაგრამ ამისთვის სხვების შეწუხება აუცი-ლებელი არ არის, სხვა რა შუაშია.

   ამბა ათანასე ამბობს: „ხშირად კითხულობენ: სად არის დევნა და ტანჯვა? აი, სად: იტანჯე სინდისით, მოკვდი ცოდვისათვის, დაასამა-რე ამქვეყნიური ვნებანი და წამებული იქნები. მოწამეები ამაქვეყნის ბატონებსა და მეფეებს ებრძოდნენ, შენ კი ცოდვის მეფეს, ეშმაკსა და მის ბატონებს, ბოროტ ძალებს. წამებულები მოჰყავდათ ბომონებთან და აიძულებდნენ მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. არ დაგავიწყ-დეს, რომ შენს წინაშეც დგას ბომონი, აქვეა მსხვერპლიც და კერპიც. ბომონი არის გემოთმოყვარეობა, მსხვერპლი-ხორციელი ვნებები, კერპი-ცოდვილი სურვილები. გულისთქმის მონა ჭეშმარიტი კერპთა-ყვანისმცემელია, ასეთად იქცევა მრისხანებითა და სისასტიკით შეპყრობილი ყველა ვერცხლისმოყვარე, ტკბობისმოყვარე და შეუწყა-ლებელი; და თუ ამ ცოდვებისაგან თავს მოიზღუდავთ, განაგდებთ მძვინვარებას, ვნებებს, მაშინ შეძლებთ კერპების შემუსვრას, გაემიჯ-ნებით ცრუ რწმენას და იქნებით წამებულნი და აღმსარებელნი".

   გახსოვდეთ ძმანო, ის ვინც აღძრავს შუღლსა და შფოთს, თავს კი წამებულად მიიჩნევს, შეუგნებლად ეძიებს დევნას და თავის წინა-აღმდეგ ამხედრებს ადამიანებს-თავს ცოდვაში იგდებს. ასეთი სატა-ნჯველით ვერ ცხონდებით, ვინაიდან ამაში, თქვენს გარდა, დამნაშავე არავინაა. თუ ჭეშმარიტად გსურთ წამებულის გვირგვინის შემკობა, უმჯობესია, წმინდა ათანასეს რჩევას მიჰყვეთ: „ებრძოლეთ საკუთარ თავს და თქვენს შინაგან მტერს: მოაკვდინეთ ამქვეყნიური საცდურები, განერიდეთ თვითგანდიდებას, დაიცავით თქვენი სხე-ული ვნებებისა და ავხორცობისაგან, ნუ მიეცემით მრისხანებას, მოაკვდინეთ ვერცხლისმოყვარეობის ასპიტი, შეურიგებელი ბრძოლა გაუმართეთ კაცობრიობის გამხრწნელ გველს-ეშმაკს, ებრძოლეთ მას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და უფალი წამებულის გვირგვინით შეგამკობთ." ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება