მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > აღსარების დროს დაუშვებელია ცოდვების დამალვა

აღსარების დროს დაუშვებელია ცოდვების დამალვა


7-05-2014, 00:01

აღსარების დროს დაუშვებელია ცოდვების დამალვა

 

სიტყვა ავაზაკის შესახებ, რომელმაც ცოდვები საქვეყნოდ მოინანია

 

   მღვდელთან აღსარების დროს მონანულისთვის განკუთვნილ საეკ-ლესიო რჩევებში ვკითხულობთ: „შვილო ჩემო, ქრისტე უხილავად დგას შენთან აღსარების დროს." ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც აღსარებაზე საკუთარ ცოდვებს ფარავს, ის იორმაგებს მათ და ერთ მცდარ ნაბიჯს მეორეს უმატებს. იგი ცრუობს უფლის წინაშე, რომელიც მის წინაშე უხილავად დგას აღსარების მისაღებად. სამწუხაროდ, ბევრი ქრისტიანი ამაზე არც ფიქრობს. ერთი ცრუობს სირცხვილის, მეორე ამპარტავნების, მესამე მცირედმორწმუნეობის გამო, მეოთხე კი იმიტომ, რომ არც ესმის წმინდა საიდუმლოს მნიშვნელობა. ისინი, ვინც ცოდვებს ფარავენ აღსარებისას, ამ დროს არა თუ იწმინდებიან, არამედ უფრო იმძიმებენ მსჯავრს. როგორ გამოვაფხიზლოთ ასეთი ადამიანები? როგორ დავარწმუნოთ ისინი, რომ მომავალში სრულიად გახსნილნი იყვნენ აღსარების დროს? მოდით, ეს მაგალითებით ვცადოთ.

   ერთი ყაჩაღი, რომელსაც ცოდვათა მონანიება და მთელი დანარჩენი ცხოვრების ღვთის სამსახურში გატარება სურდა, ალექსანდრიაში, ერთ-ერთი მონასტრის იღუმენ იოანესთან მივიდა და საძმოში მიღება სთხოვა. იღუმენმა იგი მონასტერში შეუშვა და შვიდი დღის შემდეგ თავისთან იხმო, რათა გაეგო, ჭეშმარიტად სურდა თუ არა მონაზვ-ნობა და თავისი წარსულის შესახებ მოეთხრო. ახალმოსულმა ცოდ-ვები აღიარა, თუმცა იღუმენი ამით არ დაკმაყოფილდა და ასეთი რამ უთხრა:

   -მსურს, რომ შენი ცოდვები ხალხის წინაშე აღიარო.

   ავაზაკს ჭეშმარიტად სურდა უფლისაკენ მოქცევა და უპასუხა:

   -არა მხოლოდ ძმებთან, არამედ, თუ გსურს, მთელი ალექსანდრიის წინაშე ვაღიარებ ყოველს.

   მაშინ იღუმენმა ყველანი შეკრიბა, სულ 230 ბერი და ლიტურგიის დროს, როცა სახარების კითხვა დასრულდა, ახალმოსულის შემოყვანა ბრძანა. იგი მსჯავრდებულივით-კვართით მოსილი, შეკრული და თავდაბურული მოიყვანეს. როდესაც იგი ეკლესიის ბჭესთან მოვი-და, იოანემ შესძახა:

   -მან გაჩერდი: ეკლესიაში შემოსვლის ღირსი არ ხარ!

   ავაზაკი თრთოლვით დაეცა მიწაზე და ცრემლით მორწყა ტაძარი. იღუმენი განაგრძობდა:

   -აღიარე შენი ცოდვები ყველას წინაშე.

   და ავაზაკმა ყველას თანდასწრებით დაიწყო აღსარება. ამ ცოდვა-თაგან ზოგიერთი იმდენად მძიმე იყო, რომ უხერხულიც კი იყო მათზე საუბარი. ბოლოს იღუმენმა მისი აღკვეცა ბრძანა და საძმოში მიიღო. როდესაც იღუმენს ჰკითხეს, საქვეყნოდ რატომ ჩაიბარა აღსარება, მან უპასუხა:

   -ორი მიზეზის გამო. პირველი იმიტომ, რომ ამ აღსარებით ავაზაკმა დიდი სირცხვილი იგემა, სამაგიეროდ, უფლის სამსჯავროზე აიცილა შერცხვენა. პირველი მიზანი მიღწეულია, რადგან ერთ-ერთმა წმინდა ბერმა იხილა უფლის ანგელოზი, ქარტიით ხელში, რომელიც ავაზაკის მიერ აღსარების დროს აღიარებულ ცოდვებს შლიდა. მეორე იმიტომ, რომ მათ, ვინც თავის ცოდვებს მალავს, ასეთმა აღსარებამ გულახ-დილი მონანიებისაკენ უბიძგოს და უწყოდეს, რომ ცოდვების აღია-რების გარეშე ვერ შეიმსუბუქებს მის ტვირთს.

   ამრიგად, ძმებო, მათ ვისაც ჭეშმარიტად სურდათ უფლისაკენ მოქცევა, ასეთ აღსარებას ამბობდნენ. ჩვენ რატომღა უნდა შეგვრცხვეს მხოლოდ ერთი მოძღვრის, რატომ არ უნდა ვაჩვენოთ მათ საკუთარი ჭრილობები, ჩვენ ხომ უფალს ვაბარებთ აღსარებას და მოძღვარი მხოლოდ მოწმეა? უფლის წინაშე ტყუილის თქმა სირცხვილი და უსინდისობაა. -ეს ხომ საშინელებაა! -იტყვის ცოდვილი. ვინც ახლა არ ინანიებს, მისთვის განა უფრო საშინელი არ იქნება უფლის სამსჯავროზე წარდგომა, იქ დამსწრე ანგელოზებისა და ადამიანების წინაშე? -თავმოყვარეობის შემლახველია! -იტყვის ვინმე. საყოველ-თაო განკითხვისას განა ვინმე გაუფრთხილდება შენს თავმოყვა-რეობას? არა, ძმებო, უფალს ვერ დაემალებით. მისთვის ცნობილია ჩვენი ყველა ცოდვილი გულისთქმა, ყველაზე დაფარული ფიქრები. მაშ, რა გამოვა იქიდან, თუ ჩვენ, ჩვენი მოძღვრის წინაშე თავს კარგად წარმოვაჩენთ? განა ეს გამოსავალია? განა ამით შევიმსუბუქებთ ცოდვის ტვირთს? არა, რა თქმა უნდა, უარესად გაგვიჭირდება. იოანე ოქროპირი ამბობს: „როცა ცა და დედამიწა, წყალი და ჰაერი ჩვენს წინააღმდეგ აღიძვრება, ჩვენი უსამართლობის გამო, როცა ყველა დადუმებული იქნება, მხოლოდ ჩვენი საქმენი იღაღადებენ და უფალთან წარგვიძღვებიან". ამიტომ, ვიდრე დრო გვაქვს ჭეშმარიტი, გულითადი აღსარებით მივმართოთ უფალს, ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება