მთავარი > სხვადასხვა > რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, მით მეტ წყალობას იღებს უფლისგან

რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, მით მეტ წყალობას იღებს უფლისგან


4-05-2014, 00:01

რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, მით მეტ წყალობას იღებს უფლისგან

 

სიტყვა წმინდა სისოზე, თუ როგორ აღადგინა მიცვალებული. სიტყვა პატერიკიდან ბესარიონის შესახებ, რომელმაც სიტყვით განდევნა ეშმაკები

 

   სულის სიმდაბლე იმდენად დიდი სიკეთეა, ისე გვაახლოვებს და გვაკავშირებს ღმერთთან, რომ ამგვარნი უფლის მადლის ჭურჭლად იქცევიან ხოლმე; ეს მადლი სხვათა სულებშიც გადაედინება და ხშირად სასწაულებსაც ჩადის. ხანდახან ეს ისე ხდება, რომ ამის შესახებ თავად სიმდაბლით შემოსილმაც არ იცის. ამ ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად მოისმინეთ ორი ამბავი ღირსი მამების-სისოსა და ბესარიონის ცხოვრებიდან.

   ერთი მდაბიო ავადმყოფ შვილთან ერთად ეგვიპტეში, მამა სი-სოსთან წავიდა. გზაში ავადმყოფი გარდაიცვალა. მამა ამით არ დაბრკოლებულა, აიღო შვილის სხეული და ღირს მამასთან წაასვენა. წმინდა მამის სიმდაბლის შესახებ მდაბიომაც იცოდა. ამიტომ პირდაპირ კი არ სთხოვა დახმარება, არამედ ჯერ თაყვანი სხცა წმინდა მამას და შემდეგ მის ფეხებთან შვილის ცხედარი დაასვენა. ღირსმა სისომ არ იცოდა, რომ მის წინ მიცვალებული იყო და ფიქრობდა, რომ ავადმყოფის ფეხზე წამოყენება სურდა. წმინდა მამამ მიმართა მიცვალებულს:

   -ადექი და გადი გარეთ.

   მიცვალებული აღდგა და გარეთ გავიდა-გაოცებულ მამასთან შესა-ხვედრად. მაშინ ეს უკანასკნელი შევიდა წმინდანთან და ყველაფერი უამბო, თუ რა შეემთხვა მის შვილს და როგორ მიასვენა მიცვა-ლებულის სხეული მასთან. ამის გამგონე წმინდა მამა დაღონდა და თავის მოწაფეებსა და მდაბიოს ამ ამბის გახმაურება აუკრძალა.

   მეორე შემთხვევა: სენაკში, სადაც მამა ბესარიონი იყო დაყუდე-ბული, ეშმაკეული კაცი მივიდა. ძმებმა მისთვის ლოცვა აღავლინეს, მაგრამ ეშმაკი მისგან ვერ განდევნეს. მაშინ ბერებმა დაიწყეს ფიქრი:

   -რა ვქნათ? მამა ბესარიონის გარდა ვერავინ განდევნის ეშმაკს, როგორ ვთხოვოთ ამის შესახებ? თუნდაც ვევედროთ, ეკლესიაში არ წამოგვყვება. მოდით, ასე მოვიქცეთ: ხვალ ყველაზე ადრე მივიდეთ ეკლესიაში და მამა ბესარიონის ადგილზე ეშმაკით შეპყრობილი დავსვათ. როდესაც ამბა შემოვა, ვუთხრათ: -მამაო, გამოაღვიძე იგი.

   ასეც მოიქცნენ. ღირსმა მამამ მიმართა ეშმაკეულს:

   -აღსდექ და განვედ აქედან და ეშმაკმა მაშინვე მიატოვა ადამიანი.

   აი, როგორი ღირსებაა სიმდაბლე. ვინც ცდილობს, თავმდაბალი იყოს, იგი ახლობელი ხდება უფლისათვის და მისგან უფრო მეტი ნიჭით ჯილდოვდება. უფალი ამქვეყნადვე ანიჭებს თავმდაბლებს გამოუთქმელ მადლს, რაც მარადიული ნეტარების დასაბამია. დიახ, სიმდაბლე უფლისკენ აღმავალი კიბის პირველი საფეხური და საღვთო მადლით შემოსვის საიმედო იარაღია.

   სიმდაბლე არა მარტო წმინდანებს ანიჭებთ სასწაულთქმედების უნარს, არამედ მძიმედ ცოდვილებიც მიჰყავს ღმერთთან და საკვირ-ველებებს აღასრულებინებს. ამაში წმინდანთა ცხოვრებებში აღწერი-ლი მრავალრიცხოვანი მაგალითი გვარწუნებს. დაე, მარად გვახსოვ-დეს, რომ მაცხოვრისაკენ სავალ გზაზე, პირველ რიგში, ეს ნიჭი გვესაჭიროება, იმის ღრმა შეცნობით, რომ უღირსები ვართ უფლის წინაშე და რომ მოწიწებით და ერთგულად უნდა აღვასრულოთ ნება მისი, რადგანაც: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მა-თი არს სასუფეველი ცათაჲ (მათ. 5,3).

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება