მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > ჭეშმარიტი მეგობარი ფასდაუდებელი საგანძურია

ჭეშმარიტი მეგობარი ფასდაუდებელი საგანძურია


1-05-2014, 00:01

ჭეშმარიტი მეგობარი ფასდაუდებელი საგანძურია

 

თქმული სიყვარულზე, რის გამოც უფალი ცოდვებს მოგვიტევებს

 

   სვინაქსარი ამბობს, რომ ჭეშმარიტი მეგობარი ფასდაუდებელი საგანძურია. მართალია თუ არა ეს?

   ერთხელ ორი ბერი ბაზარში საკუთარი ხელნაკეთის გასაყიდად წავიდა. ისინი სხვადასხვა მიმართულებით გაემართნენ. ერთმა მათ-განმა შესცოდა. უკან დაბრუნებისას უცოდველმა ბერმა უთხრა ცოდ-ვილს:

   -წავიდეთ, ძმაო, ჩვენს სენაკში.

   მან უპასუხა:

   -მე არ წამოვალ!

   -რატომ?

   სასიკვდილო ცოდვაში ჩავვარდი!-უპასუხა დაცემულმა. იმისთვის, რომ მეგობარი გადაერჩინა, ღვთისმოსავმა ხერხს მიმართა და უთხრა:

   -იცი, რომ მეც იმავე ცოდვაში ჩავვარდი, რომელშიც შენ, მაგრამ რა ვქნათ? ღმერთს პატიება უნდა შევთხოვოთ.

   ამის მსმენელი ცოდვილი გონს მოვიდა და ჩადენილი საქციელით შეძრწუნებული სენაკში შევიდა. შემდეგ ორივენი წინამძღვართან მივიდნენ და თავიანთი ცოდვები აღიარეს: ერთმა-გამოგონილი, მეორემ-ჭეშმარიტად ჩადენილი. მოძღვარმა ორივეს ეპიტიმია დაა-დო. ბერები ლოცვად დადგნენ. ერთი ლოცულობდა, რათა უფალს მისი შეცოდება შეენდო, მეორე კი ცოდვილი ძმის სულს ღმერთს ავედრებდა. ორივეს ლოცვა შეისმინა უფალმა და ერთ-ერთი მოღ-ვაწისთვის ცნობილი გახდა, რომ უცოდველი ბერის უდიდესი სიყვარულის წყალობით ცოდვილს ჩადენილი საქციელი მიეტევა.

   აი, რას ნიშნავს მოყვასისთვის თავგანწირვა. ხომ მართალია, ძმებო, რომ ჭეშმარიტი მეგობარი ფასდაუდებელი საგანძურია?! როგორც ხედავთ, მართალია, ჭეშმარიტ ღვთისმოსავ მეგობარს ჩვენი სულის სიკვდილისაგან ხსნა ძალუძს. მას შეუძლია, დაგამშვიდოს და მხურ-ვალედ ევედროს ღმერთს ჩვენი ხსნისათვის. რა იქნებოდა დაცემულ ბერს ვინმე ცოდვისმოყვარე რომ ჰყოლოდა გვერდით? იგი იმავე წუთში გადაეშვებოდა ჯოჯოხეთის უფსკრულში. აქამდე კი ცოდვი-ლისათვის ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი. მაგრამ უფალმა თავისი მოწყალებით მფარველი ანგელოზი მოუვლინა ღვთისმოსავი ძმის სახით და იხსნა იგი.

   მოუფრთხილდით, ძმებო, ამგვარ მეგობრებს, თუკი მათ უფალი გამოგიგზავნით. ისინი სასუფეველში წინ გაგიძღვებიან-უდიდესი სიყვარულით აღსავსენი, გულს გაგითბობენ, ლოცვით შეგეწევიან უფალთან და ცოდვაში ჩავარდნისაგან დაგიფარავენ. ამასთან, კეთილ რჩევასაც მოგცემენ და დაგმოძღვრავენ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება