მთავარი > წმიდათა ცხოვრება > წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვის ცხოვრებიდან
წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვის ცხოვრებიდან5-08-2012, 17:07 |
დიდგვაროვნული წარმოშობა ტიპიურ ნიშანს ტოვებს პიროვნების სულიერი ბუნების განვითარებაზე. დიდგვაროვანთა თვისებები ისეთი ფენომენია, რომელიც ინარჩუნებს თავის კასცობრივ თავისებურებას მიუხედავად გარემოსი, რომელშიც განგებამ არგუნა ყოფნა.
არქიმანდრიტ ეგნატეს პიროვებაში მკვეთრად აღინიშნებოდა დიდგვაროვნული ტიპი. დამოუკიდებელი საქმიანობისაკენ გამუდმე-ბული ლტოლვა, ყოველგვარი ზე-გავლენის გარეშე მოქმედება, აშ-კარად გვიჩვენებს მოქმედების იმ თვისებას, რომელიც ახასიათებდა აზნაურობას. თვითმყოფადობა არქ. ეგნატეს ბუნებრივი თვისება გახლ-დათ. ამასთანავე, მისი დამოუკიდე-ბელი ხასიათი სწორ რელიგიურ მუშაკობას ექვემდებარე-ბოდა და ამით იმართებოდა.
სწორედ დიდგვაროვნული განსხვავების გამო უმაღ-ლესი იერარქიის დიდი ნაწილი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეწინაარმდეგებოდა არქ.ეგნატეს. ისინი ვარაუდე-ბით, ბოროტი ზრახვებით განმარტავდნენ მის მოქმედებას: ადმიანის სულიერ სრულყოფილებას დაცემული ბუნების ვნებიან მოძრაობად მიიჩნევდნენ, მის სულიერ თავისუფლებას, პირდაპირობას _ სიამაყედ, მეტიც, შე-ურაცხმყოფელ კადნიერებად მიიჩნევდნენ, გარეგნულად თავშეკავებულ მოქცევასა და დახვეწილ გემოვნებას, დიდგვაროვნული უნარ-ჩვევების ამ ხილულ მახასიათე-ბლებს, პატივმოყვარეობასა და განცხრომას უწოდებდნენ, წესების მკაცრ დაცვას_სამხედრო სკოლის მემკვიდრე-ობად, უცნაურ სიახლედ მიიჩნევდნენ.
მიტროპოლიტი ანტონის არქიმანდრიტ ეგნატესადმი არასასურველი დამოკიდებულება გარშემომყოფთათვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა. შურის ფაქტორი კიდევ უფრო აღვივებდა პეტერბურგელი მეუფის ამ განწყობი-ლებას. არქ. ეგნატეს ყოველი მხრიდან მახეს უგებდნენ^ ყველა ღონეს ხმარობდნენ იმისათვის, რომ მისი კეთილი სახელი შეელახათ, რასაც ხელს აძლევდა ის ფაქტი, რომ უდაბნოში იმ დროისთვის კიდევ ორი ეგნატე იმყოფებო-და, მათგან მაშინ განსაკუთრებით "გამოირჩეოდა” ეგნატე, უდაბნოში " დიდად” წოდებული.
საზოგადოებაში ეგნატე "დიდის’’ საეჭვო ქმედებებს არქ. ეგნატეს მიაწერდნენ. ბოროტი ხმები, განკითხვა და ცილისწამება აღმართული იყო არქ. ეგნეტის წინააღმდეგ. სახარების მცნებების მუშაკმა კი თავს უფლება არ მისცა თავის მართლებისა არც ქცევით, არც სიტყვით, მაშინ როცა ეს ადვილად შესაძლებებლი იყო
აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ შობის საღამო პოტიომკინის სახლში. იქ შეიკრიბნენ: არქ. ეგნატე, მისი მეგობარი ჩიხაჩოვი, პოტიომკინი, ტურგენევი, მურავიოვი და აბატობისთვის მომზადებული ფრანგი. თავიდან საუბა-რი შეეხო ფრანგულ წიგნს, რომლის შესახებაც აინტერე-სებდათD არქ. ეგნატის აზრი, უფრო სწორად მისგან ამ წიგნის დადებითი შეფასების მოსმენა სურდათ. მაგრამ არქიმანდრიტმა თავისი უარყოფითი მოსაზრება გამოთქვა და არ მოიწონა იგი. მაშინ მომავალმა აბატმა გაღიზიანებით დაიწყო რელიგიაზე საუბარი და საბერძ-ნეთისა და რომის ეკლესიების აღმსარებლობითი გა-ნსხავავების საკითხი წამოჭრა.
არქიმანდრიტმა უთხრა აბატს, რომ აქ საღვთის-მეტყველო კამათისათვის არ მოსულა და დაამატა: "თუ-მცა, ასეთი კამათის წარმართვისათვის აუცილებელია, რომ ორივე მხარემ მეტოქის იარაღი იცოდეს ანუ ის საფუძველი, რომელზედაც კანონიერად წარიმართება და-სახული კამათი. ამიტომ, ნება მომეცით გკითხოთ ბატონო აბატო, თუ წაგიკითხავთ მსოფლიო ეკლესიის წმინდა მამების ესა და ეს ნაშრომები?” აბატის უარყოფით პასუხზე არქიმანდრიტმა მიუგო: "შესაბამისად, ამ თემაზე საუბარიც კი ზედმეტია, ვინაიდან ერთმანეთს არ და-უჯერებთ სრულიად განსხვავებულ წყაროებზე დაყრდ-ნობის გამო.” რელიგიაზე საუბარი, შემდეგ ტრაპეზიც, თავისთავად მალე შეწყდა.
ცოტა ხნის შემდეგ, დიდ მარხვაში, არქ. ეგნატე დაიბარა მიტროპოლიტმა ანტონმა და სინოდის ყველა წევრის წინაშე განუცხად, რომ მას ეკრძალება მონასტრიდან გასვლა, ვიდრე ამაზე ხელმწიფის ნებარ-თვას არ მიიღებდა.
ხელმწიფესთან კი ხმა მიიტანეს, თითქოს პოტიომ-კინთან ვახშამზე არქ. ეგნატე რელიგიურ კამათში ჩაება აბატთან და დამარცხდა, შემდეგ კი ეკლესიის სამარ-ცხვინოდ იძულებული გახდა მიეტოვებინა საუბარი. ყველაფერი ისე კარგად იყო ჩაფიქრებული, რომ ექიმიც კი არ დავიწყიათ დახმარების აღმოსაჩენად იმ შემთხვე-ვისთვის, თუ ჩაფიქრებელი სასჯელი ეფექტური გამო-დგებოდა, მაგრამ იმ მომენტისთვის ექიმი არ დასჭირდათ, არქიმანდიტმა მონასტერში მოიტანა ნერვიული დარტყმი-საგან დაზიანებული გული. მას დაეწყო გულის ანევრიზ-მი, რომლითაც საბოლოოდ დასრულდა არქიმანდ-რიტის ცხოვრება. მონასტერში იგი ჩაწვა და რამდენიმე კვირა კელიიდან გამოსვლაც კი არ შეეძლო.
ერთხელ, გრაფ პროტასოვთან საუბრისას, არქიმან-დრიტმა გამოთქვა მწუხარება სინოდში გავრცელებული მექრთამეობის გამო, რომ ნებისმიერი საქმის წარმატებუ-ლი განვითარებისთვის აუცილებელია ქრთამის მიცემა. გრაფი განრისხდა, მოითხოვა მტკიცებულება, რაც და-უყოვნებლივ მიიღო. შემდეგ არქიმანდრიტ ეგნატეს ერთ-ერთმა, შურით შეპყრობილმა მოსწავლემ ამბავი მიუტანა პროტასოვს თითქოს არქიმანდრიტი საჯაროდ აპირებს მი-სი, პრატასოვის, მხილებას ძალაუფლების ბოროტად და გადაჭარბებით გამოყენებისათვის. გრაფმა დაიჯერა და მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა.
როდესაც ვარშავის ეპარქიაში ეპისკოპოსის დანიშვ-ნაზე წარმოიშვა საუბარი ხელმწიფემ უთხრა გრაფს, რომ მას ჰყავდა ამ თანამდებობისათვის შესაფერისი ადამიანი და მიუთითა არქიმანდრიტ ეგნატეზე. პროტასოვმა კი უთხრა, რომ ეგნატე ჯერ ახალგაზრდაა, და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეეფერხებინა ეს დანიშვნა.
მიტროპოლიტ ანტონის ინიციატივით სინოდზე შეადგინა პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც არქ. Eგნა-ტე უნდა გადაეყვანათ სოლოვეცკის წინამძღვრად, თით-ქოს დაწინაურების მოტივით. სინადვილეში კი სურდათ არქ. ეგნატეს როგორც ცდუნების შემომტანი პიროვნების პეტერბურგიდან მოცილება. ფსკოვის არქიეპისკოპოსმა გედეონმა, რომელიც იმ დროს სინოდის წევრი იყო შეაჩერა ეს ჩანაფიქრი სიტყვებით: "ჩვენ გვინდა ქება და მშვენება ჩვენი მონაზვნობისა გადავასახლოთ რაღაც მიწიერი მიზეზების გამო, სინედრიონის მსგავსად, მარ-თალს მივუსაჯოთ სასჯელი იმის გამო, რომ იგი ჩვენთან მიმართებაში არ იქცევა ისე როგორც ჩვენ გვსურს, არ გველოდება საათობით მისაღებში, როდესაც ვერ გვნა-ხულობს სახლში, და ჩვენს ღირსებას და გაგებას აყენებს ამდაგვარ შეურაცხყოფებს. გაგებას და ღირსებას, რომელიც არ ემთხვევა მის პასუხისმგებლობასა და ღირსებას ჩვენთან მიმართებაში.”
სინოდის მიერ სოლოვეცკის მონასტერში გადაყვანის მცდელობის შესახებ არქ. ეგნატე წერს თავის ძმას: ისინი ფიქრობდნენ ჩემს დასჯას, მე კი მგონია დიდ სიკეთეს გამიკეთებდნენ რადგან პეტერბურგის ზამთრის ღამეები მოკლეა ლოცვისა და ღვაწლისათვის.”
როდესაც მიტროპოლიტი ანტონის წინადადება არქ. ეგნატეს სოლოვეცკის მონასტერში გადაყვანის, უფრო სწორად გადასახლების შესახებ არ გამოვიდა, მაშინ ეპარქიის მთავრობამ მისი ეპარქიიდან გაგდების მიზნით სხვა ხერხს მიმართა. კერძოდ კი გამუდმებით დაბეზღებას და ცილისწამებას. თითქოს წვრილმანი ბრალდებები, დიდი ტკივილის მომტანი იყო მოწამე წინამძღვრისათვის, რამეთუ ამგვარი მოქმედების ზოგადი მიმართულება არღვევს მთლიანად მონასტრის რიტმს, ხელს უშლიდა სულიერ-ზნეობრივი წყობის განვითარებას. მალე მიტრო-პოლიტი ანტონი დასნეულდა, ეპარქიის მართვე-ლობა გადასცა მეუფე ნათანაელს, რომელიც პირადად მტრობდა არქ. ეგნატეს. არქიმანდრიტი მოთმინებით და უდრტვი-ნველად ღებულობდა მასზე დაშვებულ განსაცდელს, თუმცა სხეულმა ვერ გაუძლო ამდენ ტანჯვას და 1846 წელს სნეულებამ მიაჯაჭვა იგი ლოგინს მთელი ზამთრის განმავლობაში. 1947 წლის ზამთარში ავადმყოფობის გამო სინოდისაგან განთავისუფლება ითხოვა ნიკოლა-ბაბაევის მონასტერში.
აი, რას წერს ერთ თავის თანამოაზრეს: "სულიერი ცხოვრების დასაწყისში ვერ ვპოვე ბერი, რომელიც წმი-ნდა მამების ასკეტური სწავლების ცოცხალი მაგალითი იქნებოდა. გამაჩნდა რა სურვილი გავყოლოდი ამ სწავ-ლებას, მისი მართებულობის გამო. ყველასადმი ოპოზი-ციურ და საბრძოლო მართებულობის გამო, ყველასადმი ოპოზიციური და საბრძოლო მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომლისაგანაც ღვთის განგებამ ბაბაევოს მონასტრის მყუდრო გარემოში გამომიყვანა, როგორც ხედავთ, განყე-ნებულზეც იმაღლებენ ხმას, ერთადერთი მიზეზის წმინდა ეკლესიის სწავლების უგულებელყოფისა და სა-კუთარი, ეკლესიის სწავლების საპირისპირო, მეტიც, მტრული შეხედულობების გამო.”
მეორე მიზეზი, რის გამოც მღვდელმთავრული ადმი-ნისტრაცია ცუდად იყო განწყობილი არქ. ეგნატეს მი-მართ, იყო მისი სწავლების განსხვავებულობა ზოგად აკადემიური სწავლებისაგან, მათთვის მეცნიერული გა-ნათლების უკმარისობა, რომელზედაც დამოკიდებულია შეხედულებები, აზროვნების მანერა, და მთლიანი წყობა, როგორც გონებრივი, ასევე გარეგანი ცხოვრებისა. მიიღო რა განათლება საერო სასწავლებელში შემდეგ კი მო-ნასტერში განმარტოვებით, წმინდა მამათა ნაშრომების კითხვით და აქტიური მონაზვნური ცხოვრებით, არქიმან-დრიტი გამოირჩეოდა თავის თანამოძმეთაგან მეცნიერული ღვთისმეტყველებით. მისი სწავლება მთლიანად დაფუძნებული იყო ასკეტური ცხოვრების წმინდა მამათა გამოცდილებასა და Nნაწილობრივ საერო მეცნიერულ საწყისებზე, კერძოდ კი ფიზიკა-მათემატიკაზე.
მართლმადიდებლური სწავლების მკაცრი დამცველი არქ. ეგნატე მტკიცედ აღიარებდა, რომ წმიდა წერილი სულიწმიდის შთაგონებით დაწერილი, უნდა განმარ-ტებულიყო სულიწმინდის მატარებელი ადამიანების მიერ, როგორებიც იყვნენ მართლმადიდებელი აღმოსავლეთის წმიდა მამები. ამიტომაც სრულიად გამორიცხავდა ღვთისმეტყველურ თემებზე უცხოელ მწერლების მიერ ფშვინვიერი შთაგონებით დაწერილ თვითნებურ გან-მარტებებს. ამასთანავე, აღმოსავლეთის წმინდა მამათა ასკეტურ სწავლებებს გამოცდიდა საკუთარ ასკეტური ცხოვრაბის მაგალითზე. მეცნიერულ და ღვთისმეტყველურ განათლებაში განსხვაევვების გამო, და იმის გამო, რომ მისი სწავლება განსხვავებული იყო ზოგად აკადემიური სწავლებისაგან, განათლებულ სასულიერო პირთა უმეტე-სობა უნდობლობით ეპყრობოდა არქ. ეგნატეს წიგნებს, მიუხედავად მათი წმინდა მართმადიდებლური ხასიათისა.
ცენზორებს, მაღალ სასულიერო პირთა მხრიდან, ნაბრძანები ჰქონდათ ისე შეესწორებინათ არქიმანდრიტის თხზულებები, რომ სურვილიც კი აღარ ჰქონოდა მათი გამოქვეყნებისა. ეს ბრძანება გამოვიდა მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა მისი წიგნი "ქრისტეს ფიალა”, რომელიც მომენტალურად გავრცელდა, მაგრამ განმეორებითი გამოცემის საშუალება აღარ იყო, იმიტომ რომ ცენზურამ გამეორებული წიგნის არსი სრულიად შეცვალა.
აქ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მაღალ-იერარქების მხრიდან გამუდმებული დევნისა და ავტო-რიტეტის დაკნინებისა, არქ. ეგნატესადმი პატივისცემა და ნდობა როგორც დედაქალაქის საზოგადოების, ასევე მთ-ლიანად რუსეთის მაშტაბით იზრდებოდა, რაზეც მეტ-ყველებს სხვადასხვა პირებისადმი მიმართულ წერილები, სადაც მას სულიერი რჩევებისათვის მიმართავდნენ სა-ზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები.
ვიდრე არქ. ეგნატეს კავკასიის ეპისკოპოსად აკურთ-ხებდნენ, უნდა აღინიშნოს, იყვნენ ისეთი ეპესკოპოსები, რომელთა განსაკუთრებული თბილი განწყობით სარგებლ-ობდა არქ. ეგნატე სერგის უდაბნოში წინამძღვრად მსახუ-რების დროს.
მოტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი მფარველობდა არქ. ეგნატეს მისი მოღვაეწობის საწყის ეტაპზე, და არცთუ იშვიათად ისინი წმინდა მამათა ასკეტიკურ გამო-ცდილებას ერთად განიხილავდნენ. ერთხელ, მორჩილების შესახებ საუბრისას, არქიმანდრიტის მოსაზრებაზე, რომ მონაზვნური მორჩილება უნდა იყოს უსიტყვო და უყოყ-მანო, მეუფე ფილარეტმა აღნიშნა, რომ ჩვენს დროში ასეთი მორჩილები აღარ არიანო. არქიმანდრიტმა უპასუხა: რადგანაც ასეთი მორჩილება ძირითადად სწორ სწავლე-ბასა და აღზრდაზეა დამოკიდებული, დღესაც არიან მორ-ჩილები, რომლებიც ტვირთულობენ ასეთ ღვაწლს და მიუთითა თავის მორჩილზე, რომელიც თან ახლდა არ-ქიმანდრიტს ამ მოგზაურობის დროს.
მიტროპოლიტმა ისურვა ამ მორჩილის ნახვა და ქმედითი მორჩილების მაგალითის ხილვა. არქ. ეგნატეს კელიის მორჩილი სტეფანე მიიყვენეს მეუფესთან. არქიმანდრიტმა უთხრა მას: "სტეფანე აჩვენე ენა მეუფეს” მან ყოველგვარი ყოყმანისა და გაფიქრების გარეშე გამოყო ენა და ის გარეთ გაუშვეს.
შემდგომში მიტროპოლიტი ფილარეტი სხვა იერარ-ქებზე არანაკლებ ხელს უშლიდა არქიმანდრიტი ეგნატეს მსახურების წინსვლას და დიდი გავლენა მოახდინა ცენზ-ურაზე, რათა მისთვის ნაშრომების დაბეჭვდის სურვილიც კი მოეკლათ.
არქიეპისკოპოსი გედეონი ფსკოველი, ისიდორე კურსკელი აგაფანგელ ვილინსკი იყვნენ ის პიროვნებები, რომლებიც გვერდში ედგნენ და იცავდნენ არქ. ეგნატეს სინოდზე.
განსაცდელები მამა ეგნატეს ეპისკოპოსად კურთხე-ვის შემდეგაც არ ტოვებდნენ. კავკასიის ეპარქიის მართვა-ში ეპ. ეგნატეს ძლიერ ეწინააღმდეგებოდნენ პროტოპრეს-ვიტერი კრასტილევსკი და სასულიერო სემინარიის რექ-ტორი არქიმანდრიტი ეპიფანე. კრასტილევსკი ძალაუფ-ლების მოყვარე და სასტიკი პიროვნება იყო ის მრავალ-თათვის შეუმჩნევლად, ძლიერ მტრობდა მეუფეს. ამის გამო ეპ. ეგნატე იძულებული გახდა ის სხვა ქალაქში გა-დაეყვანა, ხოლო შემდეგ კი საერთოდ ეპარქიის და-ტოვების განცხადებით მიმართა წმინდა სინოდს, რამაც კრასტილევსკის მტრული განწყობილება კიდევ უფრო გააღვივა.
კავკასიის ეპარქია ყაზანის სასულიერო აკადემიიდან ღებულობდა ჟურნალ "სობესედნიკს”. ჟურნალში არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიუღებელი სტატიები, არამედ სოფლის სამღვდელოებისადმი ამგვარი სულისკვეთებისაკენ მოწოდებებიც იბეჭდებოდა. ხედავდა რა "სობოსედნიკის” ავთვისებიანობას, ეპ. ეგნატემ ეპარ-ქიის მრევლის დაცვის მიზნით ჟურნალში გამოქვე-ყნებული ცრუ სწავლება ამხილა.
ყაზანის სასულიერო აკადემიის ჟურნალის მხილებამ, მის წინაარმდეგ თითქმის ყველა მღვდელმთავარი და სასულიერო აკადემიის სტუდენდები განაწყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ექზარხოსმა ეპ. ევსევიმ პირდაპირ განუცხადა თავისი უკმაყოფილება ეპ. ეგნატეს ძმას პეტრე ბრიანჩანინოვს.
მსგავსი მხილებითი სიტყვით ეპ. ეგნატემ მიმართა იაკობინისტების ჟურნალ "კოლოკოლს”, რომელშიც არა ერთგზის გაიჟღერა არამართმადიდებლური სწავლება! ირონია, ლანძღვა-გინება როგორც ეკლესიის, ასევე პირადად ეპ ეგნატეს მიმართ.
ეპ. ეგნატე წერდა: "კოლოკოლი”- აშკარა მტერი და მაგინებელია ქრისტესი და ქრისტიანობისა. მისი სიძულ-ვილის გამოვლინება მართლმადიდებელი მოძღვრისადმი უდიდესი ქებაა და პირიქით, მოზღვრის ქება "კოლო-კოლის” სტატიებში შეურაცხყოფაა მისთვის. მართლ-მადიდებელი მოძღვარი "კოლოკოლისაგან” შექებას მხო-ლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებს, თუ უღალატებს თავის სარწმუნოებას.”
თავის მხრივ, "კოლოკოლის” გამომცემელი ეპ. ეგნატეს ალეუტის კუნძულებზე გადასახლებას ითხოვდა. მსგავსი მოსაზრება ეპ. ეგნატეს პეტერბურგში ყოფნის დროსაც ესმოდა იაკობინელებისაგან. ისინი ამ სურვილს პირდაპირ გამოხატავდნენ: "კარგი იქნება თქვენ კამჩატ-კაზე ან კავკასიისაკენ განგაწესონ, _ უთხრა ერთმა ძვე-ლმა ნაცნობმა მეუფეს. "ეგნატე პასუხობდა: დიდი სიამოვ-ნებით წავიდოდი კამჩატკაზე, რომ არა ჩემი მორღვეული ჯანმრთელობა” ეპ. ეგნატეს კავკასიის ეპარქია არგუნა ღმერთმა.
მიტროპოლიტ ისიდორეს დამოკიდებულება ეპ. ეგნა-ტესადმი ასევე არასახარბიელო იყო. ეპისკოპოსმა ეგნატემ სასულიერო სემინარიის უფროს კურსელთა უფ-რო შედეგიანი განვითარებისთვის წესად შემოიღო მათი მოწვევა სარწმუნოებრივი საკითხების შესახებ საუბ-რიესათვის. ასეთი საუბრები ვახშამის თანხლებით მიმდინარეობდა.
ამგვარი დამოკიდებულება თავისი ქვეშევრდომები-სადმი მიტროპოლიტმა ისიდორემ ზედმეტობად მიიჩნია და ეპ. ეგნატეს მკაცრად უსაყვედურა, რაზეც ეპისკოპოსმა მხოლოდ დუმილით უპასუხა.
1860 წ. თავად ალექსანდრე ბარატინსკისადმი მიმარ-თულ წერილში ეპ. ეგნატე წერდა: "როგორც ბერი, არავის საყვედურს არ ვაპირებ, უკუვაგდებ ყოველგვარ დაბეზღებასა და წუწუნს, ამასთანავე, როგორც ეპისკო-პოსი ვალდებული ვარ მოგახსენოთ გულწრფელად...
კაცობრიობის სამოქალაქო ისტორია მრავალი ფაქტებით გვიდასტურებს, რომ ადამიანის ვნებები ყოველთვის ხელს უშლიდა კაცობრიობის განვითარებას. შური, მოყვასისადმი ბოროტების სურვილი, თავმოყვარე-ობა, უდიდეს ზიანს აყენებდა საზოგადოებას. სამწუ-ხაროდ, ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაც იგივე სანახა-ობას წარმოადგენს.
წმინდა მამა სერაფიმე საროველი, უცქერდა რა ამ სანახაობას, ამბობდა: "ჩვენ ქრისტიანობის ისტორია უბრალო პატივმოყვარული ცნობისმოყვარეობით არ უნდა შევისწავლოთ, არამედ უნდა დავინახოთ, თუ როგორი ქარიშხლების ქვეშ ყოფნა უწევდა ეკლესიას და ეკლესიის სხვდასხვა წევრებს ყველა დროში და ამის ხილვით მოვიხვეჭოთ ძალა და სიბრძნე, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ქარიშხლების გადატანისა და საკუთარი თავის მართვისათვის”
უცნაურია სურვილი დაცემული ადამიანისა! გაუკეთო ბოროტება მოყვასს, დატკბე მოყვასის რთულ მდგომარეობაში ყოფნით, რომელშიც ის შენი ბოროტი განზრახვით აღმოჩნდა! უცნაურია ასეთი სურვილი, მაგრამ ის არსებობს.
ეკლესიის ისტორია გვაუწყებს, რომ აღნიშნულ მოქმედებებში შეინიშნებოდნენ პატრიარქები, მოტრო-პოლიტები, არქიეპისკოპოსები და სხვა სასულიერო პირები. მიზეზი ამგვარი დამოკიდებულებისა სულიერ სამყაროში ყოველთვის ერთი და იგივე იყო: ზეციურის დავიწყება და ამქვეყნიური უპირატესობის მოპოვების სურვილი.
ჩემდამი გამოვლენილი უარყოფითი დამოკიდებულება არ გახლავთ ჩემთვის სიახლე და მოულოდნელობა! ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ამქვეყნად ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება.”
1867 წლის აპრილში ეპ. ეგნატე იმდენად დაუძლუ-რად, რომ უკვე სიკვდილს ელოდებოდა. ერთხელ არქ. იუსტინესთან პარალიზებული პიროვნების შესახებ სა-უბრის დროს, მეუფემ თქვა: მეც გულის შეტევით მოვკდებიო”.
და მართლაც. ამავე წლის 30 აპრილს, კვირა დღეს მეუფე გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.
დავით ჯინჭარაძე
მიხეილ თოფურია
ნიკოლოზ დარდაგანიძე უკან დაბრუნება |