მთავარი > სხვადასხვა > ბრძენი დედაკაცი
ბრძენი დედაკაცი29-04-2014, 00:01 |
სიტყვა თქმული მანასეზე, რომელიც ქვრივის მიერ ემხილა
მოციქულები იმ სიკეთეებზე მიუთითებენ, რომლებიც ქრისტიან ქვრივ ქალებს უნდა ამკობდეს. ყოველი ქვრივი უნდა იყოს მორჩილი, არ უნდა მრისხანებდეს, არ უნდა ყბედობდეს, არ უნდა იყოს ორპირი, არასდროს უნდა ჩაერიოს სხვის საქმეში, მუდმივად უნდა ევედრე-ბოდეს ღმერთსა და ეკლესიას. ქვრივს უნდა ჰქონდეს თვალი წაუბილწველი, ყურთასმენა სუფთა, ხოლო ხელები-შეუსვრელი. მას მართებს დინჯი მიმოხვრა, მცირედსიტყვაობა, თავშეკავება, უფლის მორჩილი და მოკრძალებული უნდა იყოს, მუდამდღე უნდა ლოცუ-ლობდეს, ფსალმუნებდეს, კითხულობდეს წმინდა წერილს და მარხულობდეს. ასეთნი უნდა იყვნენ დაქვრივებული ქრისტიანი ქალები, მაგრამ არის თუ არა აქ ჩამოთვლილი ყველაფერი, რაც ქრისტიან ქალს ევალება? არა, ჩვენი აზრით ამათ ერთიც უნდა დავუმატოთ. ერთი ბერი მონასტერში ცხოვრობდა. სამონასტრო საქმეების გამო ერთ-ერთ სოფელში გააგზავნეს. მეზობელ სოფელში ცხოვრობდა ერთი პიროვნება, რომელიც იცნობდა ბერს, უყვარდა იგი და ხანდახან სახლშიც ეპატიჟებოდა. მას ჰყავდა ერთი ქალიშვილი, რომელიც ქვრივი იყო. ქალს ქმართან ერთი-ორი წელიწადი ჰქონდა გატარებული. ბერი ამ ქალის სიყვარულით იტანჯებოდა. ქვრივს ეშინოდა ცოდვის და ყოველთვის გაურბოდა მასთან შეხვედრას, მაგრამ ერთხელ მამამისი საქმეზე წავიდა და ქალი სახლში მარტო დატოვა. მამის არყოფნაში მოვიდა ბერი და ჰკითხა: -სად არის მამაშენი? ქალმა უპასუხა, რომ იგი ქალაქში იყო წასული. ბრძენმა ქვრივმა შეამჩნია, რომ ბერს ცოდვილი აზრები აწუხებდა და უთხრა: -თავს ნუ იჭირვებ, მამაო, ბილწი ფიქრებით, სჯობს ადგე და ილო-ცო, რათა გულიდან ბოროტი მტერი განდევნო. შემდგომ ქვრივმა ილაპარაკა ცოდვის საშინელებაზე, ამის გამგონე ბერი ატირდა, გონს მოეგო. ქვრივმა კი უთხრა: -აი, რა იქნებოდა, რომ შეგეცოდა, რა პირით მიხვიდოდი შენს წინამძღვართან და როგორ დადგებოდი წმინდანთა გალობის მოსას-მენად? გევედრები, ცოდვის ზმანებიდან გამოფხიზლდი და ნუ წარწყ-მედ ძღვენს, ნუ მოუშლი საკუთარ თავს საუკუნო წყალობას. ამ სიტყვების შემდეგ ბერმა ადიდა უფალი, რომელმაც ქვრივის მეშვეობით მისი სული მომაკვდინებელი ცოდვისაგან იხსნა და საკუთარ თავში ბოროტი დაამარცხებინა. ამრგად, ძმებო, ჩვენი აზრით, იმ სიკეთეთა რიცხვს, რომელიც ქვრივს უნდა ამკობდეს, უნდა ერთვოდეს კიდევ ერთი-ცოდვილის გადარჩენაზე ზრუნვა, ვინაიდან ეს ერთ-ერთი უდიდესი სიკეთეა სიკეთეთა შორის. გახსოვდეთ, ძმანო, რაოდენ დიდი უბედურებაა, როდესაც ადამიანი სცოდავს და რაოდენ დიდი კეთილშობილებაა ასეთი ცოდვილებისათვის ზრუნვა. ისმინეთ, რას გვასწავლის წმინდა იაკობ მოციქული: უკუეთუ ვინმე თქუენს შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან და თუ ვინმე მოაქციოს იგი, უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაჲ(იაკ. 5, 19-20). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |