მთავარი > სხვადასხვა > ვაჭართათვის

ვაჭართათვის


28-04-2014, 00:01

ვაჭართათვის

 

ბერის შესახებ, რომელმაც ხელნაკეთობა გაყიდა

 

   არსებობენ პატიოსანი ვაჭრები, რომლებსაც გულში უფლის შიში აქვთ, ამიტომ არ ატყუებენ მყიდველებს და მხოლოდ საკუთარი თავის გასატანად ვაჭრობენ. ამასთან, არსებობენ უნამუსო ვაჭრებიც, რომლებიც მხოლოდ ერთადერთზე ფიქრობენ-როგორ მოატყუონ მყიდველი და მეტი სარგებელი ნახონ. უკანასკნელების დასაფიქრებ-ლად ჩვენ შემდეგ ამბავს მოგიყვებით:

   ერთხელ, სინას ალექსანდრიაში, ერთი სახლის წინ გამვლელებმა ბერი დაინახეს, რომელიც ხელით ნაკეთობას ჰყიდდა. ბერის ერთ-ერთმა ნაცნობმა გვერდით მყოფებს უთხრა:

   -გამიგონია, ეს კაცი ღვთისნიერია, არავის ევაჭრება და რასაც მის-ცემენ, იმ ფასად ჰყიდის თავის ნამუშევარს. მოდით, ვნახოთ, მართლაც ასეა თუ არა?

   წავიდნენ, მივიდნენ და ჰკითხეს ბერს:

   -ნაკეთობას ჰყიდი? რამდენს ითხოვ?

   -ათ სპილენძის მონეტას.-უპასუხა ბერმა.

   -ბევრს ითხოვ, აიღე ოთხი მონეტა.

   ბერმა უთხრა:

   -წაიღეთ.

   -არა ესეც ბევრია, თუ გინდა ერთი აიღე.

   -წაიღეთ-თქვა კვლავ ბერმა. და ერთ-ერთმა მყიდველმა რამდენიმე სპილენძის მონეტის ფასად მთელი მისი ნაკეთობა შეიძინა.

   ბერმა კი აიღო თავის კვერთხი და წავიდა. გამვლელები დაეწივნენ და უთხრეს:

   -ეს რა ჩაიდინე, მამაო?

   -რა ჩავიდინე?-იკითხა მან.

   -როგორ თუ რა? პირველად თითო ნაკეთობას ათ სპილენძის მონე-ტად აფასებდი, შემდეგ ოთხად გაყიდვაზე დაგვთანხმდი, ჩვენი შემოთავაზების შემდეგ მთელი ნაკეთობა ერთი სპილენძის მონეტად გაყიდე. რატომ მოიქეცი ასე?-შეეკითხნენ ბერს.

   -მე ხომ ასეთი ჩვეულება მაქვს, ჯერ ჩემს ფასს ვადებ, შემდეგ კი იმას ვიღებ, რასაც მაძლევენ.

   გამვლელები ფეხებში ჩაუცვივდნენ და პატიება სთხოვეს.

   აი, ძმებო, გაკვეთილი თქვენთვის. ბერი ღატაკი იყო და ღვთისმო-შიშების გამო მყიდველებს ბოლო ლუკმასაც უთმობდა. თქვენ კი მდიდრები ხართ და მაინც ცდილობთ, მყიდველს უკანასკნელი კაპიკი წაგლიჯოთ. განა ეს კარგია? დიდი ბოროტებაა უსინდისოდ ვაჭრობა, ვინაიდან უფალს სძულს ყოველგვარი უსამართლობა. მომავალში პატიოსნად ივაჭრეთ, დაივიწყეთ ყოველგვარი სიცრუე და უსამართლობა და მაშინ ღვთის უდიდესი წყალობა მოგენიჭებათ. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება