მთავარი > სხვადასხვა > გარეგნული საქციელის მიხედვით შეუძლებელია ადამიანზე მსჯელობა
გარეგნული საქციელის მიხედვით შეუძლებელია ადამიანზე მსჯელობა22-04-2014, 00:01 |
სიტყვა ღირს მამა ვიტალიზე, რომელმაც თავისი სენაკი მიატოვა და ალექსანდრიაში წავიდა, რათა მრავალი გზასაცდენილი ქალი გადაერჩინა
ჩვენ ადამიანზე ხშირად ვმსჯელობთ მისი საქციელის მიხედვით. ცუდად მოიქცა იგი? ჩვენ ვამბობთ, რომ ცუდი კაცია. თანაც ჩვენი ნათქვამის შესალამაზებლად ვიგონებთ და ვამატებთ რაღაცას და აი, ჭორიც უკვე აგორდა მის შესახებ. ასეთი მსჯელობა დაუშვებელია, რადგან ადამიანის შინაგანი ფიქრი ჩვენ არ ვიცით, არ ვიცით მისი ქცევის მიზეზი, რის გარეშეც ამა თუ იმ პიროვნების განსჯა შეუძ-ლებელია. მაგალითად, ზოგიერთი თავმდაბლობის გამო ჩუმად აკეთებს სიკეთეს, ჩვენ ვერ ვხედავთ მის მიერ ფარულად გაღებულ წყალობას და ვამბობთ, რომ იგი ძუნწია. სამართლიანად ვმსჯელობთ ამ დროს? რა თქმა უნდა, არა! ზოგიერთი ადამიანი ბუნებით ჩუმია, იგი სიტყვით კი არა საქმით ჩადის სიკეთეს ჩვენ კი არ ვიცით ამის შესახებ და ამ სიჩუმეზე დაყრდნობით მცდარად ვასკვნით, რომ იგი უგულოა. სამართლიანია ეს ბრალდება? ისევ და ისევ, არა! ადამიანს, რომესაც არ სურს იყოს ხალხის თვალში მმარხველი, ხშირად საზოგადოებაში ნუგბარს იგემებს ხოლმე, სახლში კი მაძღრისად შავ პურსაც არ ჭამს. ჩვენ კი მათ ღორმუცელებს და ღვინის მოყვარულებს ვუწოდებთ. მცდარი ხომ არ არის ასეთი მსჯელობა? ვაი, რომ ასეა! გვხვდება სხვაგვარი შემთხვევებიც, მაგალითად ასეთი: ჩვენი ღირსი მამა ვიტალი წმინდა სპირიდონის სენაკში 60-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ალექსანდრიაში წავიდა და იქ დაიწყო ცხოვრება. როგორც მის ცხოვრებაშია ნათქვამი, სურდა თავი დაეღწია ამქვეყნიური დიდებისაგან და ასე იქცეოდა: დღისით მუშაობდა, გასამრჯელოდ ერთ ვერცხლს იღებდა, ამ ფულით თავისთვის საჭმელს ყიდულობდა. საჭმელში ცოტას ხარჯავდა, შემდეგ კი ღამით საროსკიპოში მიდიოდა და იქ მიჰქონდა ჯამაგირის ნარჩენი. მამა ვიტალი მეძავებს ევედრებოდა, თავი დაენებებინათ დამღუპველი ცხოვრების წესისათვის და მთელ ღამეს მათთან ერთად ფსალმუნე-ბის გალობაში ატარებდა. საროსკიპოდან მომავალი ქალებს პირობას ართმევდა, რომ არაფერი ეთქვათ იმის შესახებ, თუ რისთვის დადიოდა ბერი მათთან. ქალაქის მცხოვრებნი ლანძღავდნენ და წყევლიდნენ მამა ვიტალის, მას წარამარა ეუბნებოდნენ: -გასწი, უბადრუკო, შენ გარყვნილები გელოდებიან! ანდა: -ჯობდა, ცოლო შეგერთო, ვიდრე მონაზვნობის სიწმინდე შეგებ-ღალა. მამა ვიტალი თავს არ იმართლებდა და ფარულად განაგრძობდა თავის კეთილ საქმეს. ბერმა ბოლომდე იღვაწა და ბევრი დაცემული იხსნა დაღუპვისაგან. ეს ყველაფერი კი მისი გარდაცვალების შემდეგ გაცხადდა, როდესაც მის სხეულს მაკურნებელი ძალა მიენიჭა. მასთან მიკარებისთანავე განიკურნა ეშმაკეული და მრავალი სხვა ავადმყოფი-მკელობელნი თუ ბრმანი. აი, კიდევ ერთი აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ გარეგნული საქციელით ადამიანზე მსჯელობა არ შეიძლება. ამ დროს ადვილად შესაძლებელია, შევცდეთ და თუკი გარეგნულად არ შეიძლება ადამიანის შეფასება, მით უფრო შეუძლებელია სხვისი მონაყოლითა და მონაჭორით გავიგოთ რამე. საქციელის ან სხვისი მონათხრობის მიხედვით განსჯას სჯობს ხმა საერთოდ არ ამოიღოთ. ამისთვის ნუ წინაჲწარ ჟამსა განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განა-ცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ (1 კორ. 4,5). განსჯისაგან თავის შეკავებას გვირჩევს იაკობ მოციქული:ერთი არს სჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განი-კითხავ მოყვასსა? (იაკ. 4,12) ამასვე გვასწავლის პავლე მოციქული: შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა? თჳსისა უფლისა დგეს გინა თუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლე-ბელ არს ღმერთი დადგინებად მისდა (რომ. 14,4) და თავად უფალი ამბობს: ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ (ლუკ. 6,37). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II . უკან დაბრუნება |