მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა პაისი მთაწმინდელი
წმინდა პაისი მთაწმინდელი24-02-2014, 17:59 |
კეთილმოწყობილი ცხოვრება სირთულეებს ჰბადებს. ჩემთან ერთი ადამიანი მოვიდა. მას სამი მანქანა ჰყავდა და ამის გამო დიდი ხარჯი და პრობლემები ექმნებოდა. მე ვურჩიე, რომ დაკმაყოფილებულიყო ერთი მანქანით და ნაკლებად ემოძრავა იმით, იმიტომ რომ მრავალი მანქანა მრავალ ახალ პრობლემას გვიქმნის. მათ გამო გვესაჭიროება სახელოსნო, ყოველგვარი მექანიზმები, საწვავი. შესაძლებელია ავტო–საგზაო შემთხვევებიც. რაც უფრო მოვიწყობთ ცხოვრებას, მით უფრო მეტი სირთულე გვექმნება. *** ამაო საგნების შეძენის გამო ჩვენ ვკარგავთ სულიერ სიმშვიდეს. ქალი, თითქოსდა მატერიალური სიდუხჭირის გამო, იძულებულია იმუშავოს. საბოლოოდ გამოდის ის, რომ ბავშვები კარგავენ თავიანთ დედებს. უმნიშვნელო რაღაცის გამო ოჯახის შექმნის აზრი და მიზანი გვეკარგება. *** ხშირად მეუბნებიან, რომ ძლივს აუდიან ოჯახს. ეს იმიტომ, რომ ვიდეოს, ტელევიზორის, ახალი მანქანისა და მრავალი ფუფუნების საგნის შეძენა გვსურს. ჩვენ გვიზიდავს ამაოებანი და არ ძალგვიძს თავის შეკავება, უფრო და უფრო მეტი სურვილები გვებადება, ბავშვები კი უყურადღებოდ გვრჩება. ეს უდიდესი ტრაგედიაა–აი, რა უნდა შევიგნოთ ჩვენ. იმუშაოს მხოლოდ ოჯახის უფროსმა და დავკმაყოფილდეთ მცირედით. მაშინ პრობლემებიც ნაკლები გვექ-ნება. *** რამდენადაც ადამიანები უბრალო, ბუნებრივ ცხოვრებას განეშორებიან და ფუფუნებისაკენ მიისწრაფვიან, ხვალინდელი დღის იმდენად უფრო მეტი შიში ეუფლებათ და რამდენადაც ვითარდება მიწიერი, მოჩვენებითი კრძალულება, მით უფრო იკარგება ბუნებრივი ღიმილი და უბრალოება. *** თქვენ, ერისკაცებო, რომ წვდებოდეთ როგორი საშიშროების წინაშე იმყოფებით, ჩვენზე (ბერებზე) ათჯერ მეტს ილოცებდით. უკან დაბრუნება |