მთავარი > სხვადასხვა > მტკიცე რწმენა გვეხმარება პატივი ვცეთ საკუთარ თავსა და მტერს
მტკიცე რწმენა გვეხმარება პატივი ვცეთ საკუთარ თავსა და მტერს19-04-2014, 00:01 |
სიტყვა პატერიკიდან ქვრივზე, რომელიც ქალაქის თავმა თავისი ვაჟიშვილის გამო შეიწყალა
რატომ ხდება ასე, ძმებო, რომ მრავალი ქრისტიანი უცხოვდება ჩვენგან და ყურად არ იღებს ჩვენს თხოვნას, ვძულვართ? იმიტომ, რომ ღვთისმოსავი ქრისტიანები ჩვენში მცირედმორწმუნეებს, ორივე ფეხით კოჭლებს ხედავენ, რომლებიც უფლის მცნებებს არ აღვას-რულებთ. სხვაგვარად მოიქცეოდნენ. ერთ ღარიბ, მოხუც ქალს ორი შვილი ჰყავდა-ქალ-ვაჟი. ვაჟიშვილი ბერად შედგა, ქალიშვილმა კი სიღარიბის გამო დანაშაული ჩაიდინა და ქალაქის თავს მისი სიკვდილით დასჯა სურდა. დედა თმების გლეჯით მივიდა ქალაქის თავთან და სთხოვა: -გევედრები, ჩემო ბატონო, თუ ჩემს შვილს მოკლავ, მეც მომკალი, რადგან მის გარდა წყლის მომწოდებელი არავინ მყავს. მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. მყავდა ვაჟიშვილი, მაგრამ ბერად შედგა და ახლა მონასტერში წმინდად ცხოვრობს. ქალაქის თავმა უთხრა: -მოიყვანე შენი ვაჟი, რომელზეც ამბობ, თითქოს წმინდანია, ილოცოს თავისი დისთვის და მაშინ გავათავისუფლებ შენს ქალი-შვილს. მოხუცი წავიდა ვაჟთან და აუწყა ქალაქის თავის ნება. შვილმა უპასუხა: -დამიჯერე დედა, ჩემს დასთან ერთად შენც რომ მოგკლას ქალაქის თავმა, მონასტერს მაინც არ დავტოვებ, ვინაიდან ამ წუთისოფ-ლისთვის უკვე მოვკვდი. დედა დიდხანს ევედრებოდა შვილს, მაგრამ მიხვდა, რომ ვერაფერს გააწყობდა და სასტიკად დაწყევლა იგი. მოხუცი ქალი ყველაფერს მოუყვა ქალაქის თავს. მან კვლავ უთხრა: -მომიყვანე შენი შვილი, რომელსაც წმინდანს უწოდებ! დედამ უთხრა: -არა, ბატონო, იგი არც წმინდანია და არც ღვთისნიერი ადამიანი. დიდხანს ვევედრებოდი წამომყოლოდა, მან კი ასე მიპასუხა: -შენ და შენს ქალიშვილს სიკვდილიც რომ მოგისაჯონ, მაშინაც არ წამოვალ, რადგან მე თქვენზე ადრე მოვკვდი ამ წუთისოფლისთვის. ქალაქის თავი განცვიფრდა ბერის სიმტკიცით და დარწმუნდა, რომ ეს მონაზონი მართლაც ღვთის მონა იყო. მაშინ მან დედას უთხრა: -იცოდე, მოხუცო, შენ რომ აქ შენი ვაჟი მოგეყვანა, არავითარ შემთხვევაში არ გავათავისუფლებდი შენს ქალიშვილს, მაგრამ მისი საქციელით დავრწმუნდი, რომ ის დიდებული მორწმუნეა ღვთის წინაშე! წაიყვანე შენი ასული და უფალი გწყალობდეთ. დარწმუ-ნებული ვარ, რომ შენი ვაჟიშვილი ჩემთვისაც ილოცებდა. ამრიგად, ძმებო, თუკი უფლის კანონებით ვიცხოვრებთ, გვექნება მტკიცე რწმენა, ყველას ვუჩვენებთ, რომ ქრისტიანები ვართ არა სიტყვით, არამედ საქმით. მაშინ ჩვენს მიმართ ხალხის დამოკი-დებულებაც სხვაგვარი იქნება, ისინი არ გაგვიუცხოვდებიან, ჩვენთან ახლობლობას ისურვებენ და საჭიროების შემთხვევაში დახმარების გარეშე არ დაგვტოვებენ. გაიგონეთ რა უთხრა ქალაქის თავმა დედას?-„არ გავათავისუფლებდი შენს ქალიშვილს, შენი ვაჟი რომ აქ მო-სულიყო. ამგვარად დავრწმუნდი, რომ ის მართლაც დიდებული მორწმუნეა ღვთის წინაშე". ბერის სათნო და სწორმა საქციელმა კეთილი ნაყოფი გამოიღო, როგორც თავად მისთვის, ასევე დედისა და დისთვის. მიჰვყვეთ ასეთი ხალხის მაგალითს და უფალი მუდამ მწყალობელი იქნება.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |