მთავარი > სხვადასხვა > მორჩილება განსაკუთრებით აუტანელია ეშმაკისთვის

მორჩილება განსაკუთრებით აუტანელია ეშმაკისთვის


17-04-2014, 00:01

მორჩილება განსაკუთრებით აუტანელია ეშმაკისთვის

 

სიტყვა პატერიკიდან, მორჩილების შესახებ, რომელიც ამარცხებს ეშმაკს

 

   ჩვენი მორჩილება განსაკუთრებით აუტანელია ეშმაკისათვის და ამას შემდეგი ორი მაგალითით დაგიმტკიცებთ.

   ორი ბერი, ღვიძლი ძმები, ერთად ცხოვრობდნენ, სრული სიყვა-რულით. ეშმაკს შეშურდა და მათი დაშორება გადაწყვიტა. როდესაც უმცროსმა სანთელი დაანთო და შანდალზე დაამაგრა, ეშმაკმა ჩააქრო და ძირს დააგდო. უფროსმა იფიქრა, რომ ეს უმცროსმა ძმამ გააკეთა, განრისხდა და სცემა იგი. უმცროსმა თაყვანი სცა და შეწყალება ითხოვა:

   -ძმაო, მოიცადე, ახლავე დავანთებ სანთელს.

   ეშმაკს უფლის უხილავი ძალა დილამდე აწვალებდა, როდესაც გა-თავისუფლდა, ყველაფერი სატანას უამბო. ამას ყურს უგდებდა ბერძენი ქურუმი, რის შემდეგაც, მალე იგი ბერად შედგა, გახდა მორჩილი და ყველას ეუბნებოდა: „მორჩილება ყველა მტრობას ამარცხებს, მე თავად მოვისმინე ეშმაკების ნაამბობი", და თუკი მონაზონი თავმდაბალი იქნება, ამით ყოველგვარ ბოროტ ძალაზე იზეიმებს.

   აი, მეორე მაგალითიც: ერთხელ ბერძნებმა ღირს მამა აგაფონთან ეშმაკით შეპყრობილი მიიყვანეს და მისი განკურნება სთხოვეს. ხუცესმა უბრძანა ეშმაკს:

   -გამოდი უფლის ქმნილებისგან!

   ეშმაკმა უპასუხა:

   -გამოვალ, ოღონდ ნება მიბოძე გკითხო, ვინ არის ღვთისმოსავი და ვინ ცოდვილი?

   ღირსმა მამამ უპასუხა:

   -ცოდვილი მე ვარ, ღვთისმოსავი კი მხოლოდ მამაზეციერმა იცის, ვინც არის.

   ამ სიტყვების გამგონე ეშმაკმა ხმამაღლა შესძახა:

   -აი, შენი თავმდაბლობის გამო გამოვდივარ.-და იმწამსვე დატოვა კაცი.

   აქედან გამომდინარე, მტრისგან თავის დასაღწევად აუცილებელია თავმდაბლობა, მორჩილება. ასეთები იყავით, ძმანო, თავად უფალმაც ხომ ამ ნიჭით დაამარცხა ეშმაკი და სრულიად გაიმარჯვა მასზე. გიმეორებთ, იყავით თავმდაბალნი, მორჩილნი და ბოროტი თავად მოგშორდებათ. ახლა ხომ იცით, რომ მორჩილების ატანა ეშმაკს არ შეუძლია. თავმდაბლობა ყოველთვის ამარცხებს მას. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II


უკან დაბრუნება