მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ადამიანის გადარჩენა დარდსაც შეუძლია და სიხარულსაც
ადამიანის გადარჩენა დარდსაც შეუძლია და სიხარულსაც15-04-2014, 00:01 |
სიტყვა პატერიკიდან ორ ბერზე, რომელთაც ქალთან შესცოდეს
სვინაქსარში ვკითხულობთ: ერთხელ ორი ბერი უმძიმეს ცოდვაში ჩავარდა. დროთა განმავლობაში შეინანეს და თქვეს: რა მოვიგეთ იმით, რომ დავთმეთ ანგელოზებრივი ცხოვრება და თავი გან-საცდელში ჩავიგდეთ? განა ამის გამო სამუდამო სატანჯველი არ გველოდება? მოდით, წავიდეთ კვლავ უდაბნოში და მოვინანიოთ, უფალი მიიღებს ჩვენს აღსარებას. გადაწყვიტეს და დაბრუნდნენ მონასტერში. ბერებმა სულიერ მამას გული გადაუშალეს. მოძღვარმა მათ ეპიტიმია დაადო და უბრძანა, მთელი წელი სენაკებში გამოკეტილიყვნენ. მთელი წლის განმავლობაში მოძღვარი ბერებს პურსა და წყალს უგზავნიდა. გავიდა ერთი წელი და ეპიტიმიის ვადაც გავიდა. მონასტრის წინამძღვარს ეუწყა, რომ ცოდვილები უკვე შეიწყალა უფალმა, გააღეს სენაკის კარი და რა იხილეს? ერთი ბერი საშინლად გამხდარიყო და გაფერმკრთალებული იყო, იგი კელიიდან დათრგუ-ნული გამოვიდა, ხოლო მეორე, ავარდისფერებული სახით, ზეიმობ-და. ძმები გაკვირდნენ ასეთი ურთიერთსაპირისპირო მდგომარე-ობით. ბერები ხომ ერათნაირად იკვებებოდნენ? პირველად დამწუხ-რებულ ძმას ჰკითხეს: -როგორ ცხოვრობდი სენაკში? მან უპასუხა: -ვფიქრობდი ჩემს მიერ ჩადენილ ცოდვაზე, მუდმივად წარმოვიდ-გენდი ჯოჯოხეთის სატანჯველს, სადაც ჩემი აღსრულების შემდეგ უნდა წავსულიყავი. მეორემ კი თქვა: -მე ვადიდებდი უფალს, რომელმაც ცოდვილ ცხოვრებას განმარიდა და ანგელოზებრივი ყოფა დამიბრუნა, ხოტბას ვასხამდი უზენაესს და ვხარობდი. მონასტრის ბერებმა თქვეს: ორივეს სინანული მიიღო ღმერთმა და ორივეს მიეტევა. აქედან აშკარად ჩანს, რომ ერთნი ხარობენ სულის ხსნის გზაზე, ხოლო მეორენი-ჭმუნავენ. ზემოთმოხმობილი მაგალითი ამის უტყუარ მაგალითს წარმოადგენს. თუკი შენ დაუტევე ბოროტი ცხოვრება და უფალმა აღსარებამდე მიგიყვანა, გიხაროდეს, ვინაიდან შენ გამოხვედი წყვდიადიდან და თავისუფლებაში შეაბიჯე, სიბნელიდან ნათელში გადაინაცვლე, უცხო ქვეყნიდან-სამშობლოში დაბრუნდი. როგორ არ უნდა გიხაროდეს, როდესაც იცი, რომ უფალმა კი არ განგაგდო, არამედ სიხარულით მიგიღო და კიდევ: აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს უყოფდა (ლუკ. 15,20). როგორ არ უნდა გიხაროდეს ეს? თუმცა, გახსოვდეს, სინანულის დროს სიხარული არ გარგებს, პირიქით, უნდა ჭმუნავდე შენს მიერ ჩადენილი სისასტიკის გამო, რადგან არაერთხელ შეურაცხყავი მამაზეციერი შენი ცოდვებით და ჯვარს აცვი ძე ღვთისა. დიმიტრი როსტოველი გვასწავლის: „დაჯექი და გაიაზრე შენი ცხოვრება, გაიხსენე სიყმაწვილიდან მოყოლებული, აღსარებაში თქმული თუ უთქმელი შენი ცოდვები; როდესაც ყველაფერს გაიხსენებ ღრმად ამოისუნთქე და თუ გული დამძიმებული გაქვს-იტირე". და, რა თქმა უნდა, შენი ცრემლები მხსნელად მოგევლინება: რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელ-სა შეიქმს; ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს (2 კორ. 7,10). როგორც ვნახეთ, ძმებო, ერთნი მწუხარებით ცხონდებიან, მეორენი-სიხარულით. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ აღსარებისას მუდამ უნდა ვტიროდეთ ჩვენი ცოდვების გამო და უნდა ვხარობდეთ იმ უსაზღვრო წყალობისთვის, რომელიც ჩვენზე მოიღო უფალმა.
„სვინაქსარი". ტომი II.
უკან დაბრუნება |