მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > მორჩილების შესახებ

მორჩილების შესახებ


10-04-2014, 00:01

მორჩილების შესახებ

 

სიტყვა პატერიკიდან, მორჩილების შესახებ

 

   რატომ არის ძმანო, რომ მორჩილება ყველა სხვა სათნოებაზე მაღლა დგას? რა არის ამის მიზეზი?

   ერთი ბერი ამბობდა, მორჩილებაში მყოფი უფრო დიდ ჯილდოს მიიღებს, ვიდრე უდაბნოში განდეგილი. რომელიღაც ბერმა წმინ-დანთა განსასვენებელი ადგილები იხილა და ერთგან ერთი კაცი დაინახა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ადამიანი სიცოცხლეში სულ ავადმყოფობდა, მაგრამ ამ განსაცდელის ჟამს კი არ გმინავდა და კვნესოდა, კი არ ჩიოდა, არამედ უფალს ადიდებდა. სხვა ადგილას მან მეორე კაცი იხილა. მისთვის ნათელი გახდა, რომ იგი სიცოცხლეში მწირებს მასპინძლობდა, ამიტომაც ახლა ნეტარებდა. მესამეგან დაინახა ადამიანი, რომელიც უდაბნოში განდგომის გამო განისვენებდა და ბოლოს, განსაკუთრებით დიდებულ ადგილას იხილა კაცი, რომელიც აღმატებულ ნეტარებაში იყო და კისერზე ოქროს მანიაკს ატარებდა. რისთვის? იკითხა ყოველივე ამის მხილ-ველმა. მან, ვინც ავადმყოფობის დათმენის გამო ნეტარებდა, უპასუხა:

   -იგი იმიტომ არის ყველაზე აღამტებული, რომ ყველა აქ მყოფი სიკეთეს საკუთარი ნებით აღასრულებდა, მან კი მთელი თავისი ნება უფალსა და სულიერ მამას დაუმორჩილა, მთელი ცხოვრება მორჩი-ლებაში გაატარა და უდიდესი პატივი ერგო.

   იმიტომაც არის მორჩილება სხვა სათნოებებზე აღმატებული, რომ იგი საკუთარი თავის ჯვარცმასთან არის გაიგივებული. როგორც ვნახეთ, სამოთხეში მყოფმა ყველა დანარჩენმა სიკეთე თავისი ნებით ჩაიდინა, მორჩილებაში მყოფმა კი დათმო საკუთარი ნება და მთლიანად უფალსა და სულიერ მოძღვარს დამორჩილდა. ამგვარად, იგი ფაქტიურად ჯვარს ეცვა. ამიტომ, თქვენც გამყარდით მორჩი-ლებაში და არ ინანებთ.

   წმინდა მამები გვასწავლიან: მორჩილება ყველა სიკეთის მშობელია. ჰოი, მორჩილებავ, შენ ჭეშმარიტი მხსნელი ხარ, მორჩილებით სასუ-ფეველს დავიმკვიდრებთ, მორჩილებით ზეციური კარიბჭე განიხვ-ნება და მიწიდან ზეცად ავმაღლდებით, მორჩილებით ყველა წმინდანი გამოიცდება და თუკი აღიჭურვებიან ამ სათნოებით, სრულყოფილებას მიაღწევენ. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II


უკან დაბრუნება