მთავარი > წმიდათა ცხოვრება > წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრებიდან

წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრებიდან


5-08-2012, 16:52
 წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრებიდან  
"ესაა ღმრთის კაცი, რომელსაც მრავალი ჭირის დათმენა მოუწევს ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის "
  პირველი მსოფლიო კრების დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ წმ. ათანასე ალექსანდრიის ეკლესიის მღვდელმთავრად აირჩიეს.
46 წელი დაჰყო წმ. ათანასემ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსად და გრიგოლ ღმრთისმეტყველის სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო "მთელი მსოფლიო ეკლესიის წინამძღვარი.”
ათასე დიდმა პირველ ყოვლისა ეკლესია- მონასტრები მოიარა. ტაბენისიაში კი წმ. ათანასემ პახომი დიდის მიერ დაარსებული მონასტ-რების ძმობის წევრები ნახა. თვით ღირსი პახომი დამხვდურეთა შორის იყო, მაგრამ ეშინოდა, მთავარ-ეპისკოპოსმა მღვდლადMარ მაკურთხოსო, ამიტომ სხვა მონაზვნებს შეერია მხოლოდ მღვდელმთავრის გამგზავრე-ბის წინ გამოეყო მათ, თვალებში შეხედა წმ. ათასეს და წინასწარმეტყველურად წარმოთქვა: "ესაა ღმრთის კაცი, რომელსაც მრავალი ჭირის დათმენა მოუწევს ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის.”
და მართლაც, ალექსანდრიის ეკლესიის მშვიდობიანი მართვის წლები ათანასე დიდისათვის დიდხანს არ გაგრძელებულა.
328წ. არიანელებმა მოახერხეს გადასახლებიდან არიოზის გამოშვება და მომდევნო წლებში იმას მიაღწიეს, რომ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საეპისკო-პოსო კათედრა ხელთ იგდეს.
რაკი იცოდნენ, რომ მართლმადიდებლობის უმთავრე-სი საყრდენი ათანასე დიდი იყო, არიოზმა და მისმა მომხრეებმა 330წ. ინტრიგების მთელიEწყება დაუპირისპი-რეს წმინდანს. მათ შესჩივლეს იმპერატორ კონსტანტინეს, რომ ათანასე დიდი თავისი ეპარქიის შემოვლისას ფულისა და ძვირფასეულობის გამოძალვას ეწეოდა, რომ იგი ფულად შემწეობას უგზავნიდა იმპერატორის წიინაარმდეგ აჯანყებულ ვინმე ფილუმენს, რომ ათანასე თავს დაესხა ასხარას, როდესაც ეს უკანასკნელი ლიტურგიას ატარებდა და ბარძიმი გააგდებინა ხელიდან. როდესაც წმ. ათანასემ ამ ბრალდებების უსაფუძვლობა დაამტკიცა, მისმა მოწინააღმდეგეებმა  ახალი ბრალდება წაუყენეს: მკვლელობა და ჯადოქრობა. თითქოსდა მან მოკლა ეპისკოპოსი არსენიც, ხელი მოჰკვეთა მას და ამ ხელით ათასგვარ ჯადოქრობას ეწეოდა. 335წ. ტვიროსში შედგა კრება, რომელიც წმ. ათასეს მკვლელობას და ჯადოქრობაში ადანაშაულებდა.
არსენი დიდმა ეს ბრალდებაც სასწაულებრივად უარყო. მან თვით მკვდრეთით აღმდგარი არსენი მოიხმო დარბაზში და იკითხა: "ეს ხომ არაა არსენი” მათ, ვინც იცნობდა არსენს, ერთხმად შესძახეს: "ესაა” წმ. ათანასემ უბრძანა _ არსენს ორივე ხელი წინ გამოეწვდინა და ჩვეული მახვილგონიერებით იკითხა: "ხომ ხედავთ, მას ორი ხელი აქვს. სადღაა ის მესამე, მე რომ მოვკვეთე? განა ღმერთმა კაცს მხოლოდ ორი ხელი არ მისცა?
რაკი დაინახეს, რომ ეს ბრალდებაც გაქარწყლდა, არიოზის მომხრეებმა ახალი მოიფიქრეს: წმ. ათანასეს დასწამეს, თითქოს იმუქრებოდა, რომ ალექსაანდრიიდან პურით დატვირთულ ხომალდებს არ გაუშვებდა კონსტანტინეპოლისკენ და თუმცა კონსტანტინე დიდს კარგად ესმოდა, რომ ესეც ცრუბრალდება იყო, ვნებათაღელვის დასაცხრობად წმ. ათანასე გადასახლე-ბაში ქალაქ ტრერში გააგზავნა.
ტრირში წმ. ათანასე ორწელიწადნახევარი დარჩა 337წ. გარდაიცვალა იმპერატორი კონსატანტინე. იმპერია მან სამ ვაჟიშვილს გაუყო. უფროსი ძმის კონსტანტინეს მოთხოვნით წმ. ათანასე თავის კათედრაზე აღადგინეს.
მაგრამ მშვიდი მმართველობა მას არც ამჯერად ეწერა.
მალე იმპერატორ კონსტანტინიუსის კარზე არიოზის მომხრეებმა გაიმარჯვეს, ისინი ვერ ეგუებოდნენ რომ წმ. ათანასე მშვიდად მართავდა ეგვიპტისა და პენტაპო-ლისის ეკლესიებს. იმპერატორი კონსტანტინიუსი არიანელების გავლენის ქვეშ იყო და წმ. ათანასეს შეპყრობა ბრძანა. მღვდელმთავარი ფარულად რომს გაემგზავრა, სადაც პატივით მიიღო პაპმა იულიუსმა.
წმ. ათანასეს ამ დევნაში ჩვენ ღმრთის განგებას ვხედავთ. გადასახლების მეშვეობით წმ. ათანასეს გავლე-ნა მთელ მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროზე გავრცელდა.
წმ. ათანასემ რომში სამი წელი დაჰყო. 343წ. იგი იმპერატორმა კონსტანსმა მიიწვია მილანის კრებაზე, რომელმაც გამოიტანა დადგენილება _აღედგინათ წმ. ათანასე თავის კანონიკურ უფლებებში.
წმ. ათანასე თავის ქალაქში 346 წლის 21 ოქტომბერს დაბრუნდა. ხალხი დიდი ზეიმით შეეგება მღდელმთავარს.
ხუთი წელი წმ. ათანასე და მასთან ერთად ეგვიპტის და პანტაპოლისის ეკლესია სრული მშვიდობით ტკბებო-და. ეს დრო წმ. მამამ სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან ურთიერთობისათვის და საეკლესიო თხზულებების დაწე-რისათვის გამოიყენა.
მაგრამ მშვიდობა მართმადიდებლობის სვეტსა და აღმოსავლეთის იმპერატორ კონსტანტინიუსს შორის დიდ-ხანს არ გაგრძელებულა.
355 წ. ახალმა კრებამ, რომელიც კონსტანტინიუსმა მილანში მოიწვია, კვლავ დაგმო წმ. ათანასე და მის შესაპყრობად თავისი დაახლოებული კაცი სირიანუსი გააგზავნა.
სირიანუსმა თავისი ჯარით, რომელშიც 500 კაცი იყო, ალყა შემოარტყა ქალაქს 336 წლის 8 თებერვალს, შუაღამეს, როდესაც წმ. ათანასე და მისი სამწყსო წმ. თეონას ეკლესიაში ღამისთევის ლოცვას ატარებდა. ეკლესიას ჯარი შემოადგა გარს და სირიანუსმა ტაძარში შესაჭრელად მზადება დაიწყო. წმ. ათანასეს ყურადღება არ მიუქცევია დაწყებული მღელვარებისთვის, სავარძელში ჩაჯდა და ბრძანა ეგალობათ 134-ე და 135-ე ფსალმუნები. ამ გალობის დროს კარი შეამტვრიეს და ეკლესია შეიარაღებული ჯარისკაცებით გაივსო. ყველა ძრწოლამ შეიპყრო, ბევრი ისრით დაიჭრა, ჩირაღდნები ჩაქრა და სიბნელეში ბევრიც გასრისეს. მხოლოდ მთავარეპისკოპოსი რჩებოდა თავის კათედრაზე და ყველას ლოცვისაკენ მოუწოდებდა. სამღვდელოება ურჩევდა, დაუყოვნებლივ გაქცეულიყო, მაგრამ მან ბრძანა ჯერ მისი თანაშემწეები გარიდებოდნენ იქაურობას, და მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდა, რომ ყველა დაიმალა, ნება მისცა თავისიანებს მოსასხამით დაეფარათ და ტაძრიდან გაეყვანათ. ამრიგად, "იგი ზამთრის ბნელ ღამეში გაუჩინარდა _ არავინ იცოდა, საით წავიდა”
წმ. ათანასე ნიტრიის უდაბნოს მონაზონთა შორის გაიხიზნა. იმპერატორმა ჯარი გააგზავნა ნილოსის მარჯვენა ნაპირზე მდებარე მონასტერში, სადაც დიდხანს იმყოფებოდა წმ. ათანასე, მაგრამ მღდელმთავარმა მოასწრო იქიდან გაქცევა.
უკაცრიელ თავშესაფარში წმ. ათანასემ 6 წელი გაატარა. ამ დროს არიოზის მწვალებლობა სხვადასხვა საშუალებებით მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა.
წმ. ათანასე თავისი უკაცრიელი თავშესაფარიდან ყურადღებით ადევნებდა თვალს ყოველივეს, რაც ეკლესიის სამყაროში ხდებოდა. მისი სიტყვებიდან: "მე ვიხილე და ნამდვილად დავრწმუნდი, რა ხდებოდა რიმინსა და სელევკიაში”, ათანასე დიდის ბევრი ბიოგრაფი ასკვნის, რომ იგი თვითონ, გადაცმული, ფარულად ესწრებოდა არიოზულ შეკრებებს.
წმ. ათანასეს ბრძოლა არ შეუწყვეტია."ჩვენ ვიბრძვით იმისთვის _ წერდა იგი ეგვიპტის ეპისკოპოსებს _ "რაც ყველაფერია ჩვენთვის.”
წმ. გრიგოლ ღმერთისმეტყველი წერს: "ამ ხანგ-რძლივი ტრაგედიის მთელი მსვლელობის მანზილზე, მხოლოდ წმ. ათანასეს არ გაუკეთებია არაფერი იმის გარდა, რასაც ჭეშმარიტი ბრძენი უნდა იქმოდეს და რაც მართალმა უნდა დაითმინოს. ვითარება ასეთი იყო: მთელი ქვეყანა ათანასეს წინააღმდეგ და ათანასე მის წინააღმდეგ. თითქოს ნახევარმა საუკუნემ ჭიდილში განვლო: ვის დარჩებოდა საბოლოო გამარჯვება, იმ მხარეს, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, თუ იმას, რომელსაც არაფერი გააჩნდა, გარდა ღმერთისა, მისი მფარველისა, და სიკვდილისა, როგორც განსაცდელთა დასასრულისა”.
361წ. გარდაიცვალა იმპერატორი კონსტანტინიუსი. ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, რომის ლეგიონებმა იმპერატორად გამოაცხადეს იულიანე. მან დაუფარავად გამოაცხადა თავი წარმართად. იგი აბუჩად იგდებდა ქრისტიანთა საღმრთისმეტყველო დავას. ამიტომ ბრძანა, გადასახლებიდან დაებრუნებინათ კონსტანტინიუსის მიერ დატუსაღებული ყველა ეპისკოპოსი, მათ შორის წმ. ათანასე.
მაგრამ წმ. ათანასეს მდგომარეობა ალექსანდრიაში იულიანე განდგომილის დროს არ იყო მყარი. იმპერატორი სულ უფრო მტრულად ეკიდებოდა ქრისტიანებს. და მათი სასტიკი დევნის წამოწყება განიზრახა. იგი ძალიან მალე მიხვდა, რა ძალას წარმოადგენდა წმ. ათანასე ეკლესიისათვის და ბრძოლა გამოუცხადა მას.
ერთი წელიც არ გასულიყო წმ. ათანასეს სამშობლოში დაბრუნებიდან, რომ მიიღო უწყება- იმპერატორმა დაბრუნების უფლება კი მოგცა, მაგრამ მწყემსმთავრობისა_არაო. იმპერატორი ემუქრებოდა მას გადასახლებით ან  "რაიმე უფრო უარესით”.
მღდელმთავარი სახლიდან გავიდა და ნავში ჩაჯდა, რათა ნილოსის ზედაწელში მდებარე თავშესაფარს დაბრუნებოდა. მასთან განშორების გამო მტირალ მეგობრებს მან უთხრა, რომ ამჯერად ეს გადასახლება არ იქნებოდა ხანგრძლივი, რომ იულიანე "მხოლოდ მსუბუქი ღრუბელია, რომელსაც ქარი მალე გადარეკავს.”
ეს დევნილება, როგორც წმ. მღდელმთავარმა იწინასწარმეტყველა, ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ მას რამდენჯერმე ელოდა შეპყრობა და სიკვდილი. ქალაქ ანტინოედან, სადაც იგი იმალებოდა, ტაბენისის სავანეებში დაბრუნება მოუხდა. აქ მას ამბა თეოდორე და ამბა პამბო შეხვდნენ. მღდელმთავარმა უამბო მათ ცოტა ხნის წინ თავს დატეხილი ხიფათების შესახებ და დაუმატა: "მაგრამ მე თავს უფრო წყნარად მაშინ ვგრძნობ, როცა მდევნიან, ვიდრე მშვიდობიანობის დროს. თუკი მომკლავენ " ამ სიტყვებზე ამბა პამბომ და ამბა თეოდორემ ერთმანეთს გადახედეს და გაიღიმეს. რატომ გეღიმებათ? ჰკითხა წმ ათანასემ. " ნუთუ გგონიათ, რომ სიკვდილისა მეშინია? "არა მამაო”, მიუგო ამბა თეოდორემ, " მაგრამ სწორედ ახლა შენი და მთელი ეკლესიის მტერი, იულიანე, სპარსეთის ომში მოკლეს.”
იულიანეს მემკვიდრე იყო მართლმადიდებელი იმპერატორი იობიანე და წმ. ათანესე მის დროს კვლავ დაბრუნდა ალექსანდრიაში. მაგრამ მშვიდობა ამჯერადაც ხანმოკლე გამოდგა. ექვსთვიანი მართველობის შემდეგ იმპერატორი იობიანე გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე ვალენტიუსი მართლმადიდებელი იყო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ აღმოსავლეთის მართველობა გადასცა თავის ძმას, არიანელ ვალენტუსს.      
365წ. ვალენტუსმა ბრძანა კვლავ  გადაესახლებინათ იულიანესაგან დაბრუნებული ყველა ეპისკოპოსი. ეს იყო წმ. ათანასეს მეხუთე გადასახლება. ამჯერად იგი თავისი მამის აკლდამაში იმალებოდა. მაგრამ ოთხი თვის შემდეგ ვალენტუსმა გააუქმა ეს ბრძანება, თავისი დაახლოებული კაცი, ბრაზიდასი გააგზავნა წმ. ათანასესთან და საეპისკოპოსო კათედრაზე დაბრუნება შესთავაზა. 366 წლის 1 თებერვალს წმ. ათანასე მოზეიმე ხალხის თანხლებით კვლავ, ეს უკვე მერამდენედ, დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში.
იმის მიუხედავად, რომ იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს არიანელი ვალენტუსი მართავდა, წმ. ათანასეს ცხოვრების ბოლო წლები წყნარად მიედინებოდა. ღმერთმა მშვიდი მიმწუხრი მიჰმადლა თავის ერთგულ მსახურს, რომელმაც მრავალი ტანჯვა დაითმინა ჭეშმარიტებისთვის.
370 წ. კესარიის კატედრაზე ავიდა მთავარეპის-კოპოსი ბასილი დიდი და წმ ათანასემ უმალ დაინახა მასში თავისი ღირსეული ძმა: ამ დროიდან იგი უკვე აღარ იყო მარტო. წმ. ათანასე გარდაიცვალა 373 წლის 2მაისს მან სიცოცხლეშივე აკურთხა მემკვიდრედ ალექსანდრიის მთავარეპ-ისკოპოსის კათედრაზე თავისი მეგობარი, მღვდელი პეტრე.
ეკლესია წმინდად ინახავს დიდი მამისა და მოძღვრის, მღვდელმთავარ ათანასე დიდის ხსოვნას.
 
           
                                 დავით ჯინჭარაძე
                                 მიხეილ თოფურია
                                 ნიკოლოზ დარდაგანიძე


უკან დაბრუნება