მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


18-02-2014, 18:06

   გიორგის შეკითხვა: დამლოცეთ მამაო. მაინტერესებდა, სტალი-ნის პიროვნებაზე რა აზრის არის მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია? რამდენადაც ცნობილია მასზე აზრი გაორებულია და რუსეთის ეკლესიაში ზოგიერთმა სასულიერო პირმა ხატიც კი დაწერა სტალინის გამოსახულებით. ასევე ცნობილია, რომ მოხუცების გარკვეული კატეგორია, მათ შორის საქართველოში, რომელიც მრევ-ლია და ეკლესიაში დადის, მოსახსენებელში წერს სტალინის სახელს და იხსენიებს ლოცვაში. რამდენად სწორია მათი ამდაგვარი დამო-კიდებულება?

   პასუხი: გეთანხმებით, რომ სტალინის პიროვნება მრავალი ადა-მიანისათვის მითქმა-მოთქმის თემა გახდა. ჩემთვის ცნობილია ორი-ვე მხარის არგუმენტები. მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ უტყუარ ფაქტებზე აკეთებს დასკვნას. ფაქტი კი ისაა, რომ სტალინი რევოლუციონერი იყო. 1937 წლის ტერორი და რეპრესიები ასევე არის ფაქტი.

   შეინანა ეს დანაშაულები თუ არა, ჩემთვის უცნობია. ნებისმიერ შემთხვევაში, ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელდა მისი მმართველობის დროს. თავისი, ვთქვათ, სინანულით, ის ვერ გააცოცხლებს რეპრესირებულებს და ვერ გააბათილებს იმ ტკივილს, რომელიც მათ და მათმა ოჯახებმა განიცადეს.

   დანარჩენი ღმერთს მივანდოთ. ღვთის სამსჯავრო ჩემთვის უცნო-ბია, მაგრამ ის ყოველთვის სამართლიანია.

   პ. ს. პირადად მე არ ვიხსენებ სტალინს ლოცვაში და არც სხვას ვურ-ჩევ ამის გაკეთებას.



უკან დაბრუნება