მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > საერო მოსამართლეთა მიმართ
საერო მოსამართლეთა მიმართ6-04-2014, 08:17 |
სიტყვა თქმული წმიდა მამათა მიერ, რათა არ გავანაწყენოთ ქვრივ - ობლები
ძმანო, ზოგიერთი თქვენთაგანი რჩეულ მოსამართლეებად მსახუ-რობენ საერო დაწესებულებებში. თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ მოსამართლის თანამდებობა დიდი ტვირთია, მათ უდიდესი მოვა-ლეობა აქვთ დაკისრებული. მოსამართლეებმა უნდა დაიცვან მშვიდობა საზოგადოებასა და ოჯახებში, უნდა დაიცვან ახლობელთა სინდისი, ძლიერთა ჩაგვრისაგან დაიფარონ სუსტები, ხოლო მდიდართა ზეწოლისაგან - ღარიბები. ხშირად მოსამართლეზეა დამოკიდებული ქვრივ - ობოლთა ბედი; ისინი ვალდებულნი არიან გზააბნეული მამები ოჯახებსა და ჭეშმარიტ გზას დაუბრუნონ, ხალხში ლოთობა აღმოფხვრან, ზარმაცებს შრომა ასწავლონ და კიდევ მრავალი სხვა საქმე გაარჩიონ. თუ როგორ უმკლავდებით თქვენ, მოსამართლენო, მრავალმხრივ საზრუნავს, ყველაფერს აქ ვერ ჩამოვთვლით და ამის გარკვევას არც დავიწყებთ, მაგრამ მოძღვრის ვალია, რაიმე გასწავლოთ მოსამართლის მოვალეობის შესახებ და ამას გავაკეთებ არა ჩემი სიტყვებით, არამედ წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. რას ამბობენ ისინი მოსამართლის ტვირთის შესახებ? „ისმინეთ კაცთა ამქვეყნიურო ბატონებო და მოსამართლენო, ნუ გაამართლებთ დამნაშავეს მოგების სურვილით, ნუ გერიდებათ ძლიერი პიროვნებისა, იხსენით ჩაგრულნი, რათა თქვენც გამოგიხსნან საშინელი სამსჯავროს დღეს, ნუ გააწბილებთ ქვრივ - ობლებს და საკუთარ თავს რისხვა ააცილეთ. უფალი ამბობს: ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ. თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივილს. რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლ-დებათ. თუ ვინმეს, ჩემ ერისაგანს, ღარიბ - ღატაკს, ვერცხლს ასესხებ, მევახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დაუწესებ (გამ. 22, 21-24). ის, ვინც ყოველივე ამასთან ერთად ქვრივ - ობლების ქონების მიტაცებაზე იფიქრებს - უფლის რისხვას დაიმსახურებს. უფლისა, რომელიც, მეფსალმუნის თქმით: (ფსალმ. 67, 6). ვაი მას, ვინც ქვრივებს დაჩაგრავს, უკეთესი იქნებოდა საკუთარი სახლისთვის წაეკიდებინა ცეცხლი და იქ დაეტოვებინა, ვინაიდან ქვრივების ოხვრისა და ცრემლის გამო საუკუნო ცეცხლით დაიწვება გეენიაში. ამიტომ, ნუ დაიჯერებთ განუსჯელად ქვრივ - ობოლთა შესახებ ნათქვამ სიცრუეს, ნუ აჩქარდებით, ნუ ენდობით მათ დამბეზღებლებს, ერიდეთ ეშმაკისაგან დაგებულ მახეებს, იყავით ობოლთა შემწენი და ქვრივები გაკურთხებენ, დაგლოცავენ. იზრუნეთ ქვრივ - ობლებზე, გახდით მათთვის ჭეშმარიტნი მამანი, ყურადიღეთ შეურვებულთა ვედრება. ქვრივ - ობოლთა დახმარება, შეწყალება, ნუგეშისცემა - უდიდესი ღვაწლია უფლის წინაშე. უკეთესია წყალო-ბით მოიპოვოთ კეთილი სახელი, ვიდრე წყევლით - სიმდიდრე. მამაზეციერმა თქვენ უდიდესი ღირსება და პატივი მოგანიჭათ - თქვენ თხოვნით მოგმართავენ მდაბიონი და დიდებულნი, სახელოვანნი და უქონელნი, რაც უფლის წყალობაა და სიკეთე, ამიტომ ორმაგად უნდა ერიდოთ ცოდვას. თუკი ვინმესგან ქრთამს აიღებ, დაიწყევლები, ისევე როგორც დაწყევლილია ყველა უსამართლო მსაჯული. უფლის რისხვა სატანჯველს მოუვლენს ასეთ ადამიანებს, ცეცხლით დაფერფლავს მექრთამეებს. მათი მემკვიდ-რენი, მამათა უსინდისობისა და მექრთამეობის გამო, კეთილ-დღეობით ვეღარ იცხოვრებენ, რადგან მათი მშობლები უსამართლოდ იხვეჭდნენ ფულს. ვაი თქვენ, ქონების უსამართლო გზით მომხვეჭელო მოსამართლენო! ყველაფერი, რაც ქვრივ - ობლებს წაგლიჯეთ, იმ ცეცხლს დაასხამს ნავთს, რომელიც თქვენთვის გეენიაშია გამზადებული! ასე რომ, სჯობს იყოთ წინდახედულნი და მოწყალენი უძლურთა მიმართ და უფალიც მოწყალედ გადმოგ-ხედავთ თქვენ." ამრიგად, როგორც ხედავთ, მოსამართლის თანამდებობა არა მარტო შრომატევადი და ზრუნვით აღსავსეა, არამედ უაღრესად საპასუხის-მგებლოც. დაიცავით სამართლიანობა, ნუ იქნებით პირმოთნენი, იყავით მწყალობელნი, განერიდეთ მომხვეჭველობას, განსაკუთ-რებული წინდახედულება გამოიჩინეთ იმ სადავო საქმის გარჩევის დროს, რომელიც ქვრივ - ობლებს ეხებათ. ახლა ხომ იცით, რომ თავად უფალს უწოდებენ ქვრივ - ობოლთა მამას და უსინდისო მოსამართლეებს სამაგიერო უფლისაგან მიეზღვევათ. იცით, რა საშინელია ცოდვებზე პასუხისგება, გახსოვთ, რა მრისხანეა უფლის ხმა? და არა მარტო თქვენ გემუქრებათ უფლის მრისხანება თქვენი არასწორი სამსჯავროს გამო, არამედ თქვენს ცოლ - შვილსაც. მაშ, გეშინოდეთ უფლის საშინელი სამსჯავროსი და საქმის განხილვის დროს ყოველთვის იფიქრეთ თქვენს პასუხისმგებლობაზე უფლის წინაშე. ასეთი ფიქრითა და ზრახვით თქვენს გულს უფლის შიში ეწვევა, აღარასოდეს გაცდუნებთ ქრთამი და აღარასოდეს იცრუებთ. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.
უკან დაბრუნება |