მთავარი > ახალი ადამიანი, მთავარი გვედის ფოტო > ახალი ადამიანის ფორმირება

ახალი ადამიანის ფორმირება


5-08-2012, 16:45
 

 

   ძირითადი თემის განხილვამდე მართებულად მივიჩნიეთ ზოგადად მაინც გაგვეანალიზებინა არსი იმ ისტორიული მოვლენებისა, რო-მლებსაც მოჰყვა ბოლშევიკური რევოლუცია და ამ რევოლუციის საზარელი შედეგი - სულიერების დაკნინება, ზნეობრივი ღირე-ბულებების გაუფასურება. გამარჯვებულმა რევოლუციამ ხომ და-უყოვნებლივ და ულმობლად გააცხადა თავისი არსი, როცა უდ-ანაშაულო ადამიანთა სასტიკი დევნა და რეპრესიები დაიწყო.
   მოგეხსენებათ, საუკუნეების წინ საზოგადოებას ქრისტიანული მო-ძღვრება ასაზრდოებდა. კულტურა, ტრადიციები, ადათ-წესები, ქცევის ნორმები ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს ეფუძნებოდა. ადამი-ანთა მიზანი ცოდვისგან განრიდება და სასუფევლისკენ ლტოლვა იყო. დამახასიათებელი ისტორიული ტრადიცია მათთვის (და ჩვე-ნთვისაც) ერის კულტურა გახლდათ. ტრადიცია კი სულიერი მე-მკვიდრეობაა, რომელიც ადამიანს წინაპართა რწმენის, სამშობლოსა და მისი მიწა-წყლის დაცვას ავალდებულებს. ტრადიციის მატა-რებელი ადამიანიაო რომ ვამბობთ, ვგულიხმობთ: მას აქვს ღირსების გრძნობა, ერთგულებისა და პატიოსნების ნიჭი, ჭეშმარიტი სიყვა-რულის უნარი. ასეთი ადამიანებისათვის განსაკუთრებით ძვირფასია საეკლესიო გადმოცემები, რომელიც სათავეს მოციქულებისაგან იღ-ებს და ეკლესიაში მკვიდრობს. ტრადიციული ფასეულობა მათთვის არც უბრალო ბუტაფორიაა, არც უცხოელებისთვის საჩვენებელი ეგზოტიკური, თუნდაც ესთეტიკური სანახაობა, არამედ სასიცოცხ-ლო მნიშვნელობის, მარად თანამდევი მოვლენა.
  ცნობილია, რომ არისტოკრატია ტრადიციას, წარმომავლობას, წეს-ჩვეულებასა და ოჯახურ ღირსებას მეტად უფრთხილდებოდა.  პეტრე პირველის ეპოქიდან მოყოლებული კი არისტოკრატიის (ძირითადი ნაწილის - ავტ.) იდეალი ევროპული "განათლება", მეჯლისებზე გართობა და ფუფუნებისკენ სწრაფვა გახდა. ამქვეყნიური სიამეე-ბისაკენ მიდრეკილთა მრავლობამ და მძლავრობამ მოარყია მტკიცე სულიერი ღირებულებები და რევოლუციის განვითარების წინაპი-რობები ჩასახა. ცნობილია, რომ რევოლუცია ტრადიციის აშკარა, შეუნიღბავი გამანადგურებელია. მისი დარტყმა პირველ ყოვლისა ტრადიციის მატარებელ ადამიანებზეა გათვლილი.
   XVII- XIX საუკუნეებში სწრაფად ვრცელდებოდა და ფეხს იკიდებდა დასავლეთიდან წამოსული რაციონალისტური და ანტიქრისტიანული იდეები. XIX საუკუნის ევროპაში კი უკვე სამი საშინელი თეორია გაჩნდა: დარვინიზმი, მარქსიზმი, ნიჰილიზმი.
   დარვინის ევოლუციურმა თეორიამ (ადამიანი წარმოიშვა მაიმუნი-სგან და მისთანები) მრავალი სიმახინჯით საბედისწერო შედეგებამდე მიიყვანა ცივილიზებული სამყარო. მატერიალიზმისა და ათეიზმის იდეებმა, ჩვენდა საუბედუროდ, ყველა სფერო მოიცვა. ამან შემდეგში სულიერად შვა მარქსიზმის სოციოლოგია და ნიცშეს ფილოსოფია.
   მარქსიზმის იდეოლოგიას დარვინის სამმა თეზამ შეასხა ფრთები: ევოლუცია, ბრძოლა არსებობისათვის და გაიმარჯვოს უძლიერესმა. ამის საფუძველზე მარქსი კლასობრივი მტრების განადგურებასა და შემდგომ ხალხის ბედნიერ ცხოვრებას ქადაგებდა. ზნეობას, პირ-უტყვისგან ადამანის განმასხვავებელ მთავარ ნიშანს, მარქსიზმი პირობით და დროებით მოვლენად აფასებდა. მარქსი ზნეობის ევოლუციაზეც მსჯელობდა და ამბობდა, რომ იგი საწარმოო და საზოგადოებრივი სტრუქტურების სრულყოფაზეა დამოკიდებული. მსგავსი მტკიცების მიუხედავად ტექნიკურ პროგრესს ადამიანის ზნეობრივი განვითარება არ მოჰყოლია.
   თუ დარვინიზმი და მარქსიზმი დღეისათვის იდეოლოგიურად დას-ამარებულია (ვითარებას არ ცვლის ერთის ან მეორის კანტიკუნტი გამოვლინება საზოგადოებაში), სამაგიეროდ ნიჰილიზმი ნიცშეს ფილ-ოსოფიის მედროშეობით, აგრეთვე, ფროიდი თავისი სექსუალური პათოლოგიით, ამ წუთამდე ხიბლავს კაცობრიობას.
  ნიცშემ და ფროიდმა დარვინისგან მიიღეს ღვთისა და ზნეობრივი მორალის არარსებობის თეორია და თავიანთი ანტიქრისტიანული ეთიკა ჩამოაყალიბეს. ამ ეთიკამ არ იცის არანაირი ზნეობრივი ნორმა. მარქსისა და ენგელსის მიერ გაიდეალებული "უფესვო ადამიანი" ნიცშემ კიდევ უფრო დახვეწა და ახალი ადამიანის ფორმირებაზეც ალაპარაკდა. მისი მსოფლხედვით ახალი ადამიანი წარსულს მოწ-ყვეტილი "თავისუფალი მოაზროვნეა" და სკეპტიკოსი, ვინც გულგ-რილია ჭეშმარიტებისადმი და გულგახსნილი ნებისმიერი ახალი ინტელექტუალური მოდისათვის. იგი მზად არის ყოველგვარი სიახლის მისაღებად, დროის ადამიანია, სინდისს, ღირსებას, სულიერ ფასეულობებს მოკლებული. მასში წაშლილ-წარხოცილია ჭეშმარიტი ორიენტირები და ბატონობს სურვილი, დაეუფლოს ყველაფერს, რაც სამყაროშია. სძაგს მას ნებისმიერი შეზღუდვა, რადგან საკუთარი თავისთვის იგია ერთადერთი ღმერთი. სწორედ ასეთი ტიპის ადა-მიანის ჩამოყალიბებისათვის იბრძოდნენ ნიცშე, მარქსი და დარვინი.
  ბუნებრივია, ქრისტიანობასა და ანტიქრისტიანულ იდეებს შორის ბრძოლა უსათუოდ უნდა დაწყებულიყო. ქრისტიანობა სიყვარულია! ზემოხსენებული თეორიების ფუძემდებლები მარქსი, ნიცშე, მოგვია-ნებით ლენინი, სტალინი, ჰიტლერი კი მთავარი მიზნის (ახალი ადამიანის ფორმირება) მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევდნენ ძალ-ადობას, ტერორს, რევოლუციებს.
   მარქსი და ენგელსი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავდნენ: "კომუნი-სტური მსოფლმხედველობის ფართო მასშტაბით დასამკვიდრებლად, ასევე თვით უმთავრესი მიზნის მისაღწევად, აუცილებელია ად-ამიანთა მასობრივი გარდაქმნა. ეს საჭიროა არა მარტო მმართველი კლასის დასამხობად, არამედ იმისთვისაც, რომ მეამბოხეთა კლასი გათავისუფლდეს საუკუნეთა მიერ დაგროვილი ნაგვისაგან და მო-მზადდეს ახალი საზოგადოების დასაფუძნებლად". ჰიტლერის მთა-ვარი პროპაგანდისტი როზენბერგერიც იმავე მოსაზრებას ავითარ-ებდა: "ჩვენი საუკუნის მისიაა ახალი ცხოვრების მითიდან შევქმნათ ადამიანის ახალი ტიპი".
  სწორედ ახალი ტიპის ადმაიანის შექმნის სურვილმა გააშმაგა და დააავადა ადოლფ ჰიტლერი. საკუთარ ნაშრომში "მაინ კამფ" იგი დაეყრდნო ევოლუციის თეორიას და "არასრულფასოვანი" საზოგა-დოების ანუ ტრადიციული მორალის ადამიანთა მოსპობა და "გენიოსთა რასის” შექმნა დაისახა სანუკვარ მიზნად. სწორედ ამი-სთვის "დასჭირდა” ნაცისტების ლიდერს, ერთი მხრივ, აბორტების ლეგალიზაცია და სტერილიზაციის იძულება; მეორე მხრივ, საკო-ნცენტრაციო ბანაკებში არასასურველი ეროვნების ადამიანთა განა-დგურება. იმხანად ნაცისტებმა ექვსი მილიონი ადამიანი ამოხოცეს.
   ამრიგად, უდავოა, რომ მარქსი, ენგელსი, შემდეგში ლენინი და ჰი-ტლერი აღიარებდნენ ძალადობის მისტიურობას. უნდა გავითვა-ლისწინოთ, აგრეთვე, ორივე მსოფლიო ომის მაგალითი, რომელმაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. საბოლოოდ კი დავრწმნდებით, რომ კომუნისტებსაც და ნაცისტებსაც გარკვეულწილად ერთი და იგივე მიზანი ამოძრავებდათ - "ძველი წესრიგის ადამიანთა" შემუსრვა და "ახალი ტიპის ადამიანის" შექმნა.
   დღეს კაცობრიობა არსებობის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ძა-ლადობის ეპოქამ დააზიანა ძველი, ტრადიციული ფასეულობების მატარებელი ადამიანი და გამოჩნდა ახალი ადამიანი, რომელმაც სამყაროში ღმერთის ჩანაცვლება მოინდომა. ნიცშე ამბობს: "ყველა ღმერთი მკვდარია. ამჟამად ჩვენ გვსურს ,რომ იცხოვროს ზეა-დამიანმა." ეს გახლავთ პრინციპი: "თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ მე ვარ ღმერთი."
   "ზეადამიანებით" დასახლებული "ახალი სამყარო" - აი ეს არის რე-ვოლუციური ოცნება, რომელმაც გასული საუკუნის არნახულ ტრა-დიციებს ჩაუყარა საფუძველი.
                                 
Xareba.net - ის რედაქცია

უკან დაბრუნება