მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცდუნების დამღუპველი შედეგები
ცდუნების დამღუპველი შედეგები4-04-2014, 00:01 |
წმინდა მამა კასიანის მიერ თქმული
იყვნენ და ახლაც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც უფალს თავისებურად ემსახურნენ, შეუდგნენ თავისებურ სარწმუნოებას და ჰგონიათ, რომ ამ ღვაწლით ძალიან დაუახლოვდნენ ღმერთს, მათ გამოიგონეს ახალი წესები სულის ხსნისათვის; ამგვარნი განსაკუთ-რებით იცვლებიან ახლობლებთან ურთიერთობაში, უგულებელ-ჰყოფენ მათ, შეურაცხყოფენ და განსჯიან. ეს არის საკუთარი თავის ცდუნება და მსგავს სულიერ ამპარტავნებას ყველაზე დამღუპველი შედეგები მოაქვს. ბერ - მონაზონი იორენია 50 წელი უდაბნოში ცხოვრობდა და ანგელოზებრივი ცხოვრებით ყველა იქ მყოფ ბერს აღემატებოდა, მაგრამ ამპარტავნებამ ასეთი მოღვაწეც კი დაღუპა. მან წარმოიდგინა, რომ თითქოს იქ მყოფი ბერები ზედმიწევნით არ ასრულებდნენ წესებს და საძმოს წევრებს შეურაცხმყოფელად ექცეოდა. დიდი დღესასწაულის დროსაც კი არ სურდა მათთან ერთად გაეტეხა პური; ისინი რომ არ დაენახა, კვიდა დღესაც კი ერიდებოდა ეკლესიაში მისვლას. ეშმაკმა შეამჩნია ბერის სულში ჩაბუდებული აზრი, არ დააყოვნა მისი სულის დაღუპვაზე ზრუნვა და მიაღწია კიდეც საწადელს - იგი ბერს ნათლის ანგელოზის სახით გამოეცხადა; ცდუ-ნებულმა ბერმა ის ჭეშმარიტ ანგელოზად მიიღო; ეშმაკმა ბერს შესთავაზა, ჭაში ჩამხტარიყო, თან არწმუნებდა, რომ მის წმინდა ცხოვრებას საფრთხე არ დაემუქრებოდა. ბერმა მიიღო ეშმაკის რჩევა და ჭიდან ცოცხალ - მკვდარი ამოიყვანეს. მესამე დღეს იგი გარდა-იცვალა. ერთ მონასტერში მამა - შვილი ცხოვრობდა. მამა ძალიან გაამპარ-ტავნდა საკუთარი სულიერი მიღწევებით და თავი დიდად წარმო-იდგინა. არაერთგზის გამოცხადებული ეშმაკი ანგელოზად მიიჩნია და როდესაც ბოროტმა დაინახა, რომ ბერი მის ხელში იყო, შესთავაზა ღმერთის სამსხვერპლოდ შვილი დაეკლა. - შენ ისეთ პატივს ეღირსები, როგორიც აბრაამს ხვდა წილად. - ჩასჩიჩინებდა ეშმაკი. უგუნურმა მამამ, ეშმაკის შეგონებით ამიოღო დანა და დაიწყო ლესვა. კიდევ კარგი, შვილმა დროზე შეამჩნია მამის საქმიანობა და თავს გაქცევით უშველა. იყო კიდევ ერთი, თვითგანდიდებით შეპყრობილი ბერი, რომელ-საც სიზმრების სჯეროდა. იგი ფიქრობდა, რომ უფალმა წმინდა ცხოვრებისათვის განსაკუთრებული ნიჭით დააჯილდოვა და სხვებისაგან განსხვავებით ხილვებში საკუთარ ნებას უმხელდა. ამით ისარგებლა ეშმაკმა და ერთხელ სიზმარში გამოეცხადა, აჩვენა - თითქოს ერთ მხარეს წმინდა მოციქულები, წამებულები და ქრისტიანები იდგნენ, რომლებიც უფსკრულში ითმენდნენ საშინელ ტანჯვა - წამებას, მეორე მახრეს კი ურიები ნათელში ნეტარებდნენ. წავიდა ურიებთან და არა მარტო ებრაელთა სარწმუნოება მიიღო, არამედ ებრაელ ქალზეც იქორწინა. ამისთვის უფალმა დასაჯა, სამი წლის შემდეგ ყოფილი მართლმადიდებელი ცოცხლად დალპა, მის სხეულს მატლები დაესია და ასეთ უბედურებაში გარდაიცვალა კიდეც. ამრიგად, როგორც ესაია ამბობს: ვაი ბრძნებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით! (ეს. 5, 21). ჭეშმარიტად, ჩვენც დავამატებთ, ვაი და, ორგზის ვაი! რადგან სულიერი ამპარტავნება ღუპავს და ეშმაკს უმონებს ადამიანს, ამაზე საშინელი რაღა უნდა იყოს? მუდამ გვახსოვდეს: ამენ, გეტყვი თქუენ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას შინა (ლუკ. 18, 17). წავიდეთ იქ, მორჩილების, თავმდაბლობის გზით, გვახსოვდეს, რომ თუ მივატოვებთ უფლის გზაზე სიარულს, უცილობლად დავიღუპებით, წმინდა გრიგოლი ამბობს: „ვინც უარს იტყვის კიბეზე, რომელსაც მწვერვალზე ავყავართ და მასზე ასვლა ციცაბოთი სურს, თავის მიწაზე დანარცხება მოსდომებია." და ჭეშმარიტად ჩამოვარდება კიდეც; საკუთარი თავის ცდუნება და ამპარტავნების გამო დაღუპვის ურიცხვი მაგალითი არსებობს, რაც ამის ჭეშმარიტებაში გვარწმუნებს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |