მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სულის ხსნისათვის გულის შემუსვრილობას და მწუხარებას ცოდვათა გამო

იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სულის ხსნისათვის გულის შემუსვრილობას და მწუხარებას ცოდვათა გამო


1-04-2014, 00:01

იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სულის ხსნისათვის გულის შემუსვრილობას და მწუხარებას ცოდვათა გამო

 

სიტყვა სინანულის შესახებ

 

   მონანიებაზე საუბრის დროს წმინდა წერილი და წმინდა მამები უწმინდურ სულს უწმინდურ სხეულს ადარებენ. სულიერი განწმედა ხორციელ განბანვას წააგავს. ისევე, როგორც მავნეა ჯანმრთელობის-თვის ხორციელი უწმინდურება და სხვათათვის არასასიამოვნო სახილველი; როგორც ავადმყოფობაა გადამდები, ასევეა ცოდვებით დაბინძურებული სულიც. უწმინდურება მავნებელია ჯანმრთელობი-სათვის, უსიამოვნო გარეშე თვალისათვის და შესაძლებელია, სხვათა დამასენიანებელიც; ასევეა ცოდვით გაუწმინდურებული სულიც; მას შეუძლია, მრავალი დაღუპოს. როგორც განბანვა აჯანსაღებს ადამი-ანის სხეულს და გარეგნულად ნათელს და სასიამოვნოს ხდის მას, იგივე ემართება სულსაც, ცოდვების მონანიების შემდეგ. ცოდვე-ბისაგან განბანილი სული უცხოს მიმართაც კეთილია. იგი სასიკეთო მაგალითს იძლევა და სხვებშიც აღვიძებს ქველმოქმედების მოშურ-ნეობას. ისიც აღსანიშნავია, რომ სხეულის განბანვა სწრაფად შეიძ-ლება, ასევე, როდესაც უფლის წყალობით აღივსება ცოდვილის გული, მალევე განიწმინდება სულიერადაც. ამ უკანასკნელის მაგა-ლითს ახლავე მოვიტანთ.

   ნეტარი მამა პავლე, რომელსაც მდაბალს უწოდებდნენ, თავისი ცხოვრებიდან ერთ შემთხვევაზე ჰყვებოდა. ერთხელ ნეტარი პავლე ერთ მონასტერში ძმათა მოსანახულებლად წავიდა და იმ დროს მივიდა, როცა ისინი ეკლესიაში ღვთისმსახურებისათვის შედიოდ-ნენ. რადგან მას ნათელმხილველობის ნიჭი ჰქონდა, იხილა, თუ ვინ რაგვარი სულიერი განწყობით შედიოდა ტაძარში. დაინახა, რომ ყველას ნათელი სახე ჰქონდა და მფარველი ანგელოზები სიხარულით მიაცილებდნენ მათ. მაგრამ ერთ - ერთი ძმა, ეშმაკებისაგან გაშავებუ-ლი, შეგინებული და გაუბედურებული მიდიოდა. ანგელოზები მისგან შორს იდგნენ. ამის შემყურე პავლე დასევდიანდა და მწარედ ატირდა. ძმები ევედრებოდნენ - მათთვის ტირილის მიზეზი გაემჟ-ღავნებინა და ეკლესიაში შესულიყო, მაგრამ ნეტარმა პასუხი არავის გასცა და ძველებურად ეკლესიის კარიბჭესთან დარჩა. დასრულდა მსახურება, ყველა გამოვიდა ეკლესიიდან და მათთან ერთად - ცოდვილი ძმაც. და რაოდენ დიდი იყო პავლეს გაკვირვება, როდესაც იგი სულიერად განწმედილი და გაბრწყინებული იხილა. ეშმაკები უკვე მისგან მოშორებით იდგნენ, ანგელოზები კი დიდი სიხარულით მოაცილებდნენ. პავლემ ხმამაღლა დაიწყო უფლის დიდება; ბერები გარს შემოეხვივნენ და იგი მოჰყვა, თუ როგორ იხილა ეკლესიაში შემავალი და შემდეგ იქიდან გამოსული ძმის ფერისცვალება. შემდეგ თავად ამ ძმას გამოჰკითხეს ყოველი და მან ასეთი რამ თქვა: მე ცოდვილი ადამიანი ვარ და მთელი ცხოვრება საშინელი საქმეების კეთებაში გავატარე. მაგრამ დღეს, ეკლესიაში შესვლისას, გავიგონე ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვჰყოთ, ამბობს უფალი. მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით განსპეტაკდება; ჭიაფე-რივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ (ეს. 1, 16-19). ამის გამგონემ უფალს შევავედრე სული ჩემი და გულში ვთქვი: „შენ ერთადერთი ხარ, ღმერთო, ვინც დედამიწაზე ცოდვილთა დასახსნელად მოხვედი! შემინდე მე ცოდვები ჩემი და ჩემი ბაგით და გულით აღგითქვამ, რომ ამიერიდან აღარასოდეს ჩავიდენ ბოროტებას, სუფთა სინდისით ვიზრუნებ და ვიღვაწებ შენთვის. მიიღე უფალო ჩემი აღსარება და განმაშორე ყოველგვარ ბოროტს". და ასეთი სიტყვებით დაამთავრა ბერმა საუბარი, რის შედეგაც ყველამ ერთხმად ადიდა უფალი.

   ამგვარად, ძმებო, ასე სწრაფად მოუვლენს უფალი წყალობას მონანე სულს. დაე, ჩვენც ვადიდოთ მისი უსაზღვრო გულმოწყალება და ვისარგებლოთ ამით. ვისწრაფვოთ მადლისმომნიჭებელი წყაროსაკენ და განვიბანოთ სულიერად. როდესაც სხეული ძლიერად დაბინძურ-დება, საჭიროა განბანვა, რათა სნება არ შეგვეყაროს; მაგრამ უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ სულიერ განბანვაზე, რათა ცოდვა არ გაბატონდეს ჩვენზე, არ შეგვყაროს მომაკვდინებელი სენი და არ მოაკლოს ჩვენს სულს მადლმოსილი ცხოვრება. მაშ, გამოვიღვიძოთ ცოდვილი ძილისაგან და უფალს მივუძღვნათ ჩვენი გულები. თავისი გამოუთქმელი მოწყალებით უფალი უცილობლად მოვა, განწმენდს ჩვენს სულსა და მის სამკვიდრებელს და მაშინ უკვე მოგვიცავს უდიდესი სიხარული, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II


უკან დაბრუნება