მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > დავიწყებული ღირსებები
დავიწყებული ღირსებები6-02-2014, 22:20 |
წმინდა არსენი დიდმა ეგვიპტის უდაბნოში განმარტოებამდე მრავალი წელი დაჰყო ბიზანტიის იმპერატორის, თეოდოსი დიდის, კარზე. იგი ჩინებული კარისკაცი და თავისი დროის ერთ - ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო. მისი ხელმძღვანელობით აღიზრდებოდნენ მომავალი იმპერატორები - არკადი და ჰონორიუსი, ბერად რომ აღიკვეცა, არსენიმ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. რაკი საერო განათლებასაც ფლობდა და უდიდეს ასკეტურ გამოცდილებასაც, ღირს მამას შეეძლო სულიერ თემებზე ფასდა-უდებელი წიგნები დაეწერა. მაგრამ რამდენიც არ უნდა ეთხოვათ მისთვის, არსენი არც ერთ საღვთისმეტყველო საკითხზე აზრს არასდროს გამოთქვამდა, წერილებსაც კი ძალზე იშვიათად და უხალისოდ წერდა. იმის შემდეგ რაც საკუთარი არარაობა შეიცნო, შეუძლებლად მიაჩნდა რამე დაეწერა ან საჯარო სწავლებები წარმოეთქვა. იგი ბაგეებს მხოლოდ თავისი რამდენიმე მოწაფის დასამოძღვრად ხსნიდა. XX საუკუნის ყარაგანდელ მოღვაწეს, სქიარქიმანდრიტ სებას-ტიანეს, როგორც ამას მისი მსახურება მოითხოვდა, ხალხი ამბიონიდან უნდა დაემოძღვრა. ის კი ქადაგების დროს ძირითადად ცნობილი მქადაგებლის თხზულებებს კითხულობდა, ისე, რომ თავისას არაფერს ამატებდა. მოძღვარი ამას იმით ხსნიდა, რომ არავითარი განათლება არ ჰქონდა მიღებული, თანაც არც სიტყვის ნიჭი გააჩნდა და არც სათანადო ხმა. ამავდროულად კი მის უამრავ სულიერ შვილს შორის ბევრი განათლებული ადამიანი იყო, მაგალითად, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი - ეპისკოპოსი პიტირიმი. როგორ არ გავიხსენოთ აქ წმინდა იოანე კიბისაღმწერლის სიტყვები, რომ სიმდაბლის უაღმატებულესი ხარისხი - ეს საკუთარი კეთილი საქმეებისადმი სრული უნდობლობა და სწავლის მუდმივი სურვილია. თითოეულ ჩვენგანს, ამა თუ იმ საზომით, ცხადია გააჩნია რაღაც დადებითი თვისებები, მაგრამ ისინი აუცილებლად უნდა დავი-ვიწყოთ, იმისთვის რომ ხელი არ შეგვიშალონ საკუთარი არარაობის დანახვაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ღირსებები, იქნება ეს თანდაყოლილი თუ შეძენილი, მხოლოდ ღვთის საბოძვარია. მათი არსებობა ჩვენში მხოლოდ და მხოლოდ ღვთის ნებაზეა დამოკი-დებული. ამიტომ ჩვენთვის ძალზე სასარგებლო იქნება, თუკი შეძლებისდაგვარად ხშირად გადავავლებთ სულიერ თვალს ჩვენს ყველა სისუსტეს, ნაკლსა თუ ვნებას. ამგვარი ჭვრეტა ჩვენ დაგვეხმარება, დავივიწყოთ საკუთარი ღირსებები და რეალურად შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები. როდესაც ცხადად შევიგრძნობთ საკუთარი ზნეობრივი დაცემის მთელ დამღუპველობას, მაშინ ჩვემში სულიერი აღორძინებისადმი სწრაფვა იღვიძებს და ვიწყებთ გაძლიერებულ მოღვაწეობას სულის ცხონების საქმეში, მაგრამ ძალიან მალე ვრწმუნდებით საკუთრ უღონობაში. ცხონების გზაზე წარმატებებს მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, როცა თავდაჯერებულობას განვაგდებთ და მთელ ჩვენს იმედს ღვთის შეწევნაზე დავამყარებთ. ერთხელ ოპტინელმა ბერმა ნექტარიოსმა არქიმანდრიტ ბენიამინს (ფედჩენკოვს, მომავალ მიტროპოლიტს) ხელით გარემომცველ ბუნებაზე მიუთითა და უთხრა: - ნახეთ, რა სილამაზეა, - მზე, ცა, ხეები, ყვავილები... უწინ კი ხომ არაფერიიყო! არაფერი! და ღმერთმა არაფრისგან შექმნა ასეთი სილამაზე. ასეა კაციც: როცა ის გულწრფელად შეიცნობს, რომ არარაობაა, ღმერთიც მისგან დიდებულის შექმნას დაიწყებს. სქიიღუმენ ანტონი ოპტინელს 30 წელი ფეხები აწუხებდა. ისინი მუხლებამდე საშინელი სისხლმდინარე წყლულებით იყო დაფა-რული. ერთხელ ღირს მამას ცნობილი მართლმადიდებელი მოაზ-როვნე ი. ვ კირეევსკი ეწვია. ბერის ტანჯვა რომ დაინახა, უთხრა: - აი, მამაო, წერილის სიტყვა აღესრულება - "მრავალ არიან ჭირნი მართალთანი” : რა მძიმე ჯვარი გარგუნათ ღმერთმა! - სწორედაც რომ, - შეეპასუხა ღირსი ანტონი, - მართლებს ჭირი, მე კი - მხოლოდ გვემა, როგორც წმინდა დავით მეფე ამბობს: "მრავალ გვემა არიან ცოდვილთათვის”. თუკი მუდამ გვეხსომება საკუთარი არარაობა და ცოდვები, და გვექნება ღვთის მოწყალების იმედი, ჩვენი სული დამდაბლდება, გული კი შეიმუსრება. და მაშინ უფალი, გვიხილავს რა დამდაბ-ლებულებს, მოთოკავს ჩვენს სიამაყეს და მოგვანიჭებს მადლს, რომ მოვიქცეთ თავმდაბლურად, მოვიძულოთ მიწიერი გულისთქმები და დავცინოთ ამასოფლის დიდებას.
დეკანოზი ვიაჩესლავ ტულუპოვი
უკან დაბრუნება |