მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > რატომ უწოდებენ გაბრიელ მთავარანგელოზს სიხარულის მაცნეს

რატომ უწოდებენ გაბრიელ მთავარანგელოზს სიხარულის მაცნეს


26-03-2014, 00:01

რატომ უწოდებენ გაბრიელ მთავარანგელოზს სიხარულის მაცნეს

 

 

 

მთავარანგელოზ გაბრიელის კრება

 

   წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელს სიხარულის მაცნეს ვუწოდებთ, რატომ?

   უპირველესად იმიტომ, რომ იგი ადამიანებს მხოლოდ სიხარულს ამცნობდა. სვინაქსარში მის შესახებ ნათქვამია: „წმინდა მთავარანგე-ლოზი გაბრიელი ერთადერთია ზეციური მხედრიონის მთავართა შორის, რომელსაც უფალი მიწაზე აგზავნის, რათა ყოველგვარი სიხარული აუწყოს კაცთა მოდგმას".

   მთავარანგელოზმა გაბრიელმა დანიელ წინასწარმეტყველს უფლი-საგან ბაბილონის ტყვეობიდან დახსნისა და მესიის მოსვლის დროის შესახებ ახარა. მან ახარა ზაქარიას უნაყოფო დედისაგან წინამორბე-დის დაბადება და აუწყა: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმი-ნეს ვედრებანი შენნი და ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ (ლუკ. 1, 13-14). კიდევ: წმინდა წერილი ადასტურებს, რომ მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა წმიდა იოაკიმესა და ანას წმინდა მარიამის შობის შესახებ.

   ამავე დროს მთავარანგელოზი გამოეცხადა უდაბნოში იოაკიმეს და ახარა, რომ შესმენილი იყო მისი და მისი ცოლის ლოცვა - ვედრება, ანა მუცლად იღებდა და შობდა ქალწულს, რომელიც სიხარულის მოჰგვრიდა კაცობრიობას. დაბოლოს, მთავარანგელოზ გაბრიელს სიხარულს მაცნედ უხმობენ იმიტომაც, რომ ქალწულ მარიამს ახარა მუცლადღება და შობა ჩვენი მაცხოვრისა. მან ასე მიმართა ყოვლად-წმინდა ღვთისმშობელს: გიხაროდეს მიმადლებულო! უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის... და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ (ლუკ. 1, 28, 33).

   ამრიგად, ძმანო წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზს სიხარულის მაცნეს იმიტომ უწოდებენ, რომ კაცთა მოდგმას მუდამ სიხარულს აუწყებდა. ჩვენ მას უნდა ვეთაყვანოთ კაცობრიობის მხსნელის ხარებისათვის. თაყვანი უნდა ვსცეთ მოწიწებით, მუხლთმოდრეკით და მავედრებელი გალობით. სიხარულით ვუმადლოდეთ მას იმისთ-ვის, რაც უწინ გაუკეთებია და რასაც ამჟამად აკეთებს ჩვენთვის. გაბრიელ მთავარანგელოზი გამუდმებით ავედრებს ჩვენ თავს უფალ ღმერთს და მისი ლოცვა - ვედრებით მივეწევით ცოდვათაგან გათა-ვისუფლებას. ამინ.

 

„სვინაქსარი". ტომი II

 

 


 


უკან დაბრუნება