მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > არ შეიძლება, მოუმზადებლად ეზიარო წმინდა საიდუმლოს

არ შეიძლება, მოუმზადებლად ეზიარო წმინდა საიდუმლოს


25-03-2014, 00:01

არ შეიძლება, მოუმზადებლად ეზიარო წმინდა საიდუმლოს

 

 

თქმული იოანე დამასკელის მიერ

 

   არ შეიძლება წმიდა ზიარების მოუმზადებლად მიღება. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: გამო - ღა - იცადენ კაცმან თავი თვი-სი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელსა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯე-ლად თავისა თვისისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ხორცნი უფლისანი (1 კორ. 11, 28-29). რას ნიშნავს წმინდა ზიარებისთვის მომზადება? წმინდა იოანე დამასკელი ამის შესახებ ამბობს: „ბევრი ქრისტეს სხეულს, წმინდა მარხვისა და აღდგომის დროს, ჩვეულებისამებრ, უბრალოდ ეზიარება და არა კანონიერად - შეგნებითა და სუფთა გონებით. პირველ რიგში საჭიროა, დავიცვათ წმინდა მარხვა, სინდისი განვიწმინდოთ და შემდეგ ვეზიაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიწიერი ადამიანი უღირსი იქნება იხმიოს ქრისტეს ტრაპეზიდან; გაიხსენეთ, როგორი შიშით სწირავდნენ ღმერთს მსხვერპლს ძველ აღთქმაში და როგორ იწმინდებოდნენ წინასწარ სულიერად; თავად ანგელოზებიც თრთიან ამ დროს, ჩვენ კი შებღალული სხეულით ვიღებთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ამის არც გვეშინია. და შენ, ქრისტიანო, იცი დრო ზიარებისა, მაგრამ ამისთვის არ ემზადები. დაფიქრდი, განა შეიძლება ბიწიერი ბაგეებით მიეახლო ზეციურ მეუფეს?

   ამიტომაც, დაე, წმიდა ზიარება მხოლოდ ღირსეულებმა მიიღონ, უღირსები კი განიწმიდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში წმინდა საიდუმლოს საკუთარი თავის განსასჯელად და სატანჯველად მიიღებენ. ამიტომაც აცხადებს ღვთისმსახური, „წმიდა არს წმიდათა", ე. ი. ეზიაროს მხოლოდ ის, ვინც წმინდაა, აქ ნათქვამი არ არის უბრალოდ სუფთა, არამედ წმინდა.

   აი, როგორ უნდა მოვემზადოთ წმინდა ზიარებისთვის. უპირველეს ყოვლისა ზიარებას განწმენდილი გონებითა და გულით უნდა მიეახლო, მარხვა წმინდად დაიცვა, ღრმა სინანულით განიწმიდო ცოდვათაგან და მხოლოდ ამის შემდეგ, კრძალვითა და შიშით ეზიარო ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

   ვთქვით თუ არა ყველაფერი? არა! აუცილებელია სიყვარულით და რწმენით ზიარება. ეს არის უმთავრესი. ამიტომ, როცა ზიარებისთვის ვემზადებით, ნუ დაგვავიწყდება რწმენა და სიყვარული. როდესაც წმინდა ბარძიმს შევეხებით, მთელი გულით ვთქვათ ყოველმა: მწამს, უფალო და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღვთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად ცოდვილ-თა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ.

   კუალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე და შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვით და საქმით, ცნობით და უმეცრებით და ღირს - მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწ-ნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II

 

 

 


უკან დაბრუნება