მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ამაო მოლხენის შესახებ

ამაო მოლხენის შესახებ


24-03-2014, 07:16

 

 

წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვა ამაო ცეკვა - თამაშის შესახებ

 

   თქვენ, ქრისტიანებს, გაქვთ საკმაოდ სულელური ჩვეულება: იკრიბებით საკუთარი სოფლის ქუჩებში, განსაკუთრებით კვირასა და დღესასწაულებზე, და ტაშ - ფანდურს მართავთ. ეს ჩვეულება უფალს განარისხებს და მრავალი დამღუპველი შედეგი მოაქვს.

   იმისათვის, რომ განვიშოროთ ამგვარი საქციელი, წმიდა იოანე ოქროპირს მოვუსმინოთ.

   ყოველთა მოძღვარი ამბობს: „ცეკვა - თამაში - არა ადამიანური, არამედ ეშმაკეულის საქმეა. ამას ეშმაკები გვასწავლიან, რათა მარტო არ დაიტანჯონ ჯოჯოხეთში. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ დროს ადამიანი ღმერთს შორდება და ჯოჯოხეთის უფსკრულში მიექანება. მოცეკვავე ქალს ეშმაკის სასძლოს, სატანის საყვარელსა და ეშმაკის მეუღლეს ეძახიან. მოცეკვავე ქალი არა მარტო თავად ეშვება ჯოჯოხეთში, არამედ ისიც, ვინც მასთან ერთად ცეკვავს. იგი არ უფრთხილდება თავის პატიოსნებას და მისი მეშვეობით ეშმაკი ბევრს აცდუნებს სიზმარსა თუ ცხადში. ყველა როკვის მოყვარულს ჯოჯოხეთის გაუნელებელი ცეცხლი ელოდება. საძაგლობაა ასეთ მეუღლესთან ქმრის თანაცხოვრება. გაიხსენეთ, როგორ მოხდა ეს: დასხდნენ ადამიანები საჭმელ - სასმელად, გასაძღომად, დასათრობად და დაიწყეს ცეკვა. შემდეგ შესცოდეს, შემდეგ კერპებს სცეს თაყვანი და მსხვერპლიც შესწირეს მას; ამ დროს გაიხსნა მიწა და ოცდასამი ათასი ადამიანი შთანთქა. ამით ღმერთმა ყველა ცოდვილსა და უკეთურს მომავალი ტანჯვის მაგალითი აჩვენა. ამიტომ ძმანო და დანო, ნუ შეიყვარებთ ურჯულო, ეშმაკეულ გართობას, განსაკუთრებით ერიდეთ როკვას, რათა სამუდამო სატანჯველი არ მოგვესაჯოს".

   აი, ძმებო, როგორი საშინელი საქმეა, ეშმაკები გვასწავლიან მას, რათა მხოლოდ ისინი არ იტანჯებოდნენ ჯოჯოხეთში. და მართლაც, ამ ამაზრზენ ცეკვაში რამდენი მაცდური გამოხედვაა, რამდენი ავხორცი მოძრაობა, რამდენი ბილწი სიტყვა. ხშირად ამას ბავშვებიც ხედავენ, რას ისწავლიან ამით? როგორი ბოროტება დაეუფლება მათ უმანკო, ბავშვურ გულებს! როგორ წაიბილწებიან ჯერ კიდევ ყრმობის წლებში? ჰოი, მროკველნო, გეშინოდეთ უფლის საშინელი სასჯელისა! რომელმან დაარკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო - თუ - იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა (მათ. 18, 6), ბრძანებს იგი; გეშინოდეთ და ნუ გახდებით სატანის მეგობრები, რადგან იგი ოდითგანვე ადამიანის მტერი და წამბილწველია.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II

 

 

 


უკან დაბრუნება