მთავარი > თანამედროვე მამები, სიმდაბლე, მთავარი გვედის ფოტო > სიმდაბლის გარეშე ცხონება შეუძლებელია

სიმდაბლის გარეშე ცხონება შეუძლებელია


29-01-2014, 17:45

სიმდაბლის გარეშე ცხონება შეუძლებელია

 

 

 

   ოპტინელი მოძღვრის - ანატოლის ერთი სულიერი შვილი, მონაზონი, თავის წერილში სთხოვდა ღირს მამას დაერიგებინა, რომ ცხონების გზას არ აცდენოდა. მოძღვარმა მას პასუხად მისწერა: ,,დაიწყე თავმდაბლობით, გააგრძელე თავმდაბლობით და დაასრულე თავმდაბლობით და წმინდანთა შორის შეირაცხები. ეს გზა, ანუ სიმდაბლის გზა, ყველაზე საიმედოა და როგორც მამები ამბობენ, ,,არა სადა დაეცემის’’. რადგან სადღა უნდა დაეცეს თავმდაბალი, რომელიც თავს ყველაზე უარესად თვლის?’’

   ბერი ანატოლი ოპტინის უდაბნოში ცხოვრობდა. ეს იყო რუსეთის ერთ - ერთი სულიერი ცენტრი, სადაც მონაზვნებში სიმდაბლის აღზრდას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა. დიდი ოპტინელი მამები - ლეონი, მოსე და მაკარი - ცდილობდნენ თავიანთ მოწაფეებში, უპირველეს ყოვლისა, სიმდაბლისა და სიმშვიდის სული ჩაენერგათ. მათ, თავად სიმდაბლის ცოცხალ მაგალითებს, მიაჩნდათ, რომ თავმდაბლობა ქრისტიანის სულიერი ცხოვრების საფუძველია ეს შეხედულება ოპტინელ მამებს წმინდა წერილის, წმინდა მამათა თხზულებების ღრმა შესწავლისა და პირადი ასკეტური გამოც-დილების წყალობით ჩამოუყალიბდათ. ოპტინელმა ბერებმა თავიანთ მონასტერში უძველესი ქრისტიანული კეთილკრძალულების სული-ერი ტრადიციები ააღორძინეს. ამ  ტრადიციის ფუძემდებლები კი ბევრს წერდნენ სიმდაბლეზე და ყოველთვის ხაზს უსვამდნენ მის უდავო აუცილებლობას ადამიანის ცხონების საქმეში ასე მაგალითად, ღირსი მამა იოანე სინელი თავის სახელგანთქმულ წიგნში - ,,კიბე’’ - წერდა, რომ ეშმაკი მხოლოდ სიამაყის გამო გარდამოვარდა ზეციდან; დავით მეფე კი, როგორც თვითონვე ამბობდა საკუთარ თავზე, არც მარხულობდა, არც მღვიძარებდა, არც ცივ მიწაზე ეძინა, არამედ დამდაბლდა, და აცხოვნა ღმერთმა. წმინდა სიმდაბლე ზეცის კარიბჭეს ხსნის და მის გარეშე ზეციურ სასძლოში ვერავინ შევა. ,,სიმდაბლე საქმეების გარეშეც ფარავს ბევრ ცოდვას, - ამბობს ისააკ ასური,- და, პირიქით თავმდაბლობის გარეშე საქმეები უსარგებლოცაა და ბევრ სიავესაც გვიმზადებს. რაც მარილია საჭმლისთვის, იგივეა სიმდაბლე სათნოებებისთვის. თუკი მას მოვიპოვებთ ღვთის ძეებად გვაქცევს და მოღვაწეობის გარეშეც წარგვადგენს ღვთის წინაშე’’.

   სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა მარტო თავმდაბლობასაც შეუძლია აცხოვნოს ადამიანი, მაგრამ სხვა სათ-ნოებებთან ერთად სულის ცხონების საქმე უფრო ხელსაყრელად წარიმართება. ერთხელ წმინდა იოანე წინასწარმეტყველს ჰკითხეს, თუ რა გზით შეიძლება სწრაფად ცხონება. ღირსმა მამამ მიუგო,  რომ ყველაზე სწრაფად თავის სულს ის აცხოვნებს, ვინც თავმდაბლობას  სხვა სულიერ ღვაწლსაც დაურთავს. შედარებით ნელა ცხონდებიან ისინი, რომელთაც სიმდაბლე მოუპოვებიათ და მოღვაწეობის  ნაცვლად მოყვასისგან წყენას ითმენენ. და უფრო ნელა  კი ის ქრისტიანები ცხონდებიან, რომელთაც მხოლოდ სიმდაბლე გააჩნიათ.

   ჩქარა იქნება თუ ნელა, თუკი სიმდაბლეს მოვიპოვებთ, ჩვენ შევალთ ღვთის სასუფეველში, ხოლო ამ სათნოების გარეშე ცხონების არანაირი იმედი არ უნდა გვქონდეს.

                                                                                         

 

 

 

დეკანოზი ვიაჩესლავ ტულუპოვი  

 

 

 


უკან დაბრუნება