მთავარი > ძველი აღთქმის ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > ანგელოზების დაცემის მიზეზი

ანგელოზების დაცემის მიზეზი


18-08-2015, 00:01

ანგელოზების დაცემის მიზეზი

 

"აღვიდე ზედა ღრუბელთა და
ვიყო მსგავს მაღლისა" (ეს. 14.17)
 
  შექმნილ არსებათა უმაღლეს საფეხურზე ღმერთმა წმიდა, უხორცო სულები - ანგელოზები დაადგინა. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ღმერთმა ანგელოზები ხილულ სამყაროზე ადრე შექმნა. მეტიც, სამ-ყაროს შექმნის ჟამს ისინი ემსახურებოდნენ ღმერთს. ანგელოზების ბუნების შესახებ პროტოპრესვიტერ მიხეილ პომაზანსკის ,,დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" ვკითხულობთ: ,,ანგელოზები თავიანთი ბუნე-ბით გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსა-ხურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულე-ბით ნებას. ისინი უხორცონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდ-რობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი ნახვა ჩვენს ხორციელ მზერას".*
  არ შევუდგებით ანგელოზების ბუნების დაწვრილებით აღწერას, მა-თი თავისუფალი ნების გამოხატულების შესახებ ვისაუბრებთ. 
  მართალია, წმიდა წერილი ანგელოზებს თავისუფალ და ღვთის ერ-თგულ სულებად წარმოგვიდგენს, მაგრამ იმასაც გვიჩვენებს, რომ ისინი თავისუფლების ძალით ერთნაირ მდგომარეობაში არ იმყოფე-ბოდნენ; შესაბამისად ერთნაირი არ იქნებოდა მათ მიმართ შემოქ-მედის დამოკიდებულებაც. ამრიგად, საინტერესოა: რა გახდა ანგელო-ზის დაცემის მიზეზი?
   მოციქული იუდა გვასწავლის, რომ ზოგიერთი სული დაეცა და მათი მდგომარეობის შეცვლა თვით მათ თავისუფალ ნებაზე იყო და-მოკიდებული. ჩვენთვის ცნობილია, რომ ღმერთმა ყველა ანგელოზს მსახურების განსაკუთრებული სახე და ადგილი განუწესა და თავი-სუფალი ნების შედეგად ზოგიერთი მათგანის დაცემა დაუშვა. წმიდა მამათა და ღვთისმეტყველთა აზრით, დაცემის მიზეზი ამპარტავნება იყო. ამრიგად შემოიჭრა ცოდვა სამყაროში. შედეგად ანგელოზთა ნა-წილი ბოროტ სულებად, ეშმაკებად იქცა.
   ღვთისმეტყველები ამტკიცებენ, რომ ბოროტებას არსი არა აქვს, რომ ის სიკეთის ნაკლებობაა. ბოროტების არსის, ანგელოზების დაცემის მიზეზის კიდევ უფრო ზუსტი განმარტებისათვის არქიმანდრიტ რა-ფაელს (კარელინი) მივმართავთ: ,,მართალია, ბოროტება სიკეთის ნაკლებობაა, მაგრამ ამასთან ერთად იგი აქტიური ძალაა - მან თავისი სრული განხორციელება დაცემულ ანგელოზებში ანუ დემონებში ჰპო-ვა. დემონად მყოფობას კი მხოლოდ სულიერი ცდომილება და არას-წორი გზის არჩევანი კი არ განაპირობებს, არამედ ღვთაებრივი ნების ანუ უმაღლესი სიკეთის მიმართ შეგნებული წინააღმდეგობა. დემო-ნებში ბოროტება განსახიერდა, შეიძლება ითქვას, განხორციელდა; ამიტომ ბოროტება ასევე აქტიური ძალაა, სიკეთის წინააღმდეგ მიმარ-თული და მასთან მებრძოლი".*
   ამპარტავნების ცოდვამ საუკუნოდ განსაზღვრა ანგელოზების მდგო-მარეობა. ბოროტმა სულებმა ხარისხები დაცემის შემდეგაც შეინარ-ჩუნეს. წმიდა წერილი დაცემულ სულთაგან ერთს მთავრად წარმოგ-ვიდგენს და მას სატანას, ეშმაკს (მტერს, მოწინააღმდეგეს), სხვებს კი მის ანგელოზებს უწოდებს.
  ამრიგად, პირველი ომი ღვთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ ზეცაში და-იწყო. სატანა თავისი ამპარტავნებით განუდგა ღმერთს. მან ღვთის მინიჭებული პატივით, დიდებითა და სილამაზით მოხიბლულმა, თავისი თავი გააღმერთა, ბრძოლა გამოუცხადა ღმერთს. სატანამ და-კარგა ღმერთი და ბოროტ სულად იქცა.
  დაცემის შემდეგ ბოროტი სულების მოქმედება ადამიანთა სულების დაღუპვის მისწრაფებაში გამოიხატა. 

 

მ. პამაზანსკი „დოგმატური ღვთისმეტყველება" გვ 87. * 
არქ. რაფაელი (კარელინი) „საუბრები მართლმადიდებლობაზე". გვ-43.

უკან დაბრუნება