მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სათავე შფოთისა და მშვიდობისა

სათავე შფოთისა და მშვიდობისა


28-01-2014, 07:35

სათავე შფოთისა და მშვიდობისა

 

 

 

   ადამიანებს შორის ურთიერთობის კულტურა უმნიშვნელოვანესი ფაქტია მშვიდობის დასამყარებლად. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მისით იწყება. ვგულისხმობთ ადამიანის პატივისცემასა და მშვიდად მოსმენის უნარს მაშინაც კი, როცა არ ვეთანხმებით პიროვნების მოსაზრებას, მსოფლმხედველობას. რა თქმა უნდა, არსებობს საპირისპირო მძიმე ურთიერთობის გამოვლინებები, როგო-რიცაა ფუჭსიტყვაობა, დაცინვა, ბილწსიტყვაობა და სხვა.

   საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი მისი უწმინდესობა ილია - II თავის ერთ - ერთ ქადაგებაში ყურადღებას ამახვილებს საუბრისა და მოსმენის კულტურაზე. უწმინდესი გვირჩევს: „ყოველთვის ყველას მოვუსმინოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე უნდა შევასრულოთ, როგორც გვითხრეს. უნდა მოვისმინოთ, გავი-აზროთ და შემდეგ გადავწყვიტოთ, მისაღებია თუ არა, რაც გვითხრეს და გავაკეთოთ ისე, როგორც სწორად მივიჩნიეთ. სხვა ადამიანის მოსმენით უფრო მეტ განსხვავებულ მოსაზრებას გავიგებთ. ეს გვაძლევს აზრების შერჩევის საშუალებას".1

   წმიდა მამები ამბობენ: „სიტყვა, რომელსაც ამბობ, ვერცხლია ან ეგეც არ არის, ხოლო დუმილი - ოქრო". წმიდა მამებთან, აგრეთვე, მოისმენთ: „მდუმარება შეკრებს, სიტყვები კი განაბნევენ". მამები გვირჩევენ: „რაც არ ვიცით, იმაზე ნუ ვილაპარაკებთ, ნუ ვამტკიცებთ იმას, რაშიც არ ვართ დარწმუნებული, ხოლო რაც ვიცით, იმის შესახებ მოკლედ ვისაუბროთ".

   მავანი ხშირად ფიქრობს, რომ ენა მხოლოდ სალაყბოდ მიეცა. მაგრამ წმიდა წერილი ზირაქის ბაგეებით საპირისპიროს გვამცნობს: „სასწორ - საზომი მიუჩინე შენს სიტყვებს და კარი საკეტი გაუკეთე შენს პირს". (ზირ. 28. 25).

   თავად მაცხოვარმა გვაუწყა: „ყოველი სიტყვა უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყვაჲ მისთვის დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო" (მათ. 12. 36).

   ამპარტავნების გამო თავის უცდომელობაში დაჯერებული ადამიანი, ხშირად მიიჩნევს, რომ არაფერი აქვს სასწავლი, პირიქით - თავად უნდა ასწავლოს სხვას; იგი ყოველთვის სხვისი განმსჯელის, მრჩეველის ან ყოვლისმცოდნის როლშია. ესკი, ცხადია, ართულებს მასთან ურთიერთობას და დამოკიდებულების მშვიდობიან წარმა-რთვას ბარიერებს უქმნის - იწყება განრისხება, შუღლის გაღვივება, კამათი, ჩხუბი, მტრობა და მისთ.

   არქიმანდრიტი  რაფაელი (კარელინი) ამ საკითხის შესახებ წერს: „ასეთი ადამიანები ძირითადად არ ემორჩილებიან ლოგიკას. ადამიანმა ჯერ უნდა იფიქროს და მერე ილაპარაკოს; ფიქრისთვის კი დროა საჭირო, ე. ი. მდუმარება. ამიტომ პარადოქსის შემსწრენი ვართ: ვინც ბევრს ფიქრობს, ცოტას ლაპარაკობს და ვინც ცოტას ფიქრობს, ბევრს ლაპარაკობს... მოლაყბეს შეუძლია ისაუბროს ყველაფრის შესახებ, იკამათოს, ამტკიცოს კიდეც, თუნდაც ფაქტები საპირის-პიროს ღაღადებდნენ - მით უარესი ფაქტებისთვის.

   ცნობილია, რომ ყველაფერი დიადი მდუმარებით აღესრულა, მაგალითად, დიდი აღმოჩენები მეცნიერებაში - ყველა მათგანს მდუმარება უძღოდა წინ... რაც ჩვენთვის არის მთავარი - მრავალ-სიტყვაობა ძალას ართმევს ლოცვას, კონტროლის უნარს უკარგავს გონებას, საშინლად აცარიელებს და აამაყებს სულს. ხშირად მოუფიქრებელი სიტყვები და ცინიზმი ადამიანს მეგობრებს აკარგვინებს. მამების თქმით, ამ დროს მადლი ტოვებს ადამიანს".

   ამრიგად, მრავალსიტყვაობას, როგორც წესი, მოჰყვება ცინიზმი, რაც მოყვასთან მშვიდობის დამყარებაში გვეღობება. ჩვენში დაცინვის ჩვევა - ცოდვას ხშირად უმნიშვნელო რამედ მიიჩნევენ. უნდა ვიცოდეთ: თუ ადამიანთა გამასხარავება გვსიამოვნებს, ეს უტყუარი მაჩვენებელია იმისა, რომ მათ მიმართ მტრულად ვართ განწყობილნი და გულითადი მშვიდობა არ გაგვაჩნია. დაცინვის მიზანი ხომ ადამიანის დამცირება და გაბრაზებაა. რა უნდა იყოს ამაზე დიდი დანაშაული?! ჩვენ რომ მხოლოდ მანკიერებას დავცინოდეთ და ვამხელდეთ, მაშინ ვერავინ დაგვადანაშაულებდა, მაგრამ, ვაი რომ არა მანკიერების, არამედ მანკიერი ადამიანის დაცინვა გვაქვს ჩაფიქრებული. ამ წამიდან კი ჩვენ სრულიად უსამართლონი და ბოროტნი ვხდებით.

   ჩვენდა სამარცხვინოდ, არა მარტო მანკიერი, არამედ სათნო ადამინების დაცინვაც ერთგვარ ნორმად იქცა თანამედროვე სამ-ყაროში. ცუდად მოიქცევი - დაგცინიან, კარგად მოიქცევი - მაინც დაგცინიან.

   მამები გვასწავლიან, რომ უსამართლო დაცინვის დროს ყურადღება არ მივაქციოთ დამამცირებელთ - განრისხებით ხელს ვუწყობთ ბოროტი აზრის შექმნას და დაცინვის საფუძვლიანობას ვადას-ტურებთ. თუ მშვიდად ავიტანთ დაცინვას, მას არავინ დაიჯერებს და მიზნის მიუღწევლად, თავისთავად შეწყდება.

   უფრო დიდი ბოროტების გამოვლინებაა ბილწსიტყვაობას საუბ-რისას. ის წარმართობიდან მომდინარეობს. ეს ცოდვა ფაქტობრივად მთელი კაცობრიობის სენია. ყურადსაღებია ერთი: როდესაც ადამიანი ღმერთს განეშორება, იგი მაშინვე ბოროტების არელაში ექცევა და იძენს ამ საშინელ ჩვევას, ბილწსიტყვაობას.

   ეს უკვე არ არის უბრალო ამაოდმეტყველება და ქარაფშუტობა, არც უხეში ხუმრობა გახლავთ.

   ბილწსიტყვაობა სულის დემონურობის გამოვლენაა და ის ადამი-ანის სხვა, კიდევ უფრო მძიმე ცოდვებისაკენ უბიძგებს. ცნობილია, როგორ მოქმედებს ქართველ კაცზე შეგინება, განსაკუთრებით დედის გინება. მტრობის, ჩხუბის, სიძულვილის, არც თუ იშვიათად, მკვლე-ლობის მიზეზიც ხდება ასეთი ფაქტი.

   მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მკაცრად ეკიდებოდა მსგავსი სენის გამოვლინებას. წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „და საძაგელობაჲ და სიტყვა სიცოფისაჲ გინა ლაღობაჲ, რომელი არა ჯერ - არს." (ეფეს. 5. 4).

   ძველი აღთქმის რჯულით, თუ შვილი ძვირს ეტყოდა დედას ან მამას, მას მოწამეთა თანდასწრებით ქვებით ჩაქოლვა ელოდა. ასეთივე ხვედრს იზიარებდნენ მეძავები და მკვლელები.

   II საუკუნის წმიდა მამა კლიმენტი ალექსანდრიელი თავის ნაშრომში ამბობს: „შეუფერებელ სიტყვებს არა მარტო ჩვენ უნდა მოვერიდოთ, არამედ მკაცრი მზერით, შეწუხებული ემოციით შევა-ჩეროთ ის ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან".2

   წმ. იოანე ოქროპირიც ბრძანებს: „არაფერი ისე არ შეურაცხყოფს ღმერთს, როგორც ბილწსიტყვაობა და არაფერი ისე არ უბღალავს ადამიანს სინდისს, როგორც ბოროტი სიტყვების წარმოთქმა ანდა მოსმენა".3

   დედაეკლესია მსგავსი სენისაგან თავდასაღწევად სახელმწიფოს მხარდაჭერასაც იყენებდა. ამ ზომას იგი განსაკუთრებით მაშინ მიმართავდა, როცა წარმართები ბილწსიტყვაობდნენ ქრისტიან-თათვის წმინდა ადგილებზე.

   ასე რომ, თუ გვსურს მშვიდობა მოყვასთან ურთიერთობაში, დავინახოთ მასში, სხვა ადამიანშიც - ღვთის ხატება - პიროვნება, რომელსაც საკუთარი მსოფლმხედველობა, საკუთარი ზნეობრივი კრიტერიუმები, საკუთარი სულიერი სამყარო გააჩნია. თანამე-საუბრეს, სათანადო პასუხი რომ მივაგოთ, მისი მშვიდად მოსმენა უნდა შევძლოთ, გავიგოთ რა სურს, გამოვარკვიოთ მისი ხედვა ამა თუ იმ საკითხის შესახებ და შემდეგ გავცეთ პასუხი.

   ურთიერთობას აზრი ეკარგება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ. როდესაც ერთი არ აღიარებს მეორის სამართლიან კრიტიკას და ჯიქურ ცდილობს თავისი აზრის დამკვიდრებას. ამ დროს მშვი-დობის ხიდი ინგრევა და საქმეში სხვა საშუალებები ერთვება.

 

 

1საქართველოს კათალიკოს - პატრიარქი ილია II. ქადაგებები. მომმქმედი მქადაგებელნი. წიგნი I. თბ. 2012. გვ. 101.

2Св. Климент Александрийский. Творения. М. 1999. გვ. 296.

3წმ. იოანე ოქროპირი. ციტ. გაზ. „ხარება" №3. 2004. „მსოფლიო ეკლესიის მნათობნი".

 

 

 

 

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  

 


უკან დაბრუნება