მთავარი > საცდურები > არ უნდა განვიკითხოთ ბერები

არ უნდა განვიკითხოთ ბერები


18-03-2014, 00:05

არ უნდა განვიკითხოთ ბერები

 

 

 

სიტყვა დანიელ მონაზონის შესახებ

 

   თუკი ეშმაკის ბოროტება ვინმეს ძალუმად ატყდება თავს, პირველ რიგში - ბერს. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ყური დავუგდოთ, თუ რას ლაპარაკობენ საერთოდ ბერების შესახებ. ჭეშმარიტად, რას არ საყვედურობენ ამ გზაზე შემდგართ, რა უზნეობას არ აბრალებენ. როდესაც ვსუმენთ ბერების შესახებ მოსაუბრეთ, ვრწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს არა მარტო ბოროტ ხალხთან, არამედ, თავად ეშმაკებთან. ეშმაკის გარეშე ადამიანი ასეთ საგმობს, ასეთ სიცრუეს ბერების შესახებ ვერ მოიგონებს.

   რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში?

   ერთ - ერთი მამა მონაზონ დანიელ ეგვიპტელზე ჰყვებოდა: „ერთხელ მამა დანიელი ბაზარში, თავისი ხელნაკეთობის გასაყიდად წავიდა. მასთან ერთი ჭაბუკი მივიდა და შეევედრა:

   - ღვთის გულისათვის, კეთილო ბერო, შემოდი ჩემს სახლში და ილოცე ჩემი მეუღლისათვის, რათა უფალმა განკურნოს უშვილო-ბისაგან.

   ბერმა ჭაბუკის ვედრება შეისმინა, მივიდა მასთან, ილოცა და ქალი მალევე დაფეხმძიმდა. ზოგიერთმა, ვისაც ღმერთის არ ეშინოდა, თქვა, ქმრისაგან კი არა, ქალი ბერი დანიელისაგან დაფეხმძიმდაო. დანიელმა შეიტყო ამის შესახებ, მოუხმო ჭაბუკს და სთხოვა:

   - როდესაც შენი ცოლი იმშობიარებს, შემატყობინე!

   ჭაბუკი დათანხმდა. მას ვაჟი შეეძინა, მივიდა ბერთან და უთხრა:

   - მამაო, შენი წმიდა ლოცვის წყალობით, ღმერთმა ვაჟიშვილი გვაჩუქა.

   დანი-ელმა მიუგო:

   - წადი, მოამზადე სადილი და დაპატიჟე შენი მშობლები, ნათესავ - მეგობრები!

   ახალგაზრდამ შეასრულა დანიელის ბრძანება. როდესაც სადილად დასხდნენ, დანიელმა ხელში აიყვანა ახალშობილი, რომელიც მხოლოდ 12 დღის იყო და უთხრა:

   - თქვი და მიუთითე, ვინ არის მამაშენი?

   12 დღის ბავშვმა ჭაბუკზე მიუთითა და წარმოსთქვა:

   - აი, ჩემი მამა!

   ამიერიდან, ნუღარავის განსჯით გაგონილის მიხედვით, ხშირად საკუთარ თვალებსაც ნუ ენდობით და ცოდვაშიც არ ჩაცვივდებით. - დაასრულა თხრობა ბერმა.

   აი, რა უნდა მოიმოქმედოთ თქვენ, მონაზონნო, რომლებიც შეურაცხგყვეს და ცილი დაგწამეს. თქვენი თავი უზენაესს მიანდეთ და მფარველობას მხოლოდ მისგან ელოდეთ. ხედავთ, როგორ დაიცვა უფალმა ბერი დანიელი? ყველას წინაშე ცხადჰყო მისი უცოდველობა და სასწაულის წყალობით აღუდგინა შელახული სახელი. სიცრუის მთქმელნი კი შეარცხვინა. ამიტომაც, ნუ მიეცემით სასოწარ-კვეთილებას, ნუ სჭმუნავთ, როდესაც ეშმაკი, თავისი დამქაშების წყალობით, ცილს გწამებთ და გარცხვენთ, პირიქით, გიხაროდეთ, ვინაიდან თქვენ ღირსნი შეიქმენითსახელისა უფლისათვის გინებად (საქმ. 5, 41) პავლე მოციქული ამბობს: (კოლ. 1, 24).

   ასე რომ, გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრევე დევნნეს წინას-წარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა (მათ. 5, 12).

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II

 

 

 


უკან დაბრუნება