მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ნუ შევძრწუნდებით იმ ხილვისას, როდესაც ცოდვილნი მთელ ცხოვრებას კეთილდღეობაში ატარებენ, ხოლო ღვთისმოშიშნი - იტანჯებიან

ნუ შევძრწუნდებით იმ ხილვისას, როდესაც ცოდვილნი მთელ ცხოვრებას კეთილდღეობაში ატარებენ, ხოლო ღვთისმოშიშნი - იტანჯებიან


16-03-2014, 00:01

ნუ შევძრწუნდებით იმ ხილვისას, როდესაც ცოდვილნი მთელ ცხოვრებას კეთილდღეობაში ატარებენ, ხოლო ღვთისმოშიშნი - იტანჯებიან

 

 

 

იოანე ოქროპირის სიტყვიდან, უფალს ვინც უყვარს - მას გამოსცდის კიდეც

 

   ღვთისმოშიშთა ამქვეყნიური ცხოვრება განსაცდელებით აღსავსეა, ხოლო ცოდვილნი, ვხედავთ, რომ ხანდახან ბედნიერად ცხოვრობენ. არცთუ იშვიათად ყოველივე ეს გვაფიქრებინებს: რად იტანჯებიან პირველნი და რად კეთილდღეობენ მეორენი? ნუთუ უფალი ვერ ხედავს ღვთისმოსავთა მწუხარებას და არ იცის ცოდვილთა ავი საქმეები? რატომ არ სჯის მათ ცოდვათა გამო? როგორ გავიგოთ უფლის სამართალი?

   აი, რას გვპასუხობს ამ კითხვაზე წმიდა იოანე ოქროპირი: „თუკი ცოდვილთ ჯანმრთელსა და გამდიდრებულს ხედავთ, ნუ გაგიკ-ვირდებათ, როგორც ჩანს, რაღაც კარგიც გააკეთა და მსგავსად სახარებისეული მდიდრისა, ამქვეყნიურ ცხოვრებაში იმკის სანაცვლო კეთილს. ხოლო როდესაც მართლმორწმუნეს განსაცდელსა და უბედურებაში ხედავ, გიხაროდეს, რადგან სააქაოს ცოდვებისაგან განიწმიდება და საიქიოს უდიდესი სიხარული მიენიჭება. რატომ ჭმუნავ წმინდანთა მწუხარე ცხოვრების გამო? დაიმახსოვრე, ის ვინც სააქაოს უფლისათვის დაითმენს, ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს, ხოლო ბოროტი მევახშენი, ქურდები, მძარცველები, მატყუარები, რომლებიც აქ უზრუნველად ცხოვრობენ, საიქიოს სამუდამო სატანჯველში აღმოჩნდებიან. ამის მაგალითად გამოდგება სახარე-ბისეული იგავი მდიდრის შესახებ, რომელსაც აბრაამმა უთხრა: შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ნუგეშის - ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები (ლუკ. 16, 26). ისმინე, რა ჰქონდა მდიდარს - ქონება, ჯანმრთელობა, უხვი საკვები, ძალაუფლება, სახელი და ყოველგვარი პატივი. და ლაზარეს? განა მას ცოდვა არ ჩაუდენია? დიახ, მასაც ჰქონდა ცოდვები, მაგრამ, როდესაც მდიდარს ამქვეყნიური სიკეთე მცირედი მადლის გამო ენიჭებოდა, ლაზარე უდიდეს ტანჯვას მცირედი ცოდვების გამო ითმენდა. და ამიტომ სიკვდილმა მას შვება მოჰგვარა, ხოლო მდიდარს - ტანჯვა. ასე რომ, ძმანო, თუკი ხედავთ ღვთისმოსავს ავადმყოფობასა და უბედურებაში მყოფს, გიხაროდეთ მის გამო, რადგან სააქაოს ცოდვათაგან განწმიდება და საიქიოს უბიწო წარდგება უფლის წინაშე. და თუკი მას მრავალი განსაცდელი შეხვდება ამქვეყნიურ ცხოვრე-ბაში, უხვად დაჯილდოვდება უფლისაგან ზეციურ სასუფეველში. ასევე იყო იობი, რომელიც უნაკლოდ ასრულებდა უფლის მცნებებს. რაოდენი უბედურება და განსაცდელი დაითმინა მან ამ წუთისოფელში და რისთვის?! იმისთვის, რომ საიქიოს დიდი პატივი რგებოდა. თუნდაც ჯანმრთელად და განსაცდელის გარეშე იცხოვრონ ბოროტებმა, ნუ შეგშურდებათ, ვინაიდან მართლმსაჯულების მახვილი გამზა-დებულია მათთვის. ბოროტებაში მცხოვრები ესავი გამდიდრდა, ხოლო ღვთისმოსავ იაკობს მრავალი უბედურება ხვდა წილად. უფლისაგან რჩეული დავით წინასწარმეტყველი მთელი ცხოვრება შრომასა და ტანჯვაში იყო, ხოლო მისი ძე სოლომონი 40 წლის განმავლობაში მეფობდა, მშვიდობიანი, სახელოვანი, ღირსე-ული და ბრძენი. თუმცა რა სიკეთე მოუტანა ყოველივე ამან მაშინ, როდესაც ღმერთი დაუტევა და კერპთაყვანისცემაში ჩავარდა? არც იუდას დახმარებია უფლის სწავლანი და სასწაულები და ბოლოს თავი ჩამოიხრჩო. მოკლედ რომ ვთქვათ, ის კი არ არის კარგი, რაც კარგად იწყება, არამედ ის, რაც კარგად მთავრდება. ბედნიერად ჩაითვლება იგი, ვინც ბოლომდე აღასრულებს თავის ღვაწლს.

   აი, რისთვის იტანჯება ამქვეყნად ბევრი წმიდა ადამიანი და რისთვის არის ფუფუნებაში მრავალი უღირსი. პირვენი იმისათვის, რომ მცირედი ცოდვებისაგან განიწმიდონ, უფლისაგან წყალობა მიიღონ და გარდაცვალების შემდეგ უფრო მძაფრად შეიგრძნონ საიქიო ნეტარება. მათგან კი, ვინც უფლის სულგრძელობის წყალო-ბით კეთილდღეობენ, ღმერთი ცოდვათა მონანიებას მოელის. ვაი მათ, თუ არ შეინანებენ, რადგან საიქიოს თავიანთი ბოროტი საქმეების გამო განისჯებიან. მაშ, დავფიქრდეთ, ჭეშმარიტად კეთილ-დღეობენ ცოდვილნი? რა კეთილდღეობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როდესაც ადამიანს სინდისი სუფთა არა აქვს და ყოველ წუთს უფლის მახვილს ელოდება. ასეთებს საიქიოს სამუდამო სატანჯველი აქვთ გამზა-დებული. ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, რომ უკეთური ადამიანები ბედნიერები არიან. სინამდვილეში მათთვის ბედნიერება არ არსებობს, რაც უნდა სახარბიელოდ მოგვეჩვენოს მათი ყოფა, სინამდვილეში ავადმყოფურად ცხოვრობენ, მათი ცხოვრება წააგავს მომაკვდავ ხეს, რომელიც გარედან ჯერ კიდევ მწვანეა, შიგნიდან კი ხმება და გულს ჭია უღრღნის. დღეს არა, მაგრამ ხვალ გახმება, მოიკვეთება და ცეცხლში დაიწვება. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  

  

 


 


უკან დაბრუნება