მთავარი > სიკვდილი > სიკვდილი არა არის რა

სიკვდილი არა არის რა


25-01-2014, 00:06

სიკვდილი არა არის რა

 

 

 

   სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი. მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ. რაც ვიყავით ერთმანეთისთვის ისევ ისა ვართ საუკუნოდ. ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგი-მართავს. ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის მესაუბრებოდი. ნუ დამელაპარეკები სხვა კილოთი, ნუ მიიღებ სამგლოვიარო მწუხარე იერს. გაიცინე რაზეც გვეცინებოდა. ილოცე, გაიღიმე , იფიქრე ჩენზე. ჩემთან ერთად ილოცე. ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა, ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე.

   სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც იყო, ძაფი არ გამწყდარა. რატომ  გგონივარ შენს ფიქრებს გარეთ? იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე შორს არა ვარ, ზუსტად  გზის გადაღმა ვარ. ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის. ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ, თუ მართლა იცი რა არის ღვითის მადლი და სასუფეველი, თუ ძალგიძს გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო, თუ ძალგიძ დაინახო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი რომელსაც ვადგავარ, თუ წამით ძლგიძს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება. როგორ, თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი, წარუ-ვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა  გიყვარდე და მხედავდე.

   გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა. როცა ერთ დღეს, მხოლოდ ღვთისთვის  ცნობილ და ღვთი-საგან დადგენილ დღეს შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო. იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ. კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას იპოვი, ოღონდ უფრო განწმენდილს.

   შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ.

 

ნეტარი ავგუსტინე 

 

 


 


უკან დაბრუნება