მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


24-01-2014, 17:23

   გიორგის შეკითხვა: დაგვლოცეთ მოძღვარო! რამდენად სწორია, როდესაც ქრისტიანი ადამიანი ახლობელ ადამიანს უყიდის სიგარეტს? ვიცით, რომ სიგარეტის მოწევა ცოდვაა და უნებლიეთ ქრისტიანიც ცოდვაში ხომ არ ვარდება ამ საჩუქრის ყიდვით? ზოგადად, ისეთი ნივთის ჩუქება სხვა ადამიანზე, რომელიც ცოდვასთან ასოცირდება, რამდენად მიზანშეწონილია ქრისტი-ანისთვის?

   პასუხი: ამ შეკითხვას ნაწილობრივი პასუხიც ახლავს. თუ ადამიანს სიგარეტისადმი ქრისტიანული დამოკიდებულება აქვს, ცხადია, საჩუქრადაც არ მიიჩნევს და არც აჩუქებს სხვას. უბედურება ისაა, რომ თანამედროვე ქრისტიანები, ხშირ შემთხვევაში, სიგარეტის მოწევას არაფრად მიიჩნევენ. ამიტომაც სიგარეტის ჩუქება, ერთი ღერის მიწოდებაც „პატივისცემად" ითვლება. ადამიანმა საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას: შეიძლება ცოდვის შემცველი ნივთიერება ან საწამლავი საჩუქარი იყოს?

ღმერთმა დაგლოცოს!


უკან დაბრუნება