მთავარი > შეიცანი ჟამი > როგორები გახდნენ თანამედროვე ადამიანები
როგორები გახდნენ თანამედროვე ადამიანები13-03-2014, 00:01 |
სვიმეონ საწაულთმოქმედის სწავლანი
სვიმეონ სასწაულმოქმედი თავის თანამედროვეთა შესახებ ამბობს: „ახლა ცოტაა ადამიანი, რომელიც ანგელოზებს აბარებს თავის სულს. გამრავლდა უსჯულოება, უსამართლობა, განვიძარცვეთ სიყვარული და ეშმაკის ხელში ჩაცვივდნენ ცოდვილთა სულები. ბოროტი ძალები აწამებენ მათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხეული და სული ერთმანეთს ეყრება. სულიწმიდის მიერ ასეა ნათქვამი: „ახლანდელ დროში ათიათასობით სულთაგან მხოლოდ ერთს თუ მიიღებენ ანგელოზები." ასე იყო სვიმეონ სასწაულთმოქმედის დროს. ახლა ვნახოთ, ახლანდელი ადამიანები უკეთესნი გახდნენ თუ არა. ჩვენი ეკლესიის ერთ - ერთი მოძღვარი ამბობს: „თუკი თქვენ შეეკითხებით საკუთარ თავს, რა სხვაობაა ახლანდელ ყოფა - ცხოვ-რებასა და წინა წლებს შორის, სავალალო ცვლილებას დაინახავთ. წინათ აქ მოსახლეობამ არ იცოდა, რა იყო იარაღი, სოფლებში მემამულეებიც კი არ კეტდნენ სახლის კარს; უკუნ ღამეში, 20 ვერსის მოშორებით მდებარე სადგურებში, მცველის გარეშე მიმოდიოდნენ გლეხები, მღვდლები, მემამულეები. სოფელი პატრიარქალურად ცხოვრობდა, ბავშვის უკანონო შობა საყოველთაო რისხვას იწვევდა, მრევლის სარწმუნოებიდან გადახრის ფაქტები თითქმის არ არსებობდა, თითქმის ვერ გაიგონებდით უხეშ სიტყვას, მშობლები შვილებს სრულ მორჩილებას აჩვევდნენ. ახლა? ახლა უფლის სამწყსოს ნაცვლად მოძღვარი უტიფართა, მემთვრალეთა, მოლაზღანდარეთა და ყაჩაღთა გარემოცვაშია, ახლა სამართლიანობა ჩვენთვის ფასეული აღარ არის. ახლა საზოგადოების სავსებით სრულფასოვან წევრად ითვლებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ათი წლის წინათ ახლობლებიც კი ზურგს აქცევდნენ, ისევე როგორც ზურგს აქცევდნენ მატყუარებს, უსინდისოებს, მოღალატეებს, განდგომილებს, მაცდუ-რებს, მათ, ვინც სხეულსა და სულს ჰყიდნენ. ჩვენი მამა - პაპანი, ან თუნდაც ცოტა ხნის წინათ გარდაცვლილი ძმები რომ გაცოცხ-ლებულიყვნენ, ვერც იცნობდნენ თავიანთ მეგობარ - ნათესავებს მათი მცირედმორწმუნეობის გამო და თუკი იცნობდნენ, შიშისაგან შეძრწუნებულნი გაიქცეოდნენ თავიანთი საფლავებისა და განსას-ვენებლისაკენ". ასე რომ, ძმებო, თანამედროვე ადამიანები უარესები გახდნენ წარსულ დროსთან შედარებით. როგორც ვხედავთ, ყველაფერი უარესობისაკენ მიდის და ბოროტება თანდათანობით იზრდება. ნუთუ ღმერთი არ დასჯის მოუნანიებელ სულებს, ნუთუ ყველაფერ ამას, რაც აქ ხდება, არ ექნება დასასრული? არა! უფალი დასჯის მოუნანიებელთ და ეტყვის მათ: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მათ საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმა-კისათვის და ანგელოზთა მისთათვის (მათ. 25, 41), სადაც მათთვის - (მარკ. 9, 48). ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული. ცოდვამოუნანიებელთა უსამართლო საქმეებიც დასრულდება. თუმცა ოდესმე კი ინანებენ, მაგრამ უკვე გვიანი იქნება, ამინ.
„სვინაქსარი". ტომი 2.
უკან დაბრუნება |