მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > ოჯახური ცხოვრების შესახებ

ოჯახური ცხოვრების შესახებ


19-05-2016, 00:00

ოჯახური ცხოვრების შესახებ

 

 

 

   ოჯახის შენარჩუნებისათვის ბრძოლაა საჭირო, ეს უბრალოდ მეუღ-ლესთან უთანხმოება კი არა, არამედ  ადრეული ასაკიდან თქვენი შვილების დანგრეული ცხოვრებაა. პირველი, რაც უნდა მოიმოქმედო, მეუღლისთვის ლოცვაა. ილოცე ოჯახის შენარჩუნებისათვის წმინდა გურის, სამონისა და აბიბოს მიმართ. მეორე, რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ჩაიხედე შენს გულში, კარგად დააკვირდი საკუთარ თავს - შენ ხომ არ ხარ მიზეზი იმისა, რომ მეუღლე სახლიდან გარბის.

 

* * *

   ადამიანის ბედნიერება სხვა არაფერია, თუ არა ღმერთთან ერთობა და მისი მაცხოვნებელი მცნებების შესრულება.

   სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები თქვენც ამ კუთხით გადაწ-ყვიტეთ. თქვენ ოჯახის უფროსი ბრძანდებით, თქვენი ქორწინებაც კურთხეული, ესე იგი უმთავრესი თქვენთვის ოჯახის ცხონებაა, ოჯახის ყველა წევრის ღმერთში ცხოვრება. ღვთისაგან მოცემულ ამ მცნებაში ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფაც იგულისხმება. ასე რომ, იფიქრეთ და ილოცეთ, რათა ყოველივე უკეთესად წარმართოთ. ამისთვის, შემინდეთ, ღმერთმა თავი და გონება მოგვცა.

   ღმერთი შეგეწიოთ!...

  * * *

   ქრისტიანმა ქალმა შვილები და შვილიშვილები რწმენით და ღვთი-სმოშიშებით უნდა აღზარდოს. თქვენი წერილიდან გამომდინარე, თქვენი შვილებისათვის ამის შესრულება ვერ შეძელით. ასე, რომ შვილიშვილებზე იზრუნეთ.

   მეუღლეც ცოცხალი გყავთ, მონაზვნად აღკვეცა მაშინ იქნებოდა მი-ზანშეწონილი, მასაც რომ სურდეს ეს, ანუ შეთანხმებით, მაგრამ ეს ასე არ არის, ამიტომ დარჩით თქვენს ქმართან და შეეწიეთ თქვენს შვილებს, შვილიშვილების აღზრდაში. მე ვერ გაკურთხევთ მონაზვ-ნად აღკვეცისათვის.

 

* * *

  თქვენი ქრისტიანული მოთმინება, თავმდაბლობა და სიყვარული თავის დროზე ცოტათი მაინც გამოიღებს ნაყოფს და თქვენი მეორე ნახევარი, თქვენი მეუღლე სულიერად გაცოცხლდება.

   მაგრამ ამისთვის შრომაა საჭირო, ის მრისხანებს თქვენ მოითმინეთ. მას უფრო უჭირს, ვიდრე თქვენ, მას არ სწამს ღმერთი, ხოლო მტერს მიჰყავს იქ, ,,სადაც არ სურს’’.

   სისტემატიურად  ილოცეთ მისთვის და თანაგრძნობით გაიხსენეთ, რომ მასაც ისე უჭირდა ბავშვობიდან, როგორც თქვენ, ხოლო დანარჩენი ღმერთს მიანდეთ, წაიკითხეთ I ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, მეშვიდე თავი და გახსოვდეს, რომ თქვენ სნეული ხართ თქვენს მეუღლესთან ერთად, თქვენ ხომ "ერთ ხორც’’ ხართ.

   მისგან დაფარულად რომ ლოცულობთ, კარგია ეს აუცილებელია, რომ ღვთის გმობაში არ ჩავარდეს. დადგება დრო და დაფარულს ცხადად შეასრულებთ.

   ღმერთმა  დაგლოცოთ!

 

* * *

   სიტყვიერად თქვენ თითქოს მადლობთ ღმერთს ყველაფრისათვის, საქმით კი ძალიან იოლად მოიკვეთდით სატკივარს. მაგრამ რა უნდა მოიკვეთოთ, ღვთისადმი დადებული აღთქმა?

   თქვენი მეუღლე ავადაა. მაგრამ ხომ შეიძლება ხვალ თქვენც გახდეთ ავად და მაშინ დაემშვიდობეთ აღთქმას.

   ჯვრისწერის დროს ბოლომდე სვამენ ღვინოში შერეული წყლით სა-ვსე ფიალას, ღვინო ერთობლივი ცხოვრების სიხარულია, წყალი (რო-მელიც მეტია) სიმბოლურად გამოხატავს ჭირს, ავადმყოფობას, უბედურებას. ჩვენ ფიალა კი შევსვით, მაგრამ ცხოვრებაში არ გვსურს ღვთის ნების შესრულება, თქვენ ქალიშვილის სულისათვის იბრძვით, მაგრამ მეუღლის სულისათვისაც საჭიროა ბრძოლა, მითუმეტეს, რომ ისიც ლოცულობს. თუმცა ჯერ მტერი უფრო ძლიერია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა წმ. ფოტინემ, ქმარს რომ შესწეოდა.

  აი. ჩემო ძვირფასო! ჩვენ მხოლოდ მოთმინება და ჯვრის ტვირთვა გვევალება, ჩვენ კი გავურბივართ მას, თვითნებობისაკენ მივილტვით და ამით ვიღუპებით.

   ღმერთი შეგეწიოთ!

                                        

 

არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება