მთავარი > საცდურები > წმინდა მამები სხეულის მორთვისა და მოკაზმულობის შესახებ

წმინდა მამები სხეულის მორთვისა და მოკაზმულობის შესახებ


3-08-2012, 22:55
   თქვენ, ვინც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავთ. თქვენ, ვინც ფერ-უმარილით იკაზმავთ სახეს _ გაიხსენეთ, თქვენი გულისათვის რა დაემართა იესო ქრისტეს სახეს, და დაკმაყოფილდით იმ გარეგნობით, როგორითაც ღმერთმა შეგქმნათ!
                         *       *      *
  კაცობრიობის სამარცხვინოდ, მოხუცებიც კი არიან ისეთები, რომლებიც გულმოდგინედ იღებავენ სახესა და თმებს, რადგან რსცხვენიათ თავიანთი ჭაღარის _ ამ ბუნებრივი სითეთრის, რომელიც უფალს მიამსგავსებს მათ _ `თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი~ (გამოცხ. 1.14)
                         *       *      *
  სხეულის მორთვა, სულის დაღუპვაა.
                                                       (ამბა ისაია)
                         *       *      *
  არ შეიძლება, ერთდროულად რთავდე სულსაც და სხეულსაც.
                         *       *      *
  ოქროსა და ძვირფას ქვებს შეუძლიათ მორთონ სხეული, მაგრამ ისინი ვერ გაამდიდრებენ სულს.
                         *       *      *
  ქალებს ჰგონიათ, რომ ფართო და გრძელი კაბები ვიწრო და მოკლე შემეცნებისთვისაა განკუთვნილი.
                         *       *      *
  სულის მშვენიერება ისეთი თვისებაა, რომ სიბერეშიც მრავალი მოყვარული ჰყავს, ვინაიდან არასდროს ჭკნება და ყოველთვის ჰყვავის.
                         *       *      *
  ნუ იამაყებ გარეგნული სილამაზით: ხორციელი სილამაზე სულიერის გარეშე სილამაზე კი არა _ სიმახინჯეა.
                        *       *      *
  რას ნიშნავს ეს სიამაყე, რომლითაც ძვირფასი ტანსაცმლით მოსილი ადამიანი ძონძებში გამოხვეულ სიღარიბეს ძლივს მიიჩნევს შეხედვის ღირსად? განა ეს იმის მსგავსი არ იქნებოდა, რომ ავადმყოფს თავისი მრავალრიცხოვანი ჭრილობებისა და სახვევების სილამაზით ეამპარტავნა, ან მონას, რომელიც იძულებულია ბორკილები ატაროს, მრავალგვარი ორნამენტითა და სხვადასხვაგვარი ხელოვნებით დამუშავებული ბორკილი ენატრა?
                         *       *      * 
  მოდას აყოლილი და `ფრანტი~ ან საკუთარ თავზე შეყვარებულია და მაშინ ის სულელია, ან სურს, სხვებს უყვარდეთ, და მაშინ ის გარყვნილია.
                          *       *      *
  როცა დილით ტანისამოსს იცვამ, გაიხსენე ჩვენი წინაპრის პირველი ცოდვა, რომელმაც შეგვმოსა ის. როცა საღამოს იმავე ტანსაცმელს იხდი, აზრებით მომავალ მკვდრეთით აღდგომას მიეახლე, როცა კვლავ არანაირი სამოსელი არ იქნება საჭირო.
                                                   (წმიდა იოანე ოქროპირი)
                           *       *      *
  სულზე, როგორც ადამიანის არსების მთავარ ნაწილზე, რომელიც მთელ სამყაროზე უძვირფასესია, მეტად უნდა ვზრუნავდეთ, ვიდრე _ სხვა დანარჩენზე; მეტად _ ვიდრე სხეულზე, ან ისევე მაინც _ როგორც სხეულზე. მაგრამ, განა პირიქით არ ხდება ადამიანთა უმეტესობაში? განა ადამიანები სხეულს უფრო მეტად არ უვლიან? განა ცოტანი არიან ისეთნი, რომლებიც საკუთარ სულზე სულაც არ ზრუნავენ, თითქოსდა ის არც კი არსებობდეს?
                          *       *      *
  ერთი წმიდა ადამიანი მშვენიერი და ძვირფასად ჩაცმული ქალის დანახვისას მწარედ ატირდა და თქვა: `მან თავისი მოკვდავი სხეულის მოსართავად უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე მე _ ჩემი უკვდავი სულისათვის~.
                         *       *      *
  პატარა ბავშვიც კი ფიქრობს, რომ სხეულს სიახლე შესძინოს: მაგრამ ხშირად ჭაღარა მოხუცი ვერ გულისხმაყოფს, როგორ განიახლოს სული ან რაიმე სიახლე შესძინოს მას.
                                                    (ნეტარი ავგუსტინე)
                          *       *      *
  შენ მაშინ იქნები ბრძენი, როცა იმდენსვე გააკეთებ სულისათვის, რამდენსაც ახლა იქმ სხეულისათვის.
                          *       *       *
  შენი ხრწნადი სხეული დაე, მორჩილი იყოს სულისა, ხოლო სული კი _ თავისი მარადიული შემოქმედისა.
                          *       *      *
  თუ სხეულს სულს არ დაუმონებ, მაშინ იგი დაუმონებს შენს სულს ეშმაკს.
                                                        (ამბა ფალასი)

უკან დაბრუნება